EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ეხმაურება ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ქებას? »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-30 17:17:17

როგორ ეხმაურება ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ქებას?

2013-09-30 15:15

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნიდან გაპარული ზურაბ ადეიშვილი ფრთიან ანგელოზად გამოაცხადა, ეს უკანასკნელი ისე გადიდკაცდა, უკვე "ჭკვიანურ" რეკომენდაციებსაც იძლევა. მაგალითად, ადეიშვილი (პრემიერის გასაგონად) ასეთ წერილს აგზავნის:

"პრემიერის პოლიტიკიდან "წასვლის" შემდგომ ხელისუფლებაში გავლენის გასაზრდელად "ქართულ ოცნებაში" მყოფი აშკარა პრორუსული ძალები დაიწყებენ ბრძოლას, რაშიც მათ ღიად დაეხმარება რუსული სპეცსამსახურები. არ გამოვრიცხავ დეპუტატებზე პირდაპირ მუქარას, ხოლო რუსეთის პირდაპირი წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლებაში დაიწყებენ ხელისუფლების სხვა შტოების ტერორსა და დარწმუნებას, რომ მათ უკან იმაზე დიდი ძალა და ნება-სურვილი დგას, ვიდრე პრემიერია. ივანიშვილმა გაკვალა გზები რუსეთისკენ, მან დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, გააკეთა მკვეთრი განცხადებები, დააბნია ევროპა და დასავლეთი, რომელთაც აღარ ესმით საქართველოს საგარეო კურსი, ოკუპაციაზე ზეწოლა შერბილდა, საქართველო დადანაშაულდა 2008 წლის ომში. თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც რუსეთს სურს, ხოლო პრემიერი საკუთარ თავზე არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას, თან ის ხელისუფლებაში იმის მტკიცებით მოვიდა, რომ არ წარმოადგენდა პრორუსულ ძალას და დასავლურ კურსს უჭერდა მხარს, ამიტომ რუსეთისთვის ის ვერ იქნება დასაყრდენი ფიგურა, რუსეთს ამ შემთხვევაში დასჭირდება უსიტყვო შემსრულებელი. ამიტომ ივანიშვილი გზას დაუთმობს ხელისუფლებაში რუსული გავლენის გაძლიერებას, ეს იქნება რეალურად არჩევნების გარეშე ხელისუფლების ცვლილება, ერთი დაჯგუფება გაძლიერდება და მოიპოვებს გავლენას სხვა ჯგუფებზე, რითაც საბოლოოდ შესრულდება რუსული გეგმა და პრემიერი შეეცდება ამაში ის პასუხისმგებელი არ გამოჩნდეს. რამდენად მოხდება ეს, ბევრი რამეა დამოკიდებული "ნაციონალურ მოძრაობაზე", ხალხის მუდმივ ინფორმირებაზე და დასავლელ პარტნიორებზე".

აბა, რას იტყვით, ბატონო ბიძინა, ჭკვიანური მოსაზრებები აქვს ზურაბ ადეიშვილს, ხომ? ესე იგი, ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ მიდის პოლიტიკიდან, რომ საქართველოში პრორუსული ძალები გააძლიეროსო. თან სიტყვა "წასვლა" ბრჭყალებში გისვამთ და მიგანიშნებთ, ეს უბრალოდ გადაადგილებაა, რათა პრორუსულ ძალებს გზა დაუთმოსო. "ჭკვიანი" ზურაბა ისეთ პროგნოზებს გვიკეთებს, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში რომ ვნახულობთ ხოლმე... თქვენ პოლიტიკიდან წახვალთ თუ არა, რუსეთის სპეცსამსახურები ეგრევე დაიწყებენ დეპუტატებისა და ხელისუფლების სხვა შტოების დატერორებას, ვინც ჯიუტი აღმოჩნდება, თავს წააგდებინებენ და ასე შემდეგ. ბატონო პრემიერო, ადეიშვილის მტკიცებით, თქვენ დააბნიეთ დასავლეთი და ამერიკა, ჩვენმა მეგობრებმა ვეღარ გაარკვიეს, ვინ ხართ და რისთვის მოხვედით. ისე, ერთი იდეა მაქვს, თქვენ ბიზნესცენტრში მოიწვიეთ ადეიშვილი და პირდაპირ ეთერში დაამტკიცოს, რის საფუძველზე ავრცელებს ასეთ განცხადებებს? დადოს, ძმაო, მტკიცებულებები, რა ხელისუუფლების ცვლილებებსა და ტერორზე ლაპარაკობს? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თუ არ გვიჯერებთ, "ჭკვიან" ზურაბას მაინც დაუჯერეთ? ისე, თუ ჩემს იდეას გაიზიარებთ, ადვილად დარწმუნდებით, რომ ეგ ტიპი ვერაა თავის "მატორზე" (უკაცრავად, ქართული ენის ნორმების დარღვევისთვის არ დამაჯარიმოთ).

კიდევ ერთი, ბატონო ბიძინა, ადეიშვილზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ არაფერი მითქვამს მის მოწაფეზე, ვანო მერაბიშვილზე, რომელსაც ამ დღეებში ჩაუტარდა ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია. გამოკვლევების შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ივანე მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საგანგაშო პრობლემა არ აღენიშნება. ვაიმე, ასე თუ რამე გამახარებდა, არ მეგონა, ვანოს ხერხემალს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ცივი ნიავი არ მივაკაროთ, თორემ ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება... სხვათა შორის, როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, თურმე გიგი უგულავას წინააღმდეგ ჯერ კიდევ ადეიშვილს დაუწყია გამოძიება და თითქმის ბოლომდეც მიუყვანია, მე ვიცი, რომ მას ამ საქმეში ვანო მერაბიშვილი ეხმარებოდა. ჰოდა, ჩვენ ახლა მივდივართ ჭეშმარიტებისკენ.. ესე იგი, მერაბიშვილი და ადეიშვილი რომის პაპზე დიდი კათოლიკეები კი არა, თქვენზე დიდი "მეოცნებეები" არიან. გამოდის, სწორედ მათ დაუწყიათ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი. ახლა, რა უჭირს, თუ სანდრო გირგვლიანი და "ვიღაცები" გააგორეს ქუჩაში, აბა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!
ჩემი სტატია არ იქნება სრულყოფილი, თუ მიხეილ სააკაშვილის ბოლო გიჟობა არ ვახსენე... ის ვაშინგტონიდან მეთიუ ბრაიზას იდიოტს უწოდებს. ბრაიზამ თქვა, რუსებმა და ოსებმა რომ ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, მიშას ცეცხლი არ უნდა გაეხსნაო.

მიხეილ სააკაშვილი: "ეს საერთოდ რა იდიოტიზმია, თქვენ თვითონ თუ გესმით?! რას ნიშნავს, რუსებმა და ოსებმა გაგვიხსნეს ცეცხლი და ჩვენ რა უნდა გვექნა? მეთიუ ბარიზას ისე ციტირებთ, გეგონება, ჯეფერსონი, ვაშინგტონი და მსოფლიოს მთავარი კანონმდებელია... საჭირო რომ გახდეს, ახლაც იგივე ნაბიჯებს გადავდგამდი!"

მიშას ვადა რომ არ ეწურებოდეს, დიდი სიამოვნებით დაიწყებდა ომს ცხინვალში და მერე ხელახლა იხოხებდა გორის მისადგომებთან. ახლაც იგივე ნაბიჯებს გადავდგამდიო, ახლაც გავჟუჟავდი საკუთარ მოსახლეობასო... მიშა, შენ და ბრაიზა რომ "განდონები" (უკაცრავად, ბატონო ბიძინა, ქართული ენის ნორმების დარღვევისთვის ნუ დამაჯარიმებთ, ვიცი, რომ პრეზერვატივი უნდა დამეწერა) ხართ, ეს ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის, მაგრამ ძლივს მოგიშორეთ, ძლივს გაგივიდათ ყავლი ორივეს!

დაბოლოს... გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ლევან რამიშვილი და თემურ იაკობაშვილი ჩემი მეგობრები არიანო... თავისმხრივ, ნიკა რურუა ამბობს, მარგველაშვილი ჩემი ძმაკაციაო. ესე იგი, რა გამოდის, თუ ვაძლევ ხმას მარგველაშვილს, ვირჩევ რამიშვილს, იაკობაშვილსა და რურუას? უკაცრავად, მაგრამ მაყ...ევებთ თუ რა ხდება?! არა, მე კი გამიგონია, მარგველას "ჯიპა" თემურ იაკობაშვილმა გაახსნევინა და მაგ საქმეში ლევან რამიშვილიც ეხმარებოდაო, მაგრამ მაი ამბავი მიხა სააკაშვილის გარეშე რაფერ იქნებოდა?! ეგრეა, ძმაო, ზოგს "ჯიპა" გაახსნევინეს, ზოგს "ყლიპა", ახლა ხელისუფლებაში ხელახლა მოჯდებიან და მიდი, მოვდივარ, ასე უნდა ვიცხოვროთ ისევ რამიშვილის ეპოქაში! ესე იგი, თუ არჩევნების შემდეგ რამიშვილი გაცოცხლდება, გამოდის, თეა თუთბერიძე უნდა გახდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ბატონო ლადო (პაპავა), თქვენ დროებით ხართ არჩეული, ჩემოდნიდან ბარგს ბოლომდე ნუ ამოალაგებთ, თორემ შეიძლება თეამ ხელი მოუსვას და მესამე სართულიდან პირდაპირ ჭავჭავაძის გამზირზე გადმოგიყაროთ!

გელა ზედელაშვილი
გაზეთი "კვირის ქრონიკა"