EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა? »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-30 17:34:20

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა? +ვიდეო

2013-09-30 17:22

მიხეილ სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ შეთავაზებას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ახლა უფრო მეტი ტერიტორიები იკარგება, ვიდრე 2008 წელს.

"ეს შედარება როგორ მოგწონთ? ჯანსაღია? 2008-ის და დღევანდელი ტერიტორიების გადმოწევა შედარებადია? საერთოდ ბოლო განცხადებებში, რაც მათი მხრიდან კეთდება, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, ისეთი პოზიცია აქვთ, რომ ჩვენ გვასწავლიან ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს იმკის იმ დიდი უმეცრებების შედეგებს, რაც მათ გააკეთეს 2008 წელს.
"არავინ არ ამართლებს რუსეთის აგრესიას, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები, მაგრამ მათი დიდი უმეცრების გარეშე ეს არ მოხდებოდა. მათ გააკეთეს უამრავი სისულელე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის თამადობით. ახლა რომ პოზიციას იჭერენ, სულ უნდათ, რომ გვასწავლონ, რომ ისინი კორექტულები იყვნენ. სანამ მოხდებოდა 2008 წელი, განა მანამდე არ მოხდა ურთიერთობების გაფუჭება რუსეთთან და ჩიხში შეყვანა, ამ კაცს არა აქვს ლომის წილი ამაში, დღეს უნდა ვისწავლოთ მისგან ჩვენ? იგივე რიტორიკას აგრძელებს და გონია, რომ მაგ რიტორიკით რამე მოიგო და რამე გააკეთა? შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ მისგან, ვისაც კარგი მაგალითები აქვს, ვისაც აქვს მიღწევები. ის, რაც მიაღწიეს მათ და პირადად სააკაშვილმა, მაგისგან სასწავლებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს", - განაცხადა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, მთავრობა პრინციპული და თანმიმდევრული იქნება და მიხეილ სააკშვილის მთავრობის მიერ "გაფუჭებულ საქმეს" აუცილებლად გამოასწორებენ. თუმცა, აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ამას დრო სჭირდება.

"რაც ე.წ. საზღვრებთან ხდება იმის შედეგია, რაც მათ გააკეთეს, ეს არის შედეგი ზუსტად მათი უმეცრების და სისულელეების. თუ ნახავთ თქვენ კარგ მასწავლებელს, ვისაც აქვს კარგი მიღწევები, მე სიამოვნებით ყველას მოვუსმენდი, მაგრამ ის ვერ გამოდგება კარგ მასწავლებლად. სააკაშვილს აქვს ლომის წილი ყველაფერში, რაც ხდება და ახლა დავუჯდე და სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა?"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ".

მისივე თქმით, ახლა არ არის ქიშპობის დრო. "მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია. ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყობრად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ",-აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"