EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ორგანიზმის გაწმენდა, მარტივად და ეფექტურად »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი:
თარიღი: 2013-10-01 01:28:49
არსებობს ორგანიზმის გაწმენდის გრძელი და რთული ვარიანტები, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზებთ ორ უბრალო ვარიანტს:
საჭიროა მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთის მიღება, ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და გამოასხივებს სიჯანსაღეს. შეიძლება ავიღოთ სელის ზეთიც (იყიდება აფთიაქებში), მაგრამ ის გემოთი ძალიან არასასიამოვნოა. სასურველია, 1 თვის განმავლობაში მიიღოთ ზეთი, შემდეგი 1 თვე დაისვენოთ, მერე კვლავ ზეთი და ა.შ. თუ არ არის იმის საშუალება, რომ ზეთი დღეში რამდენჯერმე დალიოთ, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ დილით, საუზმემდე. ეს თქვენს ღვიძლს შეუმსუბუქებს “ცხოვრებას”.
არსებობს ე.წ. გამაახალგაზრდავებელი საშუალებაც:
200 გრამი სელის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 1 კილოგრამი თაფლი. მომზადება: ხორცსაკეპში გავატაროთ გასუფთავებული ნივრის კბილები, 2 კანგაცლილი ლიმონი; 2 ლიმონი კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დავუმატოთ სელის ზეთი და თაფლი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ შუშის ქილაში, რომელსაც თავი კარგად ეხურება და შევდგათ მაცივარში. მიღება: მიღებული წამალი მივიღოთ სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. სასურველია დღეში 3–ჯერ, მაგრამ ერთხელაც შეიძლება.
ეფექტი არის საოცარი: მხედველობა უმჯობესდება, მთელი სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი და რაც ყველაზე საოცარი და არადამაჯერებელია, აჩერებს გაჭაღარავების პროცესს. მისი ხმარების შემდეგ თმები უფრო ხშირდება და მუქდება.