EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მარსის ქვიშის ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი:
თარიღი: 2013-10-01 14:16:07
ნასა–ს თვითმავალ “Curiosity”-ის მიერ მოპოვებული მასალით დადგინდა, თუ რა რაოდენობის წყალს შეიცავს მარსის ზედაპირი.
კოსმოსური კვლევის სააგენტოს ცნობით, “წითელი პლანეტის” ზედაპირიდან აღებული მასალის გაცხელების შედეგად წარმოიქმნა ორთქლი, სადაც H2O აღმოჩნდა.
ნასა-ს მკვლევართა მტკიცებით, მარსის წითელი ქვიშის მოცულობის 2% -ს წყალი შეადგენს.
მეცნიერთა განცხადებით, ეს მომავალი ასტრონავტებისთვის სასარგებლო რესურსი იქნება.
Mars Science Laboratory (შემოკლ. MSL, ქართ. მარსის სამეცნიერო ლაბორატორია) — ნასას მისია რომლის შესრულების დროს მარსის ზედაპირზე დაეშვა და ექსპლუატაციაში შევიდა მესამე თაობის მარსმავალი, ქიურიოსითი (ინგლ. Curiosity, [ˌkjʊərɪˈɒsɪti] — ცნობისმოყვარეობა, ცოდნისმოყვარეობა). მარსმავალი წარმოადგენს ავტონომიურ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც თავის წინამორბედი „სფირითისგან“ და „ოფორთუნითისგან“ სიდიდით და გაზრილი მასით განსხვავდება. მისიის ფარგლებში, აპარატმა რამდენიმე თვეში 5-დან 20 კილომეტრამდე უნდა დაფაროს და ჩაატაროს მარსული ნიადაგისა და ატმოსფეროს კომპონენტების სრულფასოვანი კვლევა. კონტროლირებადი და ზუსტი დაშვებისთვის გამოყენებულ იქნა დამატებითი სარაკეტო ძრავები. ქიურიოსითის გაშვება მოხდა კანავერალის კონცხზე მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან, 2011 წლის 26 ნოემბერს, UTC 15:02:00.211, რბილი დაშვება კი განხორციელდა გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს, UTC 05:17:57.3.