EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შერეული საბრძოლო ხელოვნებები (MMA) »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-02 00:41:24

 შერეული საბრძოლო ხელოვნებები (MMA) -  ეს არის საბრძოლო ხელოვნებები (ხშირად უწოდებენ "ბრძოლებს წესების გარეშე"), რომლებიც წარმოადგენენ მრავალი ტექნიკის, სკოლის და ორთაბრძოლების მიმართულებების ნაზავს. MMA არის ბრძოლა სრული კონტაქტით დარტყმითი ტექნიკის და ჭიდაობის გამოყენებით როგორც დგომში (კლინჩი) ასევე ძირს (პარტერი). ტერმინი"Mixed Martial Arts" შემოღებული იყო 1995 წელს რიკი ბლუმის მიერ, MMA-ს ერთერთი ადრეული ორგანიზაციის Battlecade-ის პრეზიდენტის მიერ და მომავალში მყარად დამკვიდრდა არაინგლისურ ენოვან ქვეყნებში.

  MMA-ს ფესვები მიდიან ჩვენს წელთაღრიცხვამდე დროში: ჯერ კიდევ ძველი ბერძნები პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ეჯიბრებოდნენ პანკრატიონში, მიუხედავდ ამისა 1990-იან წლებამდე MMA არ გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი პოპულარობით მსოფლიოში. მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების დაარსებასა და განვითარებასთან ერთად, როგორებიც იყვნენ "Ultimate Fighting Championships"("აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი"), "pride Fighting Championships" ("საბრძოლო ჩემპიონატი "პრაიდი") და ა. შ. MMA-ს პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, რასაც ასევე ხელი შეუწყო პროფესიონალური კრივის სანახაობრივობის დაცემამ.

  მიუხედავად იმისა, რომ ადრეული შეჯიბრებები ტარდებოდა მინიმალური წესებით, სპორტის კრიტიკასთან დაკავშირებით, როგორც "სისხლიანი სასაკლაოსი", პრომოუტერებმა შემოიღეს დამატებითი შზღუდვები სპორტსმენთა უსაფრთხოების გაზრდისთვის და ახალი მაყურებლების მოსაზიდად. შედეგად ამ ძალისხმევებისა თანამედროვე MMA გახდა ერთერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობა, რაზეც მეტყველებს ბრძოლების ფასიანი ტრანსლიაციების გაყიდვების მაჩვენებლები, მასმედიით გაშუქება, მოვარჯიშეთა რაოდენობის ზრდა და დაკავშირებული ნივთების გაყიდვების ზრდა.

ისტორია

წარმოშობა და განვითარება

პანკარტიონი არის უიარაღოდ ბრძოლის უძველესი სტილი, რომელიც გვაგონებს თანამედროვე MMA-ს. ძველმა ბერძნებმა შეიყვანეს ეს დისციპლინა ოლიმპიურ თამაშებში 648 წ. ჩვ. წ-მდე. ბერძნული პანკრატიონი შემდგომში ტრანსფორმირდა უფრო მეტად სასტიკ ეტრუსკანულ და ძველრომაულ "პანკრატიუმში". ბრძოლები ამ სტილში მიმდინარეობდნენ კოლიზეუმში, ხოლო გამოჩენილ სპორტსმენთა ქანდაკებებს დგამდნენ რომსა და იტალიის სხვა ქალაქებში.

  ზოგიერთ სახალხო ჩვენებებს ბრძოლებისა ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის მიწურულს. ისინი წარმოადგენდნენ ბრძოლის სხვადასხვა სტილებს, ჯიუ-ჯიცუს, ჭიდაობის და სხვა სტილების ჩათვლით. შეჯიბრებები შერეული სტილებით (მაგალიტად, მოკრივე მოჭიდავის წინააღმდეგ) იყო საკმაოდ პოპულარული ევროპაში და შორეული აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში XIX და XX საუკუნის მიჯნაზე. ინგლისში წარმოიშვა კიდევაც საბრძოლო ხელოვნება "ბარტიტსუ", რომელიც შეიცავდა ევროპულ და აზიურ სწავლებებს. ბარტიტსუ ნახსენები აქვს კერძოდ ცნობილ ინგლისელ მწერალ არტურ კონან დოილს, რომელმაც მიაწერა "სასიკვდილო ორთაბრძოლა ბარიტსუ"  თავის ანტიგმირს - პროფესორ მორიარტის. თავის ცოდნას ამ სფეროში მორიარტი იყენებს ხელჩართულ ბრძოლაში შერლოკ ჰოლმსის წინააღმდეგ, ინგლისური კრივის სკოლის წარმომადგენელთან, რეიხენბახის ჩანჩქერის კიდეზე, მაგრამ შერლოკ ჰოლმსი ასევე ფლობდა "ბარიტსუს" უნარებს.

   პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრძოლა აღორძინდა ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი - ეს იყო რეალური შეჯიბრება, რომელმაც მიიღო სახელწოდება "შუტრესტლინგი"; მეორე შემთხვევაში პაექრობები გადაიქცნენ წინასწარდადგმულ ქორეოგრაფიულ სანახაობად, რამაც საბოლოოდ მიიყვანა პროფესიონალურ ჭიდაობამდე, დღეისთვის პოპულარულ ბევრ ქვეყანაში, კერძოდ აშშ, იაპონიასა და მექსიკაში.

   60-იანი წლების ბოლოს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებათა ელემენტების გაერთიანების კონცეფცია პოპულარიზებული იქნა ბრიუს ლის მიერ. ბრიუს ლის მიერ შემუშავებული ფილოსოფია ატარებდა სახელწოდებას "ჯიტკუნდო", და მისი ერთერთი მთავარი პრინციპი იყო მებრძოლის უნარი წარმატებულად ადაპტირებულიყო ნებისმიერ სტილთან. ლის სწავლებამ და განსაკუთრებით ფილმებმა მისი მონაწილეობით იმ დონეზე მოახდინეს გავლენა MMA-ზე, რომ 2004 წელს UFC პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ბრიუს ლის უწოდა "MMA-ს მამა". ასევე აღსანიშნავია, რომ ჯიტკუნდოს გარდა უფრო ადრეული დროიდან იაპონიაში უკვე არსებობდა შერეული ტიპის საბრძოლო ხელოვნებები, ისეთები როგორც კაძიუკემბო და კარატე გოძიუ-რიუ.

   MMA-ს წინაპარი არსებობდა სსრკ-შიც: ეს იყო სამბო - სისტემა შემუშავებული 1938 წელს ორთაბრძოლების მრავალი სახეობის სინთეზის შედეგად. ყველა დღეისთვის არსებული სპორტული საბრძოლო ხელოვნებებიდან სამბო ყველაზე მეტად ჰგავს MMA-ს ილეთების არსენალით. აქ საჭიროა დაზუსტება, რომ სამბო იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: სპორტული და საბრძოლო. თუ პირველ შემთხვევაში ძირითად ამოცანას წარმოადგენს გდებითი ტექნიკის ან მტკივნეული ილეთების დემონსტრაცია, საბრძოლო სამბო გაცილებით ახლოს დგას MMA-სთან თავისი არსით, რადგანაც მასში პირველ ადგილზე დგას მებრძოლის უნარი მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად წაართვას მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა. კერძოდ ამის გამო სამბოს საბრძოლო ნაწილი 1991-წლამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებისთვის.  

თანამედროვე MMA

თანამედროვე შერეულ საბრძოლო ხელოვნებებს გააჩნიათ ფესვები ორ მოვლენაში: შეჯიბრებებში ვალე-ტუდე (პორტ. ყველაფერი ნებადართულია) ბრაზილიაში და იაპონურ შუტრესტლინგში. ვალე-ტუდე იღებს სათავეს XX საუკუნის მესამე ათწლეულში, როდესაც ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს წარმომადგენლებმა კარლოს გრეისიმ და ჰელიო გრეისიმ გამოიწვიეს ნებისმიერი მათთან ჭიდაობაში შეჯიბრებაში. ეს იყო ეგრედწოდებული "გრეისის გამოწვევა", რომელსაც შემდგომ მხარი დაუჭირეს გრეისის შთამომავლებმა.

   იაპონიაში XX საუკუნის 70-იან წლებში პროფესიონალმა მოჭიდავემ კანძი "ანტონიო" ინოკიმორგანიზება გაუკეთა რიგ ორთაბრძოლებს შერეული წესებით. კერძოდ, 1976 წლის 26 ივნისს ინოკი შეხვდა სახელგანთქმულ მოკრივეს მუჰამედ ალის. თავიდან იგეგმებოდა ბრძოლა შერეული წესებით სრული მნიშვნელობით, თუმცა ორი დღით ადრე შემოღებული იქნა შეზღუდვა, რომელმაც არსობრივად იქონია გავლენა ბრძოლის შედეგზე: ინოკის ეძლეოდა უფლება ფეხით დარტყმის, იმ შემთხვევაში თუ ის ცალი მუხლით იქნებოდა იატაკზე. შედეგად, ალიმ მიაყენა ექვსი დარტყმა, ხოლო ინოკიმ თითქმის მთელი ბრძოლა გაატარა იატაკზე, რათა "ლოუ-კიკებით" არ მოეშვა ახლოს ალი. ბრძოლა დამთავრდა ფრედ, თუმცა ალის ფეხების ზიანმა კინაღამ მისი მოკრივის კარიერა დააყენა დარტყმის ქვეშ.

ბრზოლის არასანახაობრივობის შედეგად გავრცელდა შეხედულება, რომ ბრძოლები შერეული წესებით შეუძლებელია წესების არაადაპტირებულობის გამო, და დიდი ხნის მანძილზე არ ეწყობოდა. მიუხედავად ამისა ინოკი დრო და დრო აგრძელებდა ბრძოლების ორგანიზებას შერეული წესებით, რომლებიც ვერ პოულობდნენ ფართო აღიარებას, თუმცა, ზუსტად ამან მიიყვანა შერეული საბრძოლო ხელოვნებების პირველი ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე 1986 წელს, ცნობილის როგორც "შუტო". თვით ინიკის "შუტოსთან" არანაირი კავსირი არ ჰქონდა: ორგანიზაცია დააფუძნა მისმა ყოფილმა "კოლეგამ საჭიდაო რინგიდან" - სატორუ საიამა.

 

   მომავალში MMA-ს ბედი სხვადასხვა ქვეყნებსი ვითარდებოდა სხვადასხვანაირად. აშშ-ში MMA-ს პოპულარობამ დაიწყო აღმასვლა 1993 წელს, როდესაც კალიფორნიელმა ბიზნესმენმა არტ დეივიმ და ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს სკოლის ხელმძღვანელმა რორიონ გრეისიმ ორგანიზება გაუკეთეს პირველ ტურნირს აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) დენვერში, კოლორადო. ტურნირი 8 მონაწილისგან შედგებოდა, დაწესებული იყო გამარჯვებულისთვის 50 000 დოლარის საპრიზო ფონდი და შეიცავდა კრივის, სავატის, სუმოს, კარატეს და ჭიდაობის წარმომადგენლებს. საოცარია, მაგრამ 2800 მაყურებელი ესწრებოდა ამ ტურნირს დარბაზში და კიდევ 86 ათასმა იყიდა ფასიანი ტრანსლიაცია კაბელური ტელევიზიით. ტურნირის გამარჯვებული გახდა ბრაზილიელი სპორტსმენი როის გრეისი, რომელიც საგრძნობლად ჩამორჩებოდა ყველას სიმაღლით და წონით და გაიმარჯვა მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების გამოყენების ხარჯზე, რაც ნაკლებად ცნობილი იყო იმ დროისთვის. შემდგომში გრეისიმ კიდევ ორჯერ გაიმარჯვა UFC-ს ტურნირზე, რითაც ფართო პოპულარიზება გაუკეთა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს - ჩვენს დროში ერთერთი აუცილებელი კომპონენტისა MMA-ს ბევრი მებრძოლის მომზადებისა.

   იაპონიაში 1997 წელს შერეული საბრძოლო ხელოვნებების მიმართ ინტერესმა გამოიწვია MMA-ს დიდი ორგანიზაციის შექმნა -  "საბრძოლო ჩემპიონატი "პრაიდი". სპორტის სახეობის განვითარების კვადაკვალ დაიწყეს აღმოცენება სხვა ორგანიზაციებმაც: Strikeforce, EliteXC, Bellator Fighting Championships, Bodog, Affliction, Dream, M-1 Global, თუმცა მკაცრი კონკურენციის პირობებში ზოგიერთმა მათგანმა განიცადა კრახი, იმ დროს როცა სხვები იძულებული იყვნენ დაკმაყოფილებულიყვნენ მცირე პოპულარობით და შედარებით დაბალი დონის მებრძოლებით.

აშშ-ში UFC-ს ბრძოლების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა პრომოუშენის ყიდვის შემდეგ კაზინოს ქსელის "Station Casinos" მფლობელების ძმები ფერტიტას მიერ 2001 წელს და კომპანიის პრეზიდენტის როლში კრივის ყოფილი პრომოუტერისდეინა უაიტის დანიშვნის შემდეგ, რამაც გამოიწვია მასობრივი დაკავება სპორტით, იმ შტატებშიც კი, სადაც MMA იმ მომენტისთვის იყო ოფიციალურად აკრძალული (მაგალითად ნიუ-იორკი). ეს დაკავშირებული იყო პირველ რიგში წესების ცვლილებებთან, რამაც გახადა ბრძოლები უფრო სანახაობრივი, უაიტის აგრესიულ პოლიტიკასთან, რომელიც მიმართული იყო სპორტის პოპულარიზებისკენ (უფრო ზუსტად თვით ორგანიზაციის UFC) და საბრძოლო ტექნიკის ევოლუციასთან. 2006 წლის დეკემბერში UFC-ს პოპულარობამ პიკს მიაღწია , როდესაც ბრძოლამ ჩაკ ლიდელის ტიტო ორტიზის წინააღმდეგ შეკრიბა ფასიან ტელევიზიაზე თანხა, რაც მოცულობით არ ჩამოუვარდებოდა ყველაზე ძვირადღირებულ ბრძოლებს კრივის ისტორიაში. 2007 წელს ძმებმა ფერტიტებმა გამოისყიდეს მთავარი კონკურენტი, იაპონური "პრაიდი", შედეგად UFC გახდა ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია MMA-ს სამყაროში და "პრაიდის" საუკეთესო მებრძოლების მოსვლის შედეგად შესძლო სპორტის პოპულარობის აწევა აშშ-ში კიდევ უფრო მაღლა, რისი მტკიცებულებაც გახდა ფასიანი ტრანსლიაციების რაოდენობის გაზრდა.