EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ზოდიაქოს ნიშნები და გარეგნობა »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: DEMI

თარიღი: 2013-10-04 02:21:59

ზოდიაქოს ნიშნები და გარეგნობა

ზოდიაქოს ნიშნები და გარეგნობა

ვერძი
ზოდიაქოს პირველი ცეცხლოვანი ნიშანი, სარგებლობენ კარგი ავტორიტეტით. გააჩნიათ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან და ყველაფერს ბოლომდე აკეთებენ. ვერძი ფიცხია. იგი დიდი ბრძენი არ არის, უფრო ზერელე გრძნობებითა და ცოდნით გამოირჩევა. მთავარი ღირსება: უშრეტი ენერგია, დამოუკიდებლობა და იმპულსურობაა. ვერძი ახირებულობის ნიშნია, ცოცხალი, მერყევი ხასიათით
სიმაღლე საშუალო ან მაღალი, გამხდარი, გრძელი სხეულით, წაგრძელებული ფომრის თავით, კუნთოვან – ძლიერ კისერზე დასკუპებული. ქალებისთვის დამახასიათებელია გრძელი კისერი. მოგრძო სახით, დახვეწილი ნაკვთებით. ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჩვეულებრივ თაფლისფერი ან ნაცრისფერი. მზერა გამჭოლი. მკვეთრად გამოხატული წარბებზედა რკალით. ცხვირის ფუძესთან ვერტიკალური ნაკეცი. დიდი პირი, თხელი ტუჩებით. სახის ცოცხალი ფერით, ქერა თმებით. მოძრაობა ფიცხი და მარდი.
ფერები: შინდისფერი, მუქი წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ცისფერი, იასამნისფერი.
ქვები: ბრილიანტი, ამეთვისტო, აკვამარინი, ალმასი, ძოწი.

კურო
ზოდიაქოს პირველი მიწიერი ნიშანი. ეს გამოიხატება ხბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა პრაქტიკულობაში, ზომიერებაში, მოთმინებასა და ადამიანთა გატანაში. მათი მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ მერე დიდხანს ვეღარ წყნარდებიან. კურო დამთმობი, ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარეა. მას გააჩნია საკმაო უნარი და ის ხშირად აღწევს წარმატებას თავის საქმიანობაში
საშუალო სიმაღლის ან დაბალი, მძვალმსხვილი, მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. კეთილი, ნაზი სახე, რბილი ნაკვთებით. მსხვილი ტუჩებით. მუქი ფერის, მრგვალი, გამობურცული თვალებით, მორჩილი გამომეტყველებით. გრძელი ყურებით, ზოგჯერ აცქვეტილი. მათი უმრავლესობა შავგვრემანია. თავშეკავებული, ნელი და გაუბედავი.
ფერები: მწვანე, ცისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და მათი ელფერი.
ქვები: ზურმუხტი, ბრილიანტი.

ტყუპები
ჰაერის პირველი ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად მოუსვენარნი, ნევროზულნი და ემოციურად მერყევნი არიან. მათთვის ნიშანდობლივია გარკვეული ფსიქიკური გაორება. ისინი დაჯილდოებულნი არიან იდეების სიუხვით, მაგრამ ძალიან ცვალებადი აზრებით. აქვთ ნათელი გონება. არიან დამთმობები და თავაზიანები.ახასიათებთ ფხუკიანობა და ეჭვიანობა , ვერ იტანენ კრიტიკას, ადვილია მათი გულის ტკენა.
გამხდრები, მაღლები, ფიგურა მოქნილი და ტანადი. დამახასიათებელია გრძელი ხელები და თითები. სახის დახვეწილი ნაკვთებით. თვალები თაფლისფერი ანდა ნაცრისფერი. მგრძნობიარე თხელი პირით. ცხვირი წაწვეტებული. თმები წაბლისფერი. ცოცხალი, მოძრავი მიმიკა. ხშირად მარცხენა და მარჯვენა პროფილი ერთმანეთისგან განსხვავდება. სწრაფი, ენერგიული სიარულის მანერა. აქტიური ჟესტიკულაცია.
ფერები: იისფერი, ღია ყვითელი, ცისფერი და მათი ელფერი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.

კირჩხიბი
ზოდიაქოს წყლის პირველ ნიშანი. მათ მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალობისადმი და ტრილისადმიც კი. არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. არიან სიმპატიურები, თავაზიანები, იდეალისტური აზროვნების, რბილი, მომთმენი ბუნების. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.
საშუალო ან პატარა სიმაღლის. წვრილ ძვალა, მოკლე კიდურებით. მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან მრგვალი. დიდი ცხვირით, ხშირად ” კარტოფილის”. დიდი თავით. ნაზი, ვარდისფერი კანით. დიდი, მეტყველი თვალებით. წვრილი, მეჩხერი კბილებით.
ფერები: მოვერცხლისფერო – თეთრი, ზღვისფერი, ლურჯი ტონალობა, ვარდისფერი.
ქვები: ზურმუხტი, მთვარის ქვა, შავი ონიქსი, მარგალიტი.

ლომი
ზოდიაქოს მეორე ცეცხლოვანი ნიშანი. იღწვიან დიდებისაკენ, ლიდერობისაკენ. ყველას თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ.არიან ძალიან ამაყნი. გააჩნიათ დიდი ნებისყოფა. დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით სავსენი არიან. ლომები გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, არიან მომთხოვნები, ზედმეტად ხელგაშლილები. უყვართ კარგი ცხოვრება, ფუფუნება და განცხრომა. არიან მეგობრულები, მაგრამ გრძნობებსი არცთუისე ღრმანი.
მაღალი, ტანადი,. ძლიერი სხეულითა და განიერი მხრებით. ამაყად აწეული თავით. სახის მოწითალო ელფერით. ჩაფსკვნილი კისრით, მაღალი შუბლით. აქვთ მბრწყინავი თვალები, ხშირ შემთხვევაში ღია ფერის. თმები ხუჭუჭა. ძალაუფლების მოყვარულის გამოხედვა და მგრძნობიარე პირი.
ფერები: ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ჩალისფერი.
ქვები: ლალი, ალმასი.

ქალწული
მეორე მიწიერი ნიშანი. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. ისინი იღწვიან სრულყოფილებისაკენ. მუდამ განწყობილნი საქმისთვის. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები. ამავე დროს ფიცხები. ქალწული იშვიათად ცრუობს და საკუთარ თავს არასოდეს ატყუებს. ის ბუნებით კრიტიკოსია და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეში რაც გულს ტკენს ადამიანებს.
ტანადი, მოხდენილი, კარგი აღნაგობის. ისინი ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ტანადობას. ნატიფი სახის ნაკვთებით, ოვალური ან მრგვალი სახით. ცხვირი მსხვილი, კეხიანი ანდა სწორი. აქვთ ნაცრისფერი ან მწვანე ღრმად ჩამჯდარი ლამაზი თვალები. პატარა თლილი პირი, ოდნავ გამოწეული ღაწვები. მოძრაობენ მსუბუქად.
ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი წმინდა ელფერით.
ქვები: იაგუნდი, იასპი, აქატი.

სასწორი
ჰაერის მეორე ნიშანი. მათ აქვთ დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ისინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში, კარგავენ რეალობის შეგრძნებას. მათ ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს. გაურბიან უხეშ კონფლიქტებს. არიან მშვენიერების მოტრფიალენი, სიამოვნების მოყვარულები, ალერსიანები და ენაწყლიანები. არ ჰყოფნით მოთმინება და გამძლეობა, ამიტომ ძნელია მათზე დაყრდნობა.
მაღლები, კარგი აღნაგობის, ნავარჯიშები სხეული. მოძრავი, გახდარი კიდურები და გრძელი ფეხები. დაქანებული მხრები. წაგრძელებული ფორმის თავი. პატარა, ოვალური ან მრგვალი სახე, ნატიფი პლასტიკური პროფილი. მუქი ფერის, მეტყველი თვალები. ხშირად ლოყაზე ნაჩხვლეტებით. მოძრაობა გრაციოზული. გამოირჩევიან დახვეწილი ქცევებით.
ფერები: ყველა პასტელისფერი და მისი ელფერი.
ქვები: ნეფრიტი, ალმასი, ოპალი.

მორიელი
წყლის მეორე ნიშანი. ზოდიაქოს ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანები არიან. მაღალი და სულმდაბლური მისწრაფებანი ერთდროულად ეთვისებიან ერთმანეთს. მათ გააჩნიათ არაადამიანური ნებისყოფა. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. იგი წარმატებისთვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული.
საშუალო სიმაღლის ან მაღალი ტანის. გამოირჩევიან შესანიშნავი მკვრივი აღნაგობით. ხშირად ჯმუხი. ძვალმსხვილი. სახე კვადრატული ანდა დაგრძელებული, გამოწეული წარბებით. ცოცხალი, აღგზნებული, მუქი ფერის თვალებით. მგრძნობიარე, დიდი პირით. გარუჯული კანი. მეჩხერი კბილები. მზერა გამჭოლი, ეკლიანი, დამცინავი სარკაზმის ელფერით. მათ მუდამ იდუმალი გარეგნობა აქვთ.
ფერები: მწვანე, ცისფერი, მუქი წითელი და მისი ელფერი.
ქვები: ტოპაზი და მალაქიტი

მშვილდოსანი
ზოდიაქოს ბოლო ცეცხლოვანი ნიშანი. წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ენერგიულები არიან. აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოქმედებენ დაუფიქრებლად. ჯიუტნი, მაგრამ გულწრფელნი, არ უყვართ სიცრუე. არიან დიდად თანამგრძნობნი და კეთილმოწყალენი. უყვართ ყველა საქმეში გადამეტება. თავისი გრძნობებითა დ ა განზრახვით ძალიან რომანტიკულები და ვნებიანები, სინდისიერი და პირდაპირები არიან.
მაღალი, ჩასუქებული. მასიური ზოგჯერ მძიმე წონისანი არიან. ოვალური სახით. ფართოდ ჩასმული, სასიამოვნო თბილი გამომეტყველების თაფლისფერი თვალებით. მამაკაცებს მოწიფულობის ასაკში უჩნდებათ ღიპი, ხოლო ქალებს უსუქდებათ თეძოები.
ფერები: ლურჯი, კარმინი, მეწამული, შინდისფერი, წითელი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.

თხის რქა
ზოდიაქოს ბოლო მიწიერი ნიშანი. პრაქტიკული, ფრთხილი, სერიოზული, დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. საკმაოდ მძიმე ბედი თხის რქებს ცივ, გულგრილ ადამიანებად ხდის ახლობლებისა და მეგობრების მიმართ. ხელმომჭირნე, ცივი გონების ადამიანი, მკაცრი და ნაკლებ მოწყალე. აფასებს ფულსა და მატერიალურ მდგომარეობას. უყვარს სიმარტოვე. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღა ც ექსტრაორდინალურის მიღწევას ლამობს.
საშუალო ან პატარა სიმაღლის. მომცრო ტანის. გამხდარი, წვრილი, ძარღვიანი ფიგურით. სახე თხელი, ნაკლებმოძრავი მიმიკით და ცივი მზერით. მათ სახეზე ხშირად შეიმჩნევა ასიმეტრია. დამახასიათებელია მშრალი კანი. მუქი ფერის თმები. ცხვირის ფუძეზე გამოხატულია ნაკეცები. ქცევის მანერა მშვიდი და აუღელვებელი.
ფერები: ნაცრისფერი, შვი, მუქი მწვანე, ყავისფერი.
ქვები: თეთრი ონიქსი, მთვარის ქვა.

მერწყული
ჰაერის ბოლო ნიშანი. გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში და ხელოვნებაში. გააჩნიათ გულითადი, ჯანსაღი, სულიერი თვისებები. აქვთ საღი, გახსნილი გონება. მათ განვითარებული აქვთ ინტუიცია, წარმოსახვა და შორს ხედვა.
საშუალო სიმაღლის, ფიგურა კარგად ფორმირებული. მიმზიდველნი. თვალში მოსახვედრი დიდი თავითა და მაღალი შუბლით. მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან გრძელი. ახასიათებთ ჩქარი სიარული, ხშირად დარღვეული აქვთ მოძრაობის კოორდინაცია. მათი გარეგნობა შესაძლებელია იყოს მატყუარა და თქვენი წარმოდგენა ამ ადამიანებზე არ დადასტურდეს.
ფერები: ცისფერი, მუქი ლურჯი, იისფერი.
ქვები: ქარვა, ძოწი, საფირონი, ოპალი.

თევზები
წყლის ბოლო ნიშანი. ამ ნიშნის სიმბოლო 2 თევზია, ამგვარად გაორება ჩადებულია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბუნებაში. ორი პროფესია, ორი საყვარელი საქმე, ამასთან ისინი ახერხებენ წარმატების მიღწევას ორივე სფეროში. ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი. რბილი, დამთმობი, სუსტი ნებისყოფის მქონენი. თევზები თავგამოდებული მოგზაურები არიან.
საშუალო ან დაბალი სიმაღლის. ტანმორჩილი, ზოგჯერ მსუქნებიც. მოკლე ფეხებითა და კოხტა ხელებით. ლამაზი, ღია ფერის, დიდრონი თვალებით. გაცრეცილი სახის კანით. პატარა, მარგალიტივით კბილებით და ფართო ტუჩებით. მუქი ფერის, ხშირი თმებით.
ფერები: თეთრი, მწვანე, ლურჯი, ზღვისფერი და იისფერი ტონები.
ქვები: ამეთვისტო, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი.