EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ზოდიაქოს ნიშნები და პარტნიორობა »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: ushi

თარიღი: 2013-10-04 16:31:17

ზოდიაქოს ნიშნები და პარტნიორობა

ზოდიაქოს ნიშნები და პარტნიორობა 

ზოდიაქოს ნიშნები მე-7 სახლის წვერზე მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს პარტნიორობის მიმართ.

ვერძი
ვერძი პარტნიორობაში ლიდერის პოზიციის დაკავებას ცდილობს. მოუთმენელია, ცდილობს ყურადღება მიიზიდოს. უყვარს კონკურენცია, ცდილობს სხვებს დაასწროს, სხვებზე წინ წავიდეს და წარმატებას მიაღწიოს თაყვანისცემის(სიყვარულის) ობიექტთან. ირჩევს აქტიურ პარტნიორებს, სწრაფად ამყარებს კონტაქტებს. მოსწონს სამართლიანობისთვის ბრძოლა როგორც საკუთარი ასევე პარტნიორების ინტერესებისთვის. ქორწინებაში ცდილობს დომინირებას (ქალები ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომ ეს შესაძლებელი იყოს ან სულ პირველობისთვის ბრძოლის რეჟიმში არიან). ვერძები როგორც წესი ადრე ქორწინდებიან, ხშირად ეს მათი მოუთმენლობით და სულსწრაფობით არის განპირობებული.

კურო
პარტნიორობის მიმართ კუროს აქვს პრაქტიკული, პრინციპული  მიდგომა, ხშირად ავლენს სიჯიუტეს, უფრო მეტად აფასებს საქმეებს ვიდრე სიტყვებს. ეძებს პარტნიორობაში კომფორტს და სიმყარეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფინანსუს მხარეს, ქორწინებას ხანგრძლივად ინარჩუნებს(სამუდამოდ), განქორწინებაზე რთულად მიდის. კურო მესაკუთრეა, მგრძნობიარე და ვნებიანი ტემპერამენტი აქვს, ითხოვს ალერსს და სიყვარულის გამოვლენას. ხშირად კონსერვატულია და ტრადიციებს პატივს სცემს. მისი პარტნიორი უნდა იყოს ძლიერი, ერთგული და მგრძნობიარე.

ტყუპები
ტყუპები პარტნიორობაში ეძებს მრავალფეროვნებას, ავლენს ცნობისმოყვარეობას და ბევრს ლაპარაკობს. მისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური მხარე. უპირატესობას ანიჭებს ინტელიგენტურ პარტნიორს, მრავამლხვირად განვითარებულს და გამჭრიახს. შეიძლება რამოდენიმეჯერ დაქორწინდეს, იცხოვროს დაურეგისტრირებელ ქორწინებაში ან ერთდროულად რამოდენიმე სასიყვარულო კავშირი ჰქონდეს.
ურთიერთობებში ხელმძღვანელობს პირველ რიგში გონებით, ვიდრე ემოციებით, არ უყვარს გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. არც ფინანსური და  საზოგადოებრივი მდგომარეობა და არც ასაკი პარტნიორის შერჩევაში ხელს არ უშლის. უყვარს დისკუსიების გამართვა პარტნიორთან, ხშირად ნერვიულია და ადვილად ღიზიანდება.

კირჩხიბი
კირჩხიბი პარტნიორობაში ეძებს სიმყარეს. კონსერვატიული და ტრადიციულია თავის ჩვევებში, ქორწინებას უდგება სერიოზულად, თვითონ არასოდეს გაწყვიტავს კავშირს, იცავს საქორწინო შეთანხმებებს. მიისწრაფის მყარი და ხანგრძლივი პარტნიორობისკენ.
კირჩხიბი მესაკუთრეა, სენტიმენტალური, მისი განწყობა ცვალებადია. ეძებს შედარებით პასიურ, მეოჯახე პარტნიორს, რომ მას დაეყრდნოს. კირჩხიბს არ მოსწონს აგრესიული ან დამოუკიდებელი პარტნიორები, იგი ეძებს ”დედის” ტიპაჟს, რომელიც მასზე იზრუნებს, ან ”ბავშვის” ტიპაჟს, რომელიც მასზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.

ლომი
პარტნიორობაში ლომი მომთხოვნია, ერთგული, ამაყი, ქორწინებაში ცდილობს დომინირებას, თუმცა შეიძლება მიუდგეს ქორწინებას, როგორც თამაშს, უყვარს რომანტიკას, სხვადასხვა რიტუალი, ეძებს სიყვარულს, შექებას, მოწონებას, აღტაცებას მისი შესაძლებლობებით, უნარებით, გარეგნობით და ა.შ. არ ეშინია პასუხისმგებლობის, ღირსეულად იქცევა. როგორც წესი მას ძლიერი ხასიათის პარტნიორი ყავს, და ვინაიდან თვითონაც საკმაოდ ჯიუტი შეიძლება იყოს, პარტნიორობაში შეიძლება პრობლემები შეექმნას ამის გამო.

ქალწული
პარტნიორობაში ქალწული მომთხოვნი და კრიტიკულია. ზუსტად უნდა იცოდეს რა ხდება, რას შვრება მისი პარტნიორი, სად არის, ვისთან, როგორ, გონივრული საფუძვლის გარეშე არაფერს აკეთებს. ხშირად აკრიტიკებს თავის პარტნიორს. პარტნიორობა მისთვის - მსახურებაა. ეძებს მყარ პარტნიორს. პარტნიორთან დამოკიდებულება არაა თანასწორი - იგი უფრო მეტს გასცემს ვიდრე იღებს.

სასწორი
პარტნიორობაში ეძებს ჰარმონიას. მას სჭირდება რბილი, კეთილი პარტნიორი, რომელიც მას ისეთად მიიღებს, როგორიც იგი არის, თვითონაც ცდილობს რომ პარტნიორი ამაყობდეს მისით. გარშემომყოფების აზრი დიდ გავლენას ახდენს მის არჩევანზე. ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც ხელს არ შეუშლის საზოგადოებრივ აქტიურობაში, რომელსაც კარგი გემოვნება და დახვეწილი მანერები ექნება. სასწორისთვის მნიშვნელოვანია რომ მისი პარტნიორი მშვიდი და გაწონასწორებული იყოს.

მორიელი
პარტნიორობაში მორიელი ძალზედ ეჭვიანი, ემოციური და მესაკუთრეა, თუმცა ხშირად ახერხებს ამის შენიღვბვას. ურთიერთობაში უმეტესწილად იგი დომინირებას ცდილობს. თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით არ ხდება - მორიელი ცოფდება. მას იზიდავს ძლიერი, სექსუალური და უშუალო ადამიანები. პარტნიორის მიმართ ერთგულია და იგივეს მოითხოვს მისგანაც. მორიელი ძალიან მომთხოვნია, და ამის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას პარტნიორობაში. ეძებს პარტნიორს, რომელიც შეავსებს მის ხასიათს.

მშვილდოსანი
პარტნიორობაში არ იცავს მიღებულ ქცევის ნორმებს, დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტალობის გარეშეა. ადვილად იცვლის პარტნიორებს და ინდიმურ ურთიერთობებში შეიძლება პარალელურად რამოდენიმე ადამიანთან შევიდეს.  მშვილდოსნისთვის პარტნიორულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია რომ მისი თავისუფლება არ იყოს შეზღუდული. მისი პარტნიორი უნდა იყოს კონტაქტური, თანამოაზრე ყველა მის წამოწყებაში, თავგადასავლებში. იზიდავს ურთიერთობები უცხოელებთან. მეგობრობას და თავისუფლებას ყველაზე მეტად აფასებს სიყვარულში. სასურველი პარტნიორის პოვნის შემთხვევაში მიდრეკილია პარტნიორის იდეალიზაციისკენ.

თხის რქა
თხის რქა ძალიან სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით უდგება პარტნიორობას. ქორწინებას სიფრთხილით ეკიდება, ამიტომ ხშირად გვიან ქორწინდება. თავის დამოკიდებულებაში ერთგულებას იჩენს, მაგრამ ემოციურად ჩაკეტილია, ამიტომაც ცივის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსუბუქ კავშირებს არ ცნობს. მესაკუთრეა და ძალიან კონსერვატული. ხშირად მასზე ბევრად დიდი(ან პატარა) ასაკის ადამიანთან იჭერს პარტნიორულ ურთიერთობას. ეძებს პრაქტიკულ და უზრუნველყოფილ პარტნიორს. ხელს უწყობს თავისი პარტნიორის კარიერულ და საზოგადოებრივ აქტიურობას და  წინსვლას.

მერწყული
მერწყული მოითხოვს თავისუფლებას პარტნიორობაში, ვერ იტანს წინაამღდეგობებს ურთიერთობებში, პარტნიორის მიმართ კრიტიკულია და სიჯიუტეს ავლენს. უყვარს ექსპერიმენტები. ცდილობს დომინირებული პოზიცია დაიკავოს და თუ პარტნიორი მას არ აკმაყოფილებს შეიძლება მარტივად დაშორდეს მას. მერწყულისთვის მნიშვნელოვანია რომ მისი პარტნიორი მისი მეგობარიც იყოს, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, ორიგინალური ინტერესების მქონე. მერწყულისთვის მეგობრობა და სიყვარული ძალიან მჭიდროდ გადახლართულია ერთმანეთში, სწორედ ამის გამო ხშირად ეს ორი ერთმანეთში ერევა.
მერწყულის ქორწინებაში ხშირად მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი მოვლენები ხდება, კონფლიქტები, დაშორებები, შერიგებები.

თევზები
თევზები პარტნიორობაში რბილი და მგრძნობიარეა, აქვს კარგი ადაპტაციის და შეგუების უნარი. იგი ეძებს მომენტებს, სადაც გამოადგება თავის პარტნიორს, ამიტომაა რომ ხშირად თევზებს იყენებენ. თევზებს სწყურია სიყვარულის, იგი ძალიან ეჩვევა თავის პარტნიორს, და სულ ოცნებობს თავის იდეალურ პარტნიორზე - გულითად, მგრძნობიარე, თანამგრძნობ, ნაკლებად მომთხოვნ და მისი არასტაბილური განწყობის და კაპრიზების ამტან ადამიანზე. თევზების ურთიერთობაში ხშირად ჩნდება პრობლემები, იმის გამო რომ იგი ემოციურად არასტაბილურია და წყენიაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ თევზები ამ ყველაფერს ოსტატურად მალავენ. ამიტომაა რომ თევზების სტრესული მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს იძენს. ხშირად თევზებს ისეთი ადამიანები იზიდავენ, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, ვინც არაა მთლად ჯანსაღი, ვინც გაგებას და ზრუნვას, თანაგრძნობას მოითხოვს.