EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« მამაკაცის სხეულის რომელ ნაწილს უყურებენ ქალიშვილები? »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-04 19:30:21

მამაკაცის სხეულის რომელ ნაწილს უყურებენ ქალიშვილები?

მამაკაცის სხეულის რომელ ნაწილს უყურებენ ქალიშვილები?

გამომცემლობამ Cosmopolitan-მა ჟურნალის მამაკაცურ ვერსიას სხეულზე განთავსებული ფარული კამერებით რეკლამა გაუკეთა. ეს კიდევ ერთი არაორდინალური კამპანია, რომელიც პარტიზანული მარკეტინგის გამოყენებით ჩაატარეს, მყისიერად მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცნტრში.
 
 
 
აიპოდიანი თავის მქონე გოგონას შემდეგ, სააგენტო  Thinkmodo-მ გამოუშვა ნიუ-იორკის ქუჩებში ყმაწვილი, რომელიც ფარული კამერებით გახლდათ აღჭურვილი. ეს გაკეთებული იყო ერთი მიზნით – გაერკვიათ, მამაკაცის გაცნობისას, თუ რომელ ნაწილს აქცევენ გოგონები უფრო მეტ ყურადღებას. ექსპერიმენტის ჩასატარებლად ენტონიმ შეუმჩნეველი კამერები დაიყენა - სათვალეზე, ბიცებსზე, სხეულის წინა და უკანა ქვედა მიდამოებში. გადაღებული მასალა ოთხი კამერიდან იწერებოდა ვიდეორეგისტრატორზე, რომელიც ენტონის ზურგზე მოკიდებულ ჩანთაში იყო განთავსებული.
 
 
 
ახალგაზრდა კაცი დასეირნობდა ნიუ-იორკის ქუჩებში და ეკითხებოდა შემხვედრ გოგონებს ამა თუ იმ ქუჩის მისამართს. სლოგანი: გნებავთ მეტი იცოდეთ გოგონების შესახებ? ჟურნალი «CFG: Cosmo for Guys». თუ რომელი სხეულის ნაწილს უყურებენ ქალიშვილები აღმოჩნდა, რომ მათი ინფორმაციით  ეს არის  მამაკაცის ქვედა ნაწილი...
 
სამ დღეში უკვე მილიონამდე მნახველი შეაგროვა ვირუსულმა ვიდეომ, რაც ცხადია კარგი მაჩვენებელია.  ადრე მსგავსი იდეა  გამოიყენა Levi’s-მა  და ახალზელანდიურმა სააგენტო  Colenso BBDO-მ, როცა პროვოკაციული კამპანიის ფარგლებში გოგონებმა ფარული კამერები საჯდომზე დაიმაგრეს და იმ მამაკაცებს იღებდნენ, რომლებიც მათ უკანალს ათვალიერებდნენ.