EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
რემოდელი
მარიამი ახალაია
mirian gvazava
nino0081
nino131

« შეხვედრა ოზურგეთის მოსახლეობასთან »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-10-05 02:11:27
Oct 4, 2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა და მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ჩვენ დღეს გვყავს ჭეშმარიტად ევროპული მთავრობა, სულ რამდენიმე დღეში კი გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის. გიორგი მარგველაშვილი დაიცავს თქვენს უფლებებს და იქნება თქვენს სამსახურში. მხარი დაუჭირეთ გიორგი მარგველაშვილს და ქართულ ოცნებას, მოდით 27 ოქტომბერს არჩევნებზე და შემოხაზეთ 41!, "- განაცხადა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.