EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« 4-6 ოქტომბერი - თბილისობა 2013 »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-10-05 17:53:53

წელს თბილისობას 4 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრამდე აღინიშნება. წლევანდელი წელი წინა წლებისაგან განსხვავებით უფრო მრავალფეროვანი იქნება, რადგან უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ღონისძიებები 4 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება.ძირითადი ღონისძიებები კი 5-6 ოქტომბერს გაიმართება. 
მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება. 
აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა "ფიროსმანი" ჩატარდება. მეიდანზე ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"-ს, ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ჩოხოსნები"-ს და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შეჯიბრი-პატარა მედოლეები"-ს კონცერტი გაიმართება.
ჩატარდება ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი, თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ავტო შოუ, სადღესასწაულო მსვლელობა ბოტანიკურის ქუჩაზე, გასეირნება მტკვარზე ტივით - მეარღნის, მედუდუკეებისა და ყარაჩოღელების თანხლებით, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, პანტომიმის თეატრის წარმოდგენა რიყის პარკის ამფითეატრში, ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -"შავფაროსნები", ბაზიერების შოუ; ასევე, გორგასლის მოედანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტი, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა; აბანოთუბანში, გორგასლის მოედანზე, კი ჯგუფის "ეგარი" და ჯგუფის "ბანი" კონცერტები. ევროპის მოედანზე ოთარ რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ოთო ნემსაძე ოთარ რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას წარმოადგენს.
6 ოქტომბერს კი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

და ბოლოს!- როცა მოეპრიანება ჩვენს მთავრობებს მაშინ აკეთებენ თბილისობა იქნება ეს თუ სხვა რამე; ერთი სიტყვით ქაოსია რა...

 ავტორი