EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კორკოტაშვილი ოცნების წარმომადგენლებს ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-10-06 17:43:58
რადიოწამყვანი გია კოკრკოტაშვილი, იგივე „კორკოტა“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე ადგილზე გავა.
კორკოტაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში მისვლისკენ და ხმების ისე განაწილებისკენ მოუწოდებს, რომ პირველ-მეორე ადგილებზე ნინო ბურჯანაძე და გიორგი მარგველაშვილი გავიდნენ.
მიმართვას გია კორკოტაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს (სტილი დაცულია):
„ჩემო გენიოსო ხალხო, გემუდარებით არჩევნებზე გამოიჩინეთ კიდევ ერთხელ სულგრძელობა, მიდით საარჩევნო ურნებთან და ისე გადავანაწილოთ ხმები, რომ ქ-ნი ნინო და ბ-ნი გიორგი 1-2 ადგილზე გავიდნენ (ისევ ჩვენ თუ მოვიფიქრებთ რამეს, თორემ შეიძლება, სავალალო შედეგი დადგეს ეს ბოზბანდა მეორეზე გააძვრინონ). თუ არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა ოცნების წარმომადგენლებმა(დიდი შანსია პარლამენტარებმა) ,,იპოდლეს'', იგველეს, ლინჩის წესით გაგასამართლებთ, იმიტომ რომ ამოხვედით ყელში ჩვენ ამ ნაც-ააააანალების აღზევებას ვეღარ ავიტანთ, გინდა ამერიკა ,,კრიშავდეს'' და გინდა ჰოლანდია. შესაძლებელია თუ არა რომ ეროვნულმა ძალებმა აიღონ ხელში ძალაუფლება? არადა, დგას ეგეთი მოცემულობა...“, - წერს კორკოტაშვილი, იგივე „კორკოტა“.
წყარო: newposts.ge