EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შვეიცარიაში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-10-06 21:14:59

 

შვეიცარია იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, სადაც მარიხუანის მოწევა და შენახვა კანონით აღარ დაისჯება. ეს იმას ნიშნავს, რომ 18 წელზე უფროს პიროვნებას, ვისაც ჯიბეში 10 გრამზე ნაკლები ოდენობის "მოსაწევი" მოეძევება, ციხეში აღარ მიაბრძანებენ - მათ მხოლოდ მცირეოდენი ჯარიმის - 100 ფრანკის (დაახლოებით 110 ამერიკული დოლარი) გადახდა მოუწევთ. მომხდარის შესახებ მათ სამართლებრიობის ისტორიაშიც არაფერი ჩაიწერება.

ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და შვეიცარიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ამით შეიძლებოდა ფინანსების გვარიანად დაზოგვა - ქვეყანაში ხომ მარიხუანის შენახვისთვის გასამართლების ყოველწლიურად 30000 ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. თუმცა, დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ”ლეგალიზებას” ანუ მარიხუანის მოყვანა-მოხმარება შვეიცარიაში კვლავ დაისჯება, თუმცა ლეგალიზების მომხრეები იმედოვნებენ, რომ პირველ ”დიდ გამარჯვებას” მალე მეორეც მოჰყვება და ქვეყანაში მარიხუანის მოწევა სრულებით კანონიერი გახდება.