EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« მამაკაცის 5 სუსტი წერტილი »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: admin
თარიღი: 2013-10-07 18:00:24
მამაკაცის 5 სუსტი წერტილი
ძლიერი და მშვენიერი სქესი ყოველთვის კარგად როდი უგებენ ერთმანეთს… ვიდრე ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, ის ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და თავის გატაცებას წერტილს უსვამს – ქალთან ურთიერთობას ასრულებს.
სუსტი წერტილი #1: “სასაცილო ხომ არ ვარ?!”
მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, გაცილებით მოწყვლადნი არიან, განსაკუთრებით – დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა – მათთვის უკვე უცხოა, ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არცთუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა – ერთგვარი პიტერ პენი, რომელიც უარს არ იტყვის ცხოვრებით, ქალებით თამაშზე, მაგრამ როდესაც იგრძნობს, რომ მისით “თამაშობენ”, რისხვა შეიპყრობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმისა ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს – ეს ხომ მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს! რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახისა წევრებს, ფულის შოვნის უნარს… თუმცა ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ.
სუსტი წერტილი #2: მათ არ სურთ სხვის დაკრულზე ცეკვა
მამაკაცის როგორც პირველაღმომჩენის, მზვერავის, ექსპერიმენტატორის ბიოლოგიურმა ფუნქციამ ჩამოაყალიბა მისი ტემპერამენტი, რომელიც ვერ ითმენს ქცევის შტამპებსა და ერთფეროვნებას. თუმცა პარადოქსია: ჯარი შედგება მხოლოდ მამაკაცებისგან, რომლებიც ემორჩილებიან მეთაურს და ეწევიან ცხოვრების ერთობ რეგლამენტირებულ წესს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, როცა “მეთაურის” რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე (უფროსი მას ისედაც ბევრი ჰყავს!), ამან კი შეიძლება სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი – თავმოყვარე მამაკაცური ბუნება “დედაკაცის დაკრულზე ცეკვას” ვერ აიტანს. რჩევა ქალბატონებს: შეიცვალეთ ქცევის სტერეოტიპები, ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის: “ყველა ასე იქცევა”, “ასეა საჭირო”. ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ.
სუსტი წერტილი #3: მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი
მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, შეძლებისდაგვარად გაურბიან მკურნალობას. მიზეზი მარტივია – მათ ტკივილისა ეშინიათ. ცხოვრებაში ისინი იმდენს ვერ ითმენენ რამდენსაც ქალები. მარტო მშობიარობა რად ღირს! ამიტომაც ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები მზად ნაკლებად არიან. გარდა ამისა, ექიმთან წასვლაზე თანხმობის მიცემა მამაკაცისთვის ცხოვრებასთან ბრძოლაში დათმობის, დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც არ განიხილავს მამაკაცი ამგვარ პრობლემებს ქალთან, რომელიც მოსწონს. საქმე ის არის, რომ სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს. მამაკაცმა ქვეცნობიერად იცის, რა გრძნობებს გამოიწვევს ანალოგიურ შემთხვევაში ქალი მასში (თუმცა კი შესაძლოა, ეს მასაც დაუმალოს და საკუთარ თავსაც), ჰოდა, ბუნებრივია, არ სურს, თავად გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. მამაკაცს არც ისე კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას ეს შეუძლია. რჩევა ქალბატონებს: მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ. თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ესაუბროთ.
სუსტი წერტილი #4: მათ სძულთ ურთიერთობების გარკვევა
ეს ყველაზე დიდი წყალგამყოფია ქალისა და მამაკაცის ბუნებას შორის. მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ, საერთოდ, უჭირთ საკუთარი გრძნობების ანალიზი, მათ ინსტინქტი, იმპულსი ამოძრავებთ. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ. რჩევა ქალბატონებს: ნუ ჩაითრევთ მამაკაცს სენტიმენტალურ, ცხოვრებისეულ საუბრებში. ეს დროის ამაო კარგვა იქნება.
სუსტი წერტილი #5: ისინი ვერ იტანენ უმიზნო ფლირტს
სიყვარულში მამაკაცები შედეგისკენ მიისწრაფიან. ქალის მხრიდან ინტიმური გრძნობების არსებობის უტყუარი საბუთი მათთვის ინტიმური ურთიერთობაა. ამიტომ ცდილობენ, მოქმედებაზე რაც შეიძლება მალე გადავიდნენ. თუ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა და თამაში იყო, მისგან დანდობას ნუ ელით. უარის შემთხვევაში ის შეეცდება, ქალს ყველა მიწიერ მანკიერებაში დასდოს ბრალი, რათა თავი დაირწმუნოს, რომ დანაკარგი არც ისე დიდია. რჩევა ქალბატონებს: თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობები არ გაქვთ, ჯობს განზე გადგეთ და ეს რაც შეიძლება მალე აგრძნობინოთ.