EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ გავხდეთ ოპტიმისტები »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი:

თარიღი: 2013-10-07 18:05:37

როგორ გავხდეთ ოპტიმისტები

ჩვენს დროში ოპტიმიზმი თითქმის ერთადერთი გზაა თვითგადარჩენის, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების. ჩინელების ყველაზე საშინელი წყევლაა: „ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროს!“ ჩვენ ხომ სწორედ ცვილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ დღევანდელობას უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და თუ არა ვართ, უნდა შევეცადოთ გავხდეთ. პროფესიონალი ფსიქოლოგების რამოდენიმე რჩევა ამ თემაზე.

 

შეეცადეთ გაექცეთ ნეგატივს

ბევრისათვის ცნობილი პოლ სტენლი, ჯგუფ KISS წევრი, ამბობს: „თუ გინდათ სულით დაეცეთ, და გაიგოთ რაიმე ცუდი – ჩართეთ ახალი ამბები. და თუ თქვენ გინდათ სასიამოვნოთ გაატაროთ დრო – წადით KISS კონცერტზე“. მიუხედავად თვითრეკლამისა, რაციონალურობის მარცვალი ამ რჩევაში არის.
ფსრქოლოგები გვირჩევენ გავექცეთ ნეგატიური ინფორმაციის წყაროებს, რომლებიც შეიძლება იყოს ახალი ამბები და ასევე თქვენი პესიმისტი ნაცნობები. ნაკლები დრო გაატარეთ სამწუხარო ამბების მოსმენაში, ან გაზეთისა და ჟურნალის კითხვას სადაც წერია ავარიებზე, ტერორისტულ აქტებზე, ეპიდემიებზე და ა.შ.

გაიღიმეთ ხშირად

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რჩევა ძალიან ხშირად გვესმის, ის მართლაც მოქმედებს. მაგრამ მოქმედებს მხოლოდ ნამდვილი ღიმილი. ხოლო ის ღიმილი, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ხედავთ მრავალი ჰოლივუდის ვარსკლავის სახეზე ღიმილს ნამდვილად ვერ დაარქმევ.

გჯეროდეთ დადებითი გამოსავლის

რაზეც არ უნდა დაფიქრდეთ, იფიქრეთ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ეს საკმაოდ გავრცელებული რჩევაა ფსიქოლოგების. გწამდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ, განაწყვეთ თავი, რომ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. თუ არ გჯერათ თქვენი გეგმების, ის მართლაც არ გამოგივათ.

არის კიდეთ ერთი რჩევა, რომლის ავტორი სოკრატეა. ის ყველა მოგზაურს ურჩევდა, მზად ყოფილიყვნენ იმისათვის რომ სახლში დაბრუნებულებს, სახლი გადამწვარი, ხოლო ცოლ-შვილი მონობაში გაყიდული დახვდებოდათ. და როდესაც მათ ყველაფერი კარგად ხვდებოდათ ცხოვრება უხაროდათ.

დღევანდელობაში ის შეიძლება გადმოვიტანოთ. რაიმე ჩანაფიქრისას გწამდეთ დადებითი გამოსავლის, მაგრამ მზად იყავით ცუდი შედეგისთვისაც. უბრალოდ მოემზადეთ ალტერნატიული ვარიანტისათვის მარცხის შემთხვევაში.

ისწავლეთ დადებითად იფიქროთ

ოპტიმიზმის ძალა ვარდისფერი სათვალეებიდან ყურება სულაც არ არის. რეალური ოპტიმიზმი ეს არის იფიქრო კონსტრუქციულად და პოზიტიურად. ნამდვილი ოპტიმისტი არასდროს დაიწყებს დალევას და არ ჩავარდება სასოწარკვეთილებაში, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში. ოპტიმისტი, რამოდენიმე წუთის დაბნეულობის შემდეგ სხვა ვარიანტების ძიებას დაიწყებს რაც მას დაეხმარება კვლავ მყარად დადგეს ფეხზე.

გწამდეთ ხვალინდელი დღის

წარუმატებულობა ყოველთვის დროებითია, და ყოველთვის დგება დრო დაკარგულის აღდგენის. საერთო ჯამში, ოპტიმისტი შეიძლება დავახასიათოთ ფრაზით: „ყველაფერი, რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერს გვხდის“ – და ეს ნამდვილად ასეა!