EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მარშრუტკებით ჩამოყვანილი დაბნეული აქტივისტები და ოდელია კოორდინატორი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-10-07 20:06:51
10 /07 /2013
„ნაციონალური მოძრაობის“ მეექვსე ყრილობა რეგიონებიდან ჩამოყვანილი პარტიული აქტივისტების სიმრავლით გამოირჩეოდა. ლეჩხუმი, ზუგდიდი, კახეთი, მარნეული, ახალციხე… ბევრი დროშა და თბილისური მწვადის სუნით გაჟღენთილი სპორტის სასახლე. ოპოზიციურმა პარტიამ, კუთხური აქცენტებით სავსე დაბნეული ამომრჩევლის შეძახილების ფონზე, მიხელ სააკაშვილი პარტიის, ხოლო დავით ბაქრაძე პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია. დელეგატების ნაწილი ჩამოსვლის მიზეზად ოდელია კოორდინატორის მოწვევას ასახელებდა, ზოგიც „ნაციონალურ“ ყრილობაზე ახალი პრეზიდენტის ასარჩევად მივიდა,ზოგსაც კი თავისი დაბლოკილი სამგზავრო ბარათი ენანებოდა. დამსწრე მოქალაქეების განცხადებით, მათი რეგიონებიდან ჩამოსვლის ხარჯები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად დაფარა. როგორც ჩანს, ხარჯებში ყოფილ ხელისუფალთ დაქირავებული აქტივისტების კვებაც არ გამორჩენიათ ყურადღებიდან. “ნაციონალების” მხარდამჭერთა ნაწილი ამბობს, რომ კვებისთვის პარტიის ბიუჯეტიდან ცალკე თანხა გამოიყო.
იყვნენ ისეთებიც, ბაქრაძის ასარჩევად გულწრფელად რომ მივიდნენ. „თბილისობის“ დღესასწაული პოლიტიკურ ყრილობაზე თავისებურად აისახა. ყრილობის დაწყებიდან ნახევარ საათში დარბაზი დღესაწაულისთვის სახელდახელოდ მომზადებულმა ბაზრობიდან შემოსულმა მწვადის სუნმა მოიცვა. სუნმა ნაკლებად დააბრკოლა პოლიტიკური ლიდერები და სცენაზე ერთი მეორის მონაცვლეობით ადიოდნენ: ვაშაძე, ბოკუჩავა, ბაქრაძე, ბოლოს ყრილობა პარტიის თავმჯდომარის სიტყვით და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გრძელი გამოსვლით დასრულდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის მთავარი საკითხები წარუდგინა და შეკრებილებს უკეთესი მომავლის იმედით დაემშვიდობა.