EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2013-10-09 14:12:55
ეკონომიკური ბუმი განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში, მათი მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად მსოფლიოს სურათს ცვლის.
უახლოეს მომავალში პლანეტაზე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს. ამ მხრივ მხოლოდ ორი გამონაკლისია – ევროპა და იაპონია
უახლოესი 40 წლის განმავლობაში ევროპა 50 მილიონ ადამიანს დაკარგავს და გადაიქცევა ტრანსფორმაციის ერთგვარ ლაბორატორიად, რომელიც მატების პრინციპთან განშორების პრობლემით იქნება დაკავებული. საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებით იქნას მიღწეული მეტი შედეგი, არამედ ამოცანა ის იქნება რომ ნაკლები რაოდენობის ადამიანებით მიღწეულ იქნას ანალოგიური შედეგი და შესაბამისად კეთილდღეობის არსებული დონე მაინც შენარჩუნდეს. ეს გარდაქმნა საკუთარ კვალს დაატყობს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას და ის განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს მწარმოებელთა სტრატეგიასა და ბიზნეს-მოდელებზე.
მთელს მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაში ტექტონური ძვრები შეიმჩნევა. ფინანსური კრიზისი აჩქარებს ძალაუფლების გადასვლას განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში. ისეთ ქვეყნებში სადაც წარმოებაა განვითარებული, ამ კრიზისმა სტრუქტურული სისუსტეები გააშიშვლა, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმალებოდა საემისიო ბანკების მიერ წარმოებული იაფი ფულის ნაკადების უკან. შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ევროპაში სახელმწიფო ვალები, სოციალური სისტემის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები და დაბერებული საზოგადოება ხანგრძლივ პერსპექტივაში მატების პოტენციალს ზღუდავს. დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის რკინის ფარდის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, რომლის დროსაც საბაზრო ეკონომიკამ და გლობალიზაციამ მილიარდობით ადამიანს სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცა, ბევრ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყანაში კეთილდღეობის დონე იკლებს. ამას მოწმობს დასავლურ დემოკრატიებში არსებული დაბნეულობა, რომელიც ერთგვარ დეზორიენტაციაზე მიუთითებს.
ფინანსური კრიზისი ერთგვარი ისტორიული ეტაპია. მისი მიზეზები დასავლეთში ვალებთან დაკავშირებული ვალდებულებების უპასუხისმგებლო დაგროვებაში იმალება. წინა ომისშემდგომი ფინანსური კრიზისებისგან განსხვავებით დასავლეთს დღეს არ შეუძლია დამრიგებლის როლში ყოფნა. მას დღეს ისეთი ქვეყნები უპირისპირდებიან როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთიც კი, რომლებსაც მზარდ და სტრუქტურულად განახლებული ეკონომიკების საფუძველზე საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ. ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეფორმაში გამოიხატება. მომავალში G-7-ის ჯგუფის წევრებს „ბრიკის“ ოთხი ქვეყანა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) შეუერთდება და ამგვარად სსფ-ს 11 ძირითადი აქციონერი ეყოლება.
ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენა კვლავ იზრდება
ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა თავისუფალი ვაჭრობისა და ლიბერალიზებული ფინანსური ბაზრების დახმარებით მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბური ზრდისთვის წინაპირობები შექმნეს. ახლა მარეგულირებელი მუხრუჭების გამოყენება ხდება, ასევე ხელახლა იზრდება სახელმწიფოს გავლენა ეკონომიკაზე და ეს ისეთ ადგილებშიც კი ხდება, სადაც ეს გავლენა ისედაც ძლიერი იყო. ხმარებაში კვლავ შემოვიდა ისეთი მებრძოლი ტერმინები, როგორებიცაა სავალუტო ომი და ვალუტის გამალებული გაუფასურება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო მარტივი არ იქნება. დასავლეთში კრიზისის შედეგი ის იყო, რომ ხელახლა გაიხსნა სახელმწიფო კაპიტალიზმი. აღმოსავლეთში სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკებში ის ადრეც არსებობდა. ჩინეთის, რუსეთის და ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სახელმწიფო ფონდები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში 3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებდნენ და ისინი მართავენ იმაზე მეტ ფინანსურ რესურსებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა ფონდი. სახელმწიფო მმართველი მენეჯერები ამტკიცებენ, რომ ისინი ინვესტიციებს პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე ახირციელებენ, მაგრამ შეიძლება კი ამის დაჯერება?
მსოფლიოში ეკონომიკური სისტემების კონკურენცია მიმდინარეობს. წარმატებული ჩინური მოდელი, რომელშიც პირველად გაერთიანდა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კომუნისტურ დიქტატურასთან, ევროპასა და იაპონიაში ანგლო-საქსონური ტიპის ფინანსურ-ეკონომიკური საბაზრო ეკონომიკის კონკურენტია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა. რა მოდელს აირჩევენ სხვა სახელმწიფოები? მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები – სოციალისტური ჩინეთი და დემოკრატიული ინდოეთი, რომლებიც სხვა სახელმწიფოების ინტერესებსაც წარმოადგენენ, აზიაში მომავლის მსოფლიო წესრიგისთვის იბრძვიან.
ამავდროულად, უახლოესი წარსულის სუპერსახელმწიფო პარალიზებულია. შეერთებული შტატები ღონემიხდილი აკვირდება იმას, თუ როგორ თამაშობს ჩინეთი სამხრეთ-აფრიკაში წამყვანი ინვესტორის და ნედლი პროდუქციის მყიდველის როლს. ჩინეთის გავლენა აფრიკაშიც იზრდება და მისი კავშირები რესურსებით მდიდარ მთელ რიგ ქვეყნებთან უკეთესია, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. ახლო-აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ცენტრში არიან. ის ვინც იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებს, მსოფლიოში გადამწყვეტი გავლენა აქვს. დღეს საუდის არაბეთი საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს უკვე აზიას აწვდის. იგივე შეიძლება მოხდეს ერაყშიც, როდესაც ეს ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული ნედლეულის ამ სახეობის მარაგებით მსოფლიოში მეორეა, ომის შემდეგ ფეხზე დადგება. შეერთებულ შტატებს სანქციების ირანის დაჩოქება სურს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ისეთ ქვეყნებს როგორებიც პაკისტანი და თურქეთი არიან ირანთან გამალებული ვაჭრობა აქვთ.
შემსყიდველუნარიანობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება უკვე 2012 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკა უკან მოიტოვოს. ასეთ შემთხვევაში შერეული იმპერია მსოფლიოს სოციალურ პროდუქტში მისი წილის გათვალისწინებით, რაც ერთ-მეხუთედს აჭარბებს კვლავ იქ აღმოჩნდება სადაც უკვე კოლონიამდელ ეპოქაში იყო და სადაც ის მისი შეხედულებით უნდა იყოს კიდეც – მსოფლიო ეკონომიკის მწვერვალზე.
ჰოლგერ შტელცნერი