EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პლანეტბის აღლუმი 2012 წლის 21 დეკემბერს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2012-12-13 15:21:01
პლანეტბის აღლუმი 2012 წლის 21 დეკემბერს
ეს არის პლანეტების არაჩვეულებრივი ფენომენი როდესაც ორი, სამი ხუთი ან მეტი ჩვენი მზის სისტემის პლანეტა (ჩვენს შემთხვევაში. სხვა გალაკტიკაში და მზის სისტემებშიც აქვს ადგილი მგავს შემთხვევებს) სივრცეში ერთ ხაზზე მწკრივდება, ლაგდება და შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევია.
პლანეტების დიდი აღლუმი
არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, დაახლოებით 170 წელიწადში ერთხელ, ახდენსზეგავლენას ხალხზე, ჩიტებზე, ცხოველებზე და ამინდის პირობებზე, თუმცა ეს გავლენა სრულად გამოკვლეული ჯერ არ არის. კოსმოსის მთელი ენერგია პოკუსირებულია (მიმართულია) ამ პერიოდში დაბადებული ხალხის მიმართ და მათი პერსონალური ჰოროსკოპები არის განსხვავებული საშუალო არითმეტიკულისგან.
პლანეტების აღლუმი იქნება 21 დეკემბერს 2012 წელს. მერკური ვენერა, სატურნი, იუპიტერი, მარსი და დედამიწა გამწკრივდება ერთ ხაზზე. ამგვარი აღლუმები ხდებოდა წარსულშიც, მაგრამ ზუსტად ამ დღეს არა მხოლოდ მზის სისტემის პლანეტები არამედ პლანეტები სხვა ვარსკვლავთა სისტემაში მწკრივდებიან ასევე.
ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ საათის ისრებს რომლებიც გაუსწორდებიან 12-ს. ძველი დროიდან პლანეტების კომბინაცია სიმბოლოა ახალი ერის დაწყებისა.
ბევლი ბრძენი და ფილოსოფოსი, სრულად, ადამიანთა მოდგმის არსებობის ყველა პერიოდის განმავლობაში განიხილავდა დროის ცვალებადობას, როგორც დიქოტომია [dichotomy] (პროცედურა როდესაც ერთი მთლიანი იყოფა ორ ნაწილად) -ძველი დრო მიდის, ახალს არ განუცხადებია (გაუმჟღავნებია) ჯერ კიდევ საკუთარი თავი. ძველი დრო და ფასეულობები წავიდა და ახალს ძალები არ მოუკრეფია (ასეთ შედარებას აკეთებენ ისინი).
ისტორია აჩვენებს, რომ სამყაროს მოვლენები, ერთი იქნება თუ მეორე, მჭიდროდ არიან დაკავშირებული ადამიანთა მოდგმასთან. ამიტომ დროის ასეთი ცვალებადობა ადგილს იკავებს ადამიანთა არსებობის საზოგადოებრივ კულტურულ სივრცეში. შედეგად ყოველთვის ჩნდება სხვა ადამიანებზე აღმატებული ადამიანი, მამაკაცი და შესაბამისად უფრო ჰარმონიული საზოგადოება ამტკიცებენ ერთნი.
ამჟამად გლობალიზაციის პროცესს მოცული აქვს ადამიანთა მოღვაწეობის ყველა მხარე. აქედან გამომდინარე, ახალი ერის დადგომისას სავარაუდოდ მოხდება ერების ერთმანეთთან შერწყმა, როგორც ერთი საერთო, ფიქრობენ მეორენი.
დავამატებ, რომ პლანეტების აღლუმი იყო 2011 წლის 12 მარტს. ვენერა, იუპიტერი, მარსი, მერკური ერთ ხაზზე გამწკრივდა.
2004_ში. პლანეტა ვენერამ მზესა და დედამიწას შორის ამ საუკუნეში ბოლოჯერ გაიარა. ვენერა, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე იშვიათი ასტრონომიული მოვლენაა. პლანეტების აღლუმის ნახვა ტელესკოპით იყო შესაძლებელი. კოსმოსურ მოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის საქართველოში, აბასთუმნის ობსერვატორიაში აკვირდებოდნენ.
პლანეტის მოგზაურობა ღამის ორი საათიდან დილის 9 საათამდე გაგრძელდა. ბოლოს ვენერამ დედამიწასა და მზეს შორის 2004 წელს გაიარა. ვენერას ტრანზიტი საუკუნეში ორჯერ, რვა წლის ინტერვალით ხდება. იგი მზის დისკოზე შავ ლაქად ჩანს. მოვლენა პირველად მეთვრამეტე საუკუნეში მიხეილ ლომონოსოვმა დააფიქსირა.
2004 წელს
ობსერვატორიის მეცნიერებმა ასევე განაცხადეს, რომ 2029 წელს ასტეროიდი აპოფისი დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის. ვინაიდან მისი ტრაექტორიის ზუსტად გათვლა შეუძლებელია, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ტრაექტორიის ხელოვნურად შეცვლა. სავარაუდოდ, ასტეროიდი გაივლის დედამიწიდან 35 ათასი კილომეტრის სიშორეზე. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ მანძილზე მდებარეობს დედამიწის ხელოვნური თანამგზარების ორბიტები. ვინაიდან ასტეორიდს შესაძლებელია თან მოჰყვეს მცირე მეტეორთა ნაკადი, მათი ხელოვნურ თანამგზავრებთან შეჯახების ალბათობა ძალიან დიდი იქნება.
ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად მეცნიერები მრავალგვარ საინტერესო წინადადებას აყენებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ეგზოტიკური წინადადებაა ასტეროიდის ცალი გვერდის შავად შეღებვა, რაც გამოიწვევს ამ მხარის უფრო გაცხელებას. შედეგად, გაჩნდება მიკრორეაქტიული აჩქარება, რაც შეცვლის მის ორბიტას და იგი დედამიწიდან უფრო შორს ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ ამ ციური სხეულის ზომები მერყეობს 200-დან 800 მეტრამდე.