EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ აღმერთებენ მამაკაცები ქალის მკერდს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2012-12-15 00:39:39
ქალის მკერდს შესწევს ძალა მამაკაცში მისდამი დაუფარავი ლტოლვა აღძრას. ლამაზი მკერდის წინააღმდეგ „გალაშქრების“ უნარი არცერთ მამაკაცს არ აქვს.
ორმა ამერიკელმა მეცნიერმა, ლარი იონგმა და ბრეინ ალექსანდერმა გადაწყვიტეს ამ ლტოლვის გამომწვევი მიზეზის პოვნა.
„მამაკაცები გახლავთ ძუძუმწოვრების ის კატეგორია, რომლებსაც მკერდთან დაკავშირებით სექსუალური ლტოლვა უჩნდებათ. ადამიანი კი სამყაროში არსებული სხვადასხვა არსებებისგან განსხვავებით, ერთადერთი ძუძუმწოვრები გახლავთ, რომლებიც სექსუალური აქტისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მკერდს“, - აღნიშნავენ მეცნიერები.
მათი თქმით მკედისადმი ლტოლვა მამაკაცების ტვინში არსებული ღრმად ფესვებგადგმული ბიოლოგიური მიზეზის არსებობით არის გამოწვეული.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ლამაზი მკერდი მამაკაცისთვის კარგ სექსუალურ პარტნიორთან ასოცირდება. მათთვის ლამაზი მკერდი ხარისხიან სექსთან არის დაკავშრებული.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებს სხვა ვარაუდიც აქვთ. მკერდისადმი ლტოლვა ჯერკიდევ ჩვილობის პერიოდიდან, მაშინ როცა დედა შვილს რძის მეშვეობით უკლავს შიმშილის გრძნობას, იწყება.
ახალშობილი მკერდს ოქსიტოცინის გამოყოფაში უწყობს ხელს. ამ ჰორმონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: იგი ახალშობილის ტვინის განსაკუთრებულ აქტივობას უწყობს ხელს. შედეგად მას დედის ალერსი, ხმა და სითბო გონებაში განსაკუთრებით აღებეჭდება და მასში სიმშვიდეს იწვევს.
ქალის ლამაზი მკერდიც სექსუალური აქტისას ანალოგიურ დამოკიდებულებას აღძრავს და მამაკაცის მაქსიმალურ სიამოვნებას უწყობს ხელს.