EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მცდარი ფაქტები პენისზე 18+ »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2013-10-17 17:28:09

მცდარი ფაქტები პენისზე
არსებობს ბევრი განსხვავებული აზრი იმის შესახებ, რაზეა დამოკიდებული მამაკაცის პენისის ზომა, ფორმა, პოტენცია, ერექცია, შესახედაობა და ა.შ, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოგონილია. განვიხილოთ თავისი მცდარი და სწორი შეხედულებებით.
 
კანის ფერს აქვს კავშირი პენისის ზომასთან
 
არსებობს პორნოინდუსტრიის გავლენით გავრცელებული მოსაზრება, რომ აფრო-ამერიკელებს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე თეთრკანიანებს. ეს მოსაზრება საშუალო მაჩვენებლებით გამართლებულია, თუმცა აზრის გავცელებას პორნოინდუსტრიაში ხელი იმან შეუწყო, რომ პორნოფილმების გმირი შავკანიანები სპეციალურად არის შერჩეული (დიდი პენისით) და ქცევაც სექსის დროს არის აგრესიული და უხეში.
 
რაც მეტია ხელისგულისა, ცერისა და ტერფის სიგრძე, მით მეტია პენისის ზომა
 
არ არსებობს დადასტურებული პროპორციულობა პენისის ზომასა და ზემოთ ჩამოთვლილი სხეულის ნაწილების ზომებს შორის.
 
წინდაცვეთილებს სექსის ხანგრძლივობა მეტი აქვთ
 
ეს მართალია, რომ წინდაცვეთილებს ნაკლებად მგრძნობიარე პენისის თავი აქვთ. ამ დროს პენისის თავზე შედარებით დაჩლუნგებულია ნერვული დაბოლოებები და, შესაბამისად, ასეთ მამაკაცებს მეტხანს შეუძლიათ სექსი.
 
კარგი ერექცია – დაორსულების მეტი შანსი
 
პოტენციას არა აქვს კავშირი სპერმის რაოდენობასა და ხარისხთან , შესაბამისად, ქალის დაორსულებასთან.
 
დიდი სათესლეები – ქალის დაორსულების მეტი ალბათობა
 
თუ მამაკაცს აქვს დიდი სათესლეები, მაშინ ქალის დაორსულების მაღალ შანსებზე კი არა უროლოგთან ვიზიტზე უნდა იყოს საუბარი, რადგანაც სათესლეების ზომაში მატება პათოლოგიის მანიშნებელია. სათესლის ზომას კი გავლენა არა აქვს მამაკაცის შვილოსნობის უნართან.
 
ხშირი სექსის შემთხვევაში სპერმა გათავდება
 
სპერმატოგენეზი მიმდინარეობს მუდმივად და გარკვეულ ასაკამდე სპერმის გათავების გარდა მამაკაცს შეუძლია ყველაფერზე ინერვიულოს.
 
მამაკაცებს არადროს უწევს ორგაზმის იმიტირება
 
სინამდვილეში ორგაზმის იმიტირება შეიძლება უწევდეს როგორც ქალს, ასევე მამაკაცსაც. ამის მიზეზი ხდება მამაკაცის სიმთვრალის გამო ეაკულაციის შეუძლებლობა, ან პენისის დავარდნა.