EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« 6 საკვები იმისთვის, რომ უკეთესი სექსი გქონდეთ 18+ »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: admin
თარიღი: 2013-10-17 17:34:00
6 საკვები იმისთვის, რომ უკეთესი სექსი გქონდეთ 18+
თუ გსურთ რაღაც ეშხიანი შემოიტანოთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში, საკვები ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე რომანტიკული, სახლში მომზადებული სადილი. არსებობს რამდენიმე უტყუარი მტკიცებულება იმისთვის, რომ გარკვეული საკვები პროდუქტები შეიცავენ სპეციალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, რომლებიც ამაღლებენ სექსუალურ ფუნქციას. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საკვებს, იმისთვის, რომ იცოდეთ რაზე გაამახვილოთ ყურადღება უკეთესი სექსისთვის.
1- ავოკადო
აცტეკები ავოკადოს სათესლე ჯირკვლებს ეძახდნენ, მატი ვიზუალების მსგავსების გამო. მაგრამ მეცნიერები ამ მოვლენას სხვანაირად ხსნიან. ისინი ამბობენ, რომ ავოკადო მდიდარია ნივთიერებებით, რომელიც ადვილად იწვევს აღგზნებას, ის ასევე მდიდარია უჯერი ცხიმებით და დაცლილია ნაჯერი ცხიმებისგან, რის გამოც კარგად მოქმედებს თვენს გულსა და სისხლძარღვებზე.
2- ნუში
უკვე დიდი ხანია დადასტურებია, რომ ნუში მნიშვნელოვნად ზრდის ვნების ხარისხს, ის სექსუალური სტიმულანტია და ძალიან შველის ნაყოფიერებას. ის შეიცავს ცილებს და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია სექსუალური სიჯანსაღისა და რეპროდუქციისთვის. მაგალითად: თუთია, ვიტამინი E და სხვა. ”თუთია ზრდის ლიბიდოს და სექსუალურ სურვილებს, ჩვენ არ ვიცით ეს რა მექანიზმების საშუალებით ხდება, მაგრამ ფაქტია,რომ ის შესანიშნავად მუშაობს”.
3- მარწყვი
წითელი ფერი ცნობილია, როგორც ცეცხლის გამჩაღებელი. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცები უფრო სექსუალურად იმ ქალებს თვლიან, რომლებიც წითელი ფერის სამოსს ატარებენ, განსხვავებით ისეთი ცივი ფერებისგან, როგორიცაა ლურჯი ან მწვანე. მარწყვი ასევე შესანიშნავი წყაროა ფოლიუმის მჟავის, B ვიტამინის, რომელიც იცავს ქალს სამშობიარო ტრავმებისგან. ვალენტინობის დღესასწალზე, სცადეთ მიართვათ ერთმანეთშ შავ შოკოლადში ამოვლებული მარწყვი, მათი ერთად მოხმარება საოცრად გააქტიურებს თქვენს სექსუალურ მისწრაფებებს.
4- ზღვის პროდუქტები
მიუხედავად მათი გლუვი და ლორწოვანი სტრუქტურისა, ხამანწკა შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესო აღმგზნებ საშუალებად ჩაითვალოს. ის თუთიის ნამდვილი საბადოა. თუმცა ზღვის სხვა პროდუქტებსაც არანაკლები შედეგის მოტანა შეუძლიათ. ზეთოვანი თევზები, როგორებიც არიან ორაგული და ქაშაყი ასევე ძალიან კარგად მოქმედებენ გულისათვის.
5- ლეღვი
ეს მხიარული ფორმის ხილი უკვე დიდი ხანია აღარებულია, როგორც ნაყოფიერებისა და აღგზნების ერთ-ერთი საუკეთესოდ ეფექტური საშუალება. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ხსნადსა და უხსნად ბოჭკოებს, რაც გულზე არაჩვეულებრივად მოქმედებს.
6- ციტრუსები
ამ ტროპიკული ხილის ოჯახის ნებისმიერი წევრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით, რაც მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ნამდვილი მიღწევაა. მოამზადეთ სალათა, რომელიც შედგება ციტრუსისგან- გრეიფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი და ცოტა ლიმონისაგან.