თემასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ რომ უამრავი კრიტიკული ვითარებისა, საშიშროებისა რომელიც მრავალგზის ემუქრებოდა დედამიწას კოსმოსიდან; უახლოეს მომავალში დედამიწას განადგურება არ ემუქრება ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით მაინც :) (მარადიული მხოლოდ უფალია) პატივისცემით ევპატორი ჯე-ს ადმინი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა საიტებზე განთავსებული სტატიები, რომელიც საკმაოდ საინტერესო წასაკითხია...
2012 წლის 21 დეკემბერი - სამყაროს აღსასრული, თუ დედამიწის განვითარების საეტაპო მნიშვნელობის თარიღი. რა ელის საქართველოს? რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი? რატომაა საზოგადოების ნაწილი პანიკაში? რამდენად ახლოსაა რეალობასთან ხალხში გავრცელებული მოსაზრება კაცობრიობის განადგურების შესახებ?
თუ რას უნდა ელოდეთ სინამდვილეში 2012 წელს, ამის შესახებ "რეზონანსი" ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.
- საზოგადოების ნაწილი პანიკაშია, 2012 წელს არის თუ არა კატაკლიზმები მოსალოდნელი?
- საზოგადოებაში პანიკა და შიში დიდია. იცვლება დედამიწის გრავიტაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეჯახებები, ასტეროიდების, კომეტების მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლა.
დავიწყოთ ისტორიული რაკურსით. ზოგადი წესი - მოძრაობის ტრაექტორია და კოსმიურის დაკანონების ზოგადი პრინციპი გვამცნობს, რომ დაახლოებით ყოველ 2160-2500 წელიწადში დედამიწაზე ხდება ენერგეტიკული ცვალებადობა, ანუ, იცვლება ენერგია, გეომუხტი.
ყველა ადამიანს აქვს გარკვეული პერიოდი ცხოვრებაში, როცა მის ფსიქოტიპში, ხასიათში სერიოზული ცვლილებებია. ადამიანს 30 წლის ასაკში არ აინტერესებს ის, რაც აინტერესებდა 14 წლის ასაკში. ხდება სერიოზული ცვლილებები. იმიტომ, რომ ადამიანი ვითარდება, სულიერად ევოლუცია ხდება.
ასევეა დედამიწის პროგრამა. კაცობრიობა თანდათან უნდა გავიდეს განვითარების ზემო ფენებში. ანუ, თუ ადამიანის დღევანდელი მდგომარეობა, მისი მსოფლმხედველობა უკავშირდება ცხოვრების განვითარების მესამე ეტაპს, მოვიდა დრო, როდესაც ადამიანის ცნობიერებამ უნდა გადაინაცვლოს მეოთხე განზომილებაში.
2000 წლის წინ ცის კაბადონზე მოხდა სერიოზული ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის, შეტაკება პლუს და მინუს ენერგიებს შორის. მაშინ გაიმარჯვეს უარყოფითი ენერგიის მატარებელმა ძალებმა. მათ პრეროგატივაში იყო დედამიწის დანგრევა და თეთრი რასის მთლიანად მოსპობა. ეს რომ არ მომხდარიყო, საჭირო იყო დიდი სულიერი მესიის მსხვერპლშეწირვა, რათა გადარჩენილიყო თეთრი რასა. ეს მოხდა ისეოს მოსვლით და მსხვერპლშეწირვის სახით, რის შედეგადაც თეთრი რასა გადარჩა.
გავიდა დრო და როგორც ბიბლია გვამცნობს, მოდის აპოკალიფსური წლები. აპოკალიფსი ზოგისთვის არის მესიის მოსვლა, ზოგისთვის (პესიმისტებისთვის) ეს არის საყოველთაო ნგრევის პროცესი. მე ვეკუთვნი ოპტიმისტებს და მივიჩნევ, რომ მესიის მოსვლა უფრო ახლოა სინამდვილესთან, ვიდრე ნგრევა.
ამაზე მეტყველებდა მაიას ტომის წინასწარმეტყველება, რომლებმაც აღნიშნეს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს უნდა ჩაესვენოს მეხუთე მზე (განვითარების მეხუთე ეტაპი) და უნდა ამოვიდეს მეექვსე მზე განვითარებისა. ეს პროცესი შეიძლება იყოს დაკავშირებული საყოველთაო კატაკლიზმებთან დედამიწაზე.
ბიბლიაში ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს აპოკალიფსისი სახით, მაგრამ ამას უნდა ახსნა-განმარტება. საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. გააკეთეს ბლოგბასტერები, დიდი ფული. ხალხში დაისადგურა შიშმა. ჟურნალისტებმა და კინომატოგრაფისტებმა ჩადეს ძალიან ცუდი, უარყოფითი მუხტი დედამიწაზე.
- რა ხდება სინამდვილეში?
- სინამდვილეში სამყაროს აღსასრული კი არა, მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერების გადასვლა მეოთხე განზომილებაში. 21 დეკემბერს სრულდება განვითარების მეხუთე ეტაპი და იწყება მეექვსე მზის ამოსვენება. ჰგონიათ, რომ მეხუთე მზე ჩაესვენა და დამთავრდა ცხოვრება. მაგრამ, სინამდვილეში განვითარების ახალი ეტაპი იწყება.
- რატომ ფიქრობთ, რომ სამყაროს აღსასრული არ ელის?
- არაერთი მინიშნებაა, რომ კატაკლიზმები არ იქნება დამანგრეველი და თეთრი რასა იმსახურებს სიცოცხლეს, მათ შორის, ერთ-ერთი და უმთავრესი, დედამიწაზე იისფერი ინდიგო რასის შემოსვლაა.
პირველი თაობა წამოვიდა 1979-1981 წლებიდან. ისინი ძალიან ძლიერი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ბავშვები არიან. 2002 წლის თებერვლიდან ვინც იბადება, ყველა ინდიგოა. ჩვენ, თეთრი რასა, ჩამოვედით დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან და ისინი ჩამოვიდნენ ლირის თანავარსკვლავედიდან. ისინი არიან აბსოლუტურად სულ სხვა მონაცემების და პოტენციალის ადამიანები.
უფალმა ეს დიდი მასა ჩვენს სამყაროში შემოიყვანა იმიტომ, რომ შემოიტანონ ის დადებითი ენერგია, რომლითაც მოხდება უარყოფითი ენერგიის, ანუ თეთრი რასის ცოდვების ნეიტრალიზება და აქედან გამომდინარე, თეთრი რასა გადარჩება, ოღონდ გაივლის კატაკლიზმების ეტაპს.
ინდიგო რასის შემოსვლით შემოდის კორექცია და ეს არის საფუძველი იმის, რომ არ იქნება ნგრევა. კატაკლიზმები იქნება, მაგრამ შერბილებული ფორმით.
- საქართველოზე როგორ აისახება განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. რა არის ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი?
- საქართველო უჯრედია სამყაროსი, როგორც კი სხვა უჯრედებში კატაკლიზმები იწყება, საქართველოს ეს ურტყამს მომენტალურად - მორალურად, ეკონომიურად, ფსიქოლოგიურად. ამიტომ საქართველო ვერ განცალკვდება, მაგრამ შედარებით სხვა ქვეყნებისგან ის დაცულია.
- რის გამოა დაცული?
- საქართველოში ახლა შემოსვლას იწყებს შვიდი ანგელოზის ენერგია. ეს ნიშნავს, რომ ღვთიური ძალების მფარველობა ძლიერდება. ბოლო ოცი წელია, ქვეყანა სულ ომებში, ჩხუბში, შავი ნეგატიური ენერგიის განვითარებაშია. ერში გაჩნდა არნახული ეგოიზმი, არნახული ამბიციები, გადამეტებული ამპარტავნობა, უზარმაზარი უპასუხისმგებლობის ელემენტები და სხვა.
ერი წავიდა არა ცნობიერების, არა სწავლის, არა სულიერი განვითარების გზით, არამედ ჭამის და სექის გზით, წავიდა დაბალი ინსტიქტების განვითარების გზით, რაც დამანგრეველია ქვეყნისთვის.
საქართველოს მისია არის სიყვარულის ცოდნა, მეგობრობის ელემენტების მაღალ დონეზე დაყენება, მაგრამ ის არ ასრულებს მას და ამიტომ ბოლო 20 წელია, დასჯის მექანიზმი ჩაირთო. ერთი 20 წელია უმძიმეს მდგომარეობაშია - მიტინგები, დემონსტრაციები, ომები, ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, გახრწნა მორალური თვალსაზრისით.
საქართველოს ეს უნდა გაევლო. ტკივლით უნდა ამოგვეწურა ის კოსმიური ვალები, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ. ამ დიდი ტკივილის შედეგად საქართველო გაპარტახდა (დემოგრაფიულად, გეოგრაფიულად), მაგრამ სრულდება ეტაპი ტკივილისა, ახლა მოდის განვითარების ახალი ეტაპი. ამ ტკივილით მისი აურა ნელ-ნელა გასუფთავდა.
მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს პროცესი საჭირო იყო. ერმა უცებ დაინახა, ვინ არის შავი და ვინ - თეთრი და ვინ - ნაცრისფერი.
საქართველო შედარებით დაცულია ეკოლოგიური კატასტროფების კუთხით, მაგრამ არის სხვა პრობლემები - ნარკომანია, შიდსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, თვითმკვლელობები, რომელთა რაოდენობაც ქვეყანაში გასამმაგებულია.
იყო მიწისძვრები, თუმცა უმნიშვნელო და კიდევ არის მოსალოდნელი, იქნება ღვარცოფები, იქნება წყალდიდობები, იქნება ძალიან მაღალი სიცხე ზაფხულში, რომელმაც შეიძლება ბევრი ხანდაზმული შეიწიროს, მათ შორის ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემა აქვს სუსტი.
ამიტომ ვამბობ, რომ საერთო მსხვერპლი მოიმარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამყაროსა და კაცობრიობის განადგურებას, ეს ნიშნავს ძველის დასრულებას და ახალი ეტაპის დაწყებას.
- მაიას ტომი 21 დეკემბერს უკავშირებს განვითარების მეხუთე ეტაპის დასრულებას. რატომ 21 დეკემბერი?
- 12 დეკემბერი არის ნებისმიერი წლიური მზის ჩასვენების ეტაპი. მზე ყოველ წელს 25 დეკემბერს იწყებას აღმავლობას. ამიტომ ყველაზე დიდი სულიერი ოსტატები, იესოს ჩათვლით, იბადებიან 25 დეკემბერს. ეს არის მზის გამოღვიძების პერიოდი. საქართველოში ყოველთვის 21 დეკემბერს აცილებდნენ წელიწადს. იყო სპეციალური რიტუალები.
ერთ-ერთი ასეთი რიტუალი იყო- ზარს ფარავდნენ წითელი ქსოვილით და მისი ხმა ცუდად ისმოდა, ანუ ეს იყო უკვე წარმავალი ენერგიის მატარებელი და პატივისცემა გასული წლისადმი. 25-ში ზევიდან დაფარებულ ქსოვილს აძრობდნენ და ზარს ქონდა წკრიალა ხმა. 25-ში ხვდებოდნენ ახალ წელს. 21-ში მზე ასრულებს თავის წლიურ პროგრამას, ჩაესვენა დამთავრდა წელიწადი.
ეს თარიღი წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური კუთხით, რადგან ამ დროს სრულდება არა წლიური განვითარება მზისა, არამედ საუკუნეობრივი და იწყება ახალი ეტაპი, რომელიც მინიმუმ 2500 წელი გაგრძელდება.
- როგორც აღნიშნეთ, 2012 წლის განმავლობაში კატაკლიზმები ეტაპობრივად მოხდება. 21 დეკემბერს რამე განსაკუთრებული ხომ არ არის მოსალოდნელი?
- 21 დეკამბერს არაფერი სერიოზული და დაგეგმილი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია, რომ აქაც ეკოლოგიურმა კატასტოროფებმა იჩინოს თავი. შესაძლოა ცალკეულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, მოსალოდნელია აგრესიისა და დეპრესიის მეტად გამოვლენა, ადამიანებში ფსიქოლოგიური პრობლემები. ზოგს ექნება წნევის სახით პრობლემები, ზოგს შეიძლება გულმა უმტყუნოს. შესაძლოა სადმე იყოს მიწისძვრები და ღვარცოფები. ამ დღეს ყველაფერი უფრო მეტად იჩენს თავს. ეს არის პიკი ამ პროცესებისა.
- რა იქნება 2012 წლის შემდეგ?
- 2014 წლიდან იწყება სერიოზული აღმშენებლობის პერიოდი, რომლის მსვლელობისას საქართველოში თანდათან დაისადგურებს სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლის ტენდენციები, დაიწყება სულიერი განვითარების ეტაპი. ჩვენ ამას რეალურად ვიგრძნობთ 2018-20 წლებისთვის.