EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მინი-გამანადგურებელი ტაქტიკურ რაკეტებს მოუვლის »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი:
თარიღი: 2013-10-23 17:19:44
კომპანიამ – Lockheed Martin ჩაატარა გამოცდა მცირეგაბარიტიანი რაკეტსაწინაღო სისტემისა, რომელიც განკუთვნილია ბრძოლის წინა ხაზზე რაკეტებისა და საარტილერიო ყუმბარების დასანადგურებლად.
განსაკუთრებულმა კომპლექსმა უნდა გაანადგუროს რაკეტები, საარტილერიო ყუმბარები და ნაღმტყორცნის ნაღმები პირდაპირი მოხვედრით მიზანში (Hit-to-Kill) ისეთ მანძილზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება დღევანდელი საარტილერიო რაკეტსაწინაღო კომპლექსებისათვის ხელმისაწვდომს.
კომპლექსის შემუშავება EAPS პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მცირე ზომის რაკეტა-გამანადგურებელმა უნდა უზრუნველყოს ჯარის დაცვა მოწინააღმდეგეს შორსმსროლი იარაღისაგან. ამასთანავე, პირდაპირი მოხვედრით მიზნის განადგურების კონცეფცია უზრუნველყოფს დაბალ გვერდით ეფექტს და მიზნის გარანტირებულ განადგურებას რაკეტა-გამანადგურებელი მოხვედრის შემთხვევაში.
White Sands პოლიგონზე გამოცდის მიმდინარეობისას გათამაშდა სიტუაცია, როცა მოწინააღმდეგემ ნაღმტყორცნიდან ესროლა რაკეტა-გამანადგურებლით დაცულ ზონას. რადარმა წარმატებით აღმოაჩინა მიზანი. ამის შემდეგ რაკეტა-გამანადგურებელი ვერტიკალურად აფრინდა, აღმოაჩინა მიზანი, შეასრულა რამდენიმე მანევრი და დაუახლოვდა მიზანს. Lockheed Martin წარმომადგენელთა თქმით, გამოცდის ამოცანა მიზნის განადგურებას არ ითვალისწინებდა, ამიტომ რაკეტამ გვერდზე გაიფრინა. ეს იყო რაკეტსაწინაღო კომპლექსის პირველი გამოცდა, რომელმაც დაადასტურა რაკეტის კავშირის, დამიზნების სისტემის და მთლიანად რაკეტას გაანგარიშებული მახასიათებლების მართებულობა. ახალი კომპლექსის პირველი სრული გამოცდა დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსათვის.
რაკეტსაწინაღო კოპმლექსმა უნდა უზრუნველყოს ჯარის დაცვა და მოწინააღმდეგეს ნაღმის განადგურება დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე.
რაკეტსაწინაღო კოპმლექსი ახალი თაობის იარაღია, რომელიც გამოყენებულ იქნება შედარებით მცირე, კარგად შეიარაღებული ქვედანაყოფების დაპირისპირების პირობებში. ამჟამად ომის წარმოების ტაქტიკა შედარებით მცირე და მაღალტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვილი, მობილური შეიარაღებული ქვედანაყოფების გამოყენებით ყველაზე პერსპექტიულად არის მიჩნეული. ეს კი ნიშნავს, რომ იზრდება დამცავი სისტემების როლი, რომლებმაც უნდა გადაარჩინოს ქვედანაყოფი ისეთი საშიშროებისაგან, როგორიცაა ნაღმტყორცნი, ტაქტიკური რაკეტა Spike ტიპისა, მაღალი სიზუსტისა და ჩვეულებრივი საარტილერიო ყუმბარები, უპილოტო საფრენი აპარატები – „კამიკაძე” და ა.შ.
რაკეტსაწინაღო კოპმლექსის დანიშნულებაა სწორედ ასეთი მიზნების გასანადგურება. შედარებით მცირე გაბარიტების გამო მის გამოყენებას მცირე ქვედანაყოფიც შეძლებს. რაკეტა-გმანადგურებლის დიამეტრია 5 სმ, წონა – 3 კგ, სიგრძე – 1 მ, ხოლო ღირებულება – 20 ათას დოლარზე ნაკლები.
შედარებით მცირე ზომის წყალობით შესაძლებელია რაკეტის მოთავსება სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში, რაკეტას ბევრი მიზნის გადადგურება შეუძლია. EAPS-ის ჩანაფიქრის თანახმად, გათვალისწინებულია HMMWV ტიპის შასიზე 135 რაკეტაზე გათვლილი გამშვები დანადგარის დაყენება, ხოლო HMMT ტიპის შასიზე – 3 ასეთი გამშვები დანადგარისა, ანუ სულ 405 რაკეტაზე გათვლილისა. ამასთანავე, რაკეტები ბლოკებად განთავსდება; ყოველ ბლოკში იქნება 15 სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი 9-9 რაკეტით თითოეულში, ანუ არსებობს რაკეტსაწინაღო კომპლექსის უფრო კომპაქტური ვარიანტის შექმნის შესაძლებლობაც. აღმოჩენისა და დამიზნების რადარი ცალკე სატვირთო მანქანაზეა განთავსებული.