EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტოპ 10 საუკეთესო გამანადგურებელი. ნაწილი 1 »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი:
თარიღი: 2013-10-23 18:05:06
მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებლების სია ასე გამოიყურება:
1. Lockheed Martin / Boeing F-22 Raptor (აშშ)
“მტაცებლის” მთავარი უპირატესობები მისი სტელს ტექნოლოგიებია, რომლებიც მისი რადარების ხედვისაგან მაქსიმალურ ან ზოგჯერ 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს და შეუძლია დიდი რაოდენობით დამანგრეველი შეიარაღების ტარება. ეს გამანადგურებელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მასში გაუმჯობესებულია რიგი ტექნიკური დეტალები, თუმცა ავიონიკა და სენსორები უკვე კარგად გამოცდილი და საიმედო “ძველი” მოდელებიდანაა “ნასესხები”. გამანადგურებელში გაუმჯობესებულია რეაქტიული ძრავები, რეატიული საქშენები, რომელთა მეშვეობით გამანადგურებლის მოქმედების დიაპაზონი და მანევრულობა შესამჩნევადაა გაზრდილი. ფ-22-ს აშშ ექსპორტისთვის ვერ იმეტებს და მის გარდა შეიარაღებაში არავის ყავს. დღესდღეობით ფ-22 რაფტორი საუკეთესოა და სიაში პირველ ადგილს იკავებს.
2. Boeing F/A-18E/F Super Hornet (აშშ)
Super Hornet დღეს ყველაზე ქმედითუნარიანი საზღვაო გამანადგურებელია, რომელიც ამერიკის არმიას ემსახურება. მათი დისლოკაციის ადგილი ავიამზიდებია. მათ შეუძლიათ თავდასხმის განხორციელება როგორც ჰაერში მოძრავ ობიექტებზე, ასევე სახმელეთო სამიზნეებზეც. ეს გამანადგურებელი ატარებს უფრო მეტ რაკეტებს, ვიდრე მისი წინამორბედები ან თუნდაც ზოგიერთი თანამედროვეები. გამანადგურებელში საწვავის ავზის მოცულობა და ავიონიკა გაუმჯებესდა, რამაც მისი ფუნქციების და შესაძლებლობების ზრდა გამოიწვია. ეს გამანადგურებელი ასევე ძნელი საპოვნელია რადარებისთვისაც.
3. Eurofighter Typhoon (ევროკავშირი)
1986 წელს გერმანიამ, იტალიამ და ბრიტანეთმა ჩამოაყალიბეს კონსორციუმი, რათა შეექმნათ ახალი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლი (ამ ორგანიაზაციას მოგვიანებით ესპანეთიც შეუერთდა). ასე შეიქმნა “ტაიფუნი”, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ავიონიკით და მძლავრი უახლესი შეიარაღებით. გამანადგურებლის ფუნქციებში შედის სახმელეთო სამიზნეებებზე თავდასხმა და მათი განადგურება, ასევე ტაიფუნი სადაზვერვო ფუნქციასაც ითავსებს. როგორც ექსპერტები ამბობენ ტაიფუნში გამოყენებულია ამერიკული ფ-15ფ-ს, ფრანგული რაფაელის და რუსული სუ-27-ის ტექნოლოგიები.
4. Dassault Rafale (საფრანგეთი)
რაფაელი არის ფრანგული მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელიც საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების შეიარაღებაში ირიცხება. ეს გამანადგურებელი აღჭურვილია უკანასკნელი თაობის ტექნოლოგიებით, რომელიც ყველას სფეროს მოიცავს. რაფაელზე მაქსიმალურადაა გაზრდილი რადარების ხედვისაგან დაცულობის ტექნოლოგიები. ფრანგული გამანადგურებელი გამოირჩევა მაღალი დონის მანევრულობით. მას შეუძლია აკონტროლოს 40 სამიზნე და 4 სამიზნის მისამართით გახსნას ცეცხლი ერთდროულად. რაფაელში გამეორებულია ამერიკული ფ-16-ის რიგი ტექნოლოგიები.
5. Sukhoi Su-27 (რუსეთი)
სუ-27 შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა იგი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური და მძლავრი გამანადგურებელია დღესდღეობით. მოთხოვნა იყო უმაღლესი დონის მანევრული, მძლავრი შეიარაღების, დიდ მანძილებზე მოქმედ და თანამედროვე ავიონიკა/სენსორებით აღჭურვილ გამანადგურებლზე, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ამერიკულ ფ-15-ს. შედეგი ძალიან წარმატებული გამოვიდა. თავისი მძლავრი შეიარაღების წყალობით (10 ერთეული ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა) სუ-27 ანგარიშგასაწევ და დამანგრეველი ძალის გამანადგურებლად იქცა. მისი ძირითადი ღირსებებია უმაღლესი დონის მანევრულობა, დიდი რაოდენობით და მძლავრი შეიარაღება (საშუალო, მოკლე და შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები) და უზარმაზარი შიდა საწვავის ავზი, რომელიც გამანადგურებელს დიდ მანძილებზე მოქმედების საშუალებას აძლევს. მიუხედავად ასაკისა ეს გამანადგურებელი ერთ-ერთი ძლიერია და ღირსეულ მეტოქეობას უწევს დასავლურ ანალოგებს. ასევე არსებობს მისი მოდერნიზებული ვარიანტებიც სუ-30 და სუ-35.