EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტოპ 10 საუკეთესო გამანადგურებელი. ნაწილი 2 »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი:

თარიღი: 2013-10-23 18:11:14

ტოპ 10 საუკეთესო გამანადგურებელი

6. McDonnel Douglas F-15 Eagle (აშშ)

ფ-15 არწივი შექმნილია მტრის თავდაცვითი ობიექტების გასანადგურებლად და რათქმაუნდა, ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ფ-15 უკვე სამ ათეულ წელზე მეტია შეიარაღებაშია, ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამანადგურებლად. მას მოფერებით ცივი ომის მკვლელს ეზახიან. ფ-15 აღჭურვილია მძლავრი ელექტრონიკით, რაც მას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს მტრის ობიექტი ჰაერში და აკონტროლოს ის მტრისავე ტერიტორიაზე. ფ-15-ის მანევრულობა ძალიან მაღალ დონისაა-როგორც ჩვეულებრივი სიჩქარით ფრენისას ისე დიდ სისწრაფეზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მისი რაკეტები დიდ დიაპაზონში ინარჩუნებენ სასიკვდილო ძალას. ფ-15-ის გაუმჯობესება მუდმივად მიმდინარეობს მისი შექმნის დღიდან. დღესდღეობით ამ გამანადგურებლის შეიარაღებაში ყოლის პატივი აშშ-ს გარდა აქვთ საუდის არაბეთს, იაპონიას და ისრაელს. ფ-15 მომსახურებაში სავარაუდოდ 2025 წლამდე დარჩება.

7. Mikoyan MiG-31 (რუსეთი)

მიგ-31 (ნატოს კლასიფიკაციით Foxhound-A) შეიქმნა საბჭოთა კავშირის იმ გლობალური თავდაცვითი პროექტის ფარგლებში, რასაც მას “დასავლეთის ქვეყნები უქმნიდა თავისი დაბალი ავიაციით და რაკეტებით”. მიგ-31-ს აქვს ძალიან მაღალი სისწრაფე და ფრენის პრაქტიკული ჭერი, თუმცა მანევრულობაში “ცოტა მოიკოჭლებს”. თავისი კლასის გამანადგურებლებში მიგ-31 უსწრაფესია. იგი აღჭურვილია რაკეტებით, რომლებიც დიდ მანძილებზე ანადგურებენ მოწინააღმდეგეს. მიგ-31-ის ბოლო მოდიფიკაცია მიგ-31ბ-ია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მრავალფუნქციური გამანადგურებლის როლი და ამასთან ერთად ითავსებს სადაზვერვო, რადიო სიგნალების ჩამხშობ და ობიექტების მაკონტროლირებელ თვისებებს. ორივე მოდიფიკაცია მიგ-31 და მიგ-31ბ აღჭურვილია მძლავრი მართვადი რაკეტებით. 2010 წელს რუსეთმა დაიწყო მიგ-31ბ-ს მოდერნიზება, რომელიც მიგ-31ბმ-ის სახელითაა ცნობილი. დღესდღეობით ეს გამანადგურებლები რუსეთის საჰაერო ძალების მძლავრი ნაწილია.

8. Lockheed Martin F-16 Fighting Falcon (აშშ)

ფ-16 არის უფრო მსუბუქი და უფრო იაფი ვიდრე ფ-15. ამასთან ფ-15 წმინდა წყლის გამანადგურებელია, ხოლო ფ-16 მრავალფუნქციური გამანადგურებლის როლში გადის. მას შეუძლია როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთი სამიზნეებზე თავდასხმა. ფ-16-ს მიღებული აქვს მონაწილეობა კონფლიქტებში, სადაც დაადასტურა თავისი შესაძლებლობები. დღეისათვის წარმოებულია 4500 ერთეული, რომელიც 26 ქვეყნის შეიარაღებაშია. ფ-16 მართალია მომცრო ზომისაა და ერთი პილოტი მართავს, თუმცა აქვს შესანიშნავი მანევრულობა და სიცოცხლისუნარიანობა. ფ-16 შეიარაღებაში 2025 წლამდე დარჩება, შემდეგ კი F-35 Lightning II-ით ჩაანაცვლებენ.

9. Saab JAS 39 Gripen (შვედეთი)

ეს გამანადგურებელი არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური აპარატი, რომელიც იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და შეუძლია საჰაერო თავდაცვის, საჰაერო თავდასხმის, სახმელეთო თავდასხმის და სადაზვერვო ფუნქციების შეთავსება. გამანადგურებელს აქვს მაღალი მანევრულობა დიდ სისწრაფეზე, რაც მისი მოწინავე ტექნოლოგიების და აეროდინამიკის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ შვედებს გამანადგურებლის ზოგიერთი კომპონენტი აშშ-დან მიეწოდება. შვედური გამანადგურებელი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებხარჯიანი გამანადგურებელი, რომლითაც ის უპირატესია ყველა ზემოთ მოყვანილ აპარატებზე. ამასთანავე იგი გამოირჩევა მარტივი დიაზაინითაც. შვედებმა დაუშვეს მისი ექსპორტი და დღეს ეს აპარატი პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის, ტაილანდის და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშიც ირიცხება.

10. Chengdu J-10 (ჩინეთი)

ეს ჩინური გამანადგურებელი დასავლური თუ რუსული გამანადგურებლების მეტოქედ ითვლება და არცთუ უსაფუძვლოდ. ჯ-10-ში გამოყნებულია უახლესი ტექნოლოგიები, შეიარაღება და ავიონიკა. ჩინელებმა თავიანთ აპარატში თავი მოუყარეს როგორც დასავლური ასევე რუსული/საბჭოთა აპარატების საუკეთესო თვისებებს და შექმნეს ერთ-ერთი მძლავრი, მანევრული და თანამედროვე საბრძოლო გამანადგურებელი. ჯ-10-ის მოვალეობაა საჰაერო უპირატესობის მოპოვება, საჰაერო და სამხელეთო სამიზნეების განადგურება.