EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პირსინგი / Пирсинг / pirsing (ყველაფერი პირსინგის შესახებ) »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-23 19:06:01

პირსინგი / Пирсинг / pirsing (ყველაფერი პირსინგის შესახებ)

საკმაოდ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, პირსინგი ჩვენს ქვეყანაში ითვლებოდა საკმაოდ უცხო და ეგზოტიკურ, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გასაფორმებელ საშუალებად. დღეს კი ის არის მოდური და პოპულარული. პირსინგი წარმოადგენს სამკაულის მოთავსებას ამა თუ იმ ნახვრეტში, რომელიც კეთდება კათეტერის მეშვეობით კანში. პირსინგი ბოდი არტის ერთ-ერთი განშტოებაა.

ცოტაოდენი მისი მომდინარეობის შესახებ

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პირსინგი მოდის უძველესი დროიდან და წარმოადგენს იმ დროიდან სხეულის მორთვის ერთერთ მეთოდს. მაგალითად ეგვიპტეში ჭიპის გახვრეტვა მიუთითებდა ფარაონთან დაახლოებულ პირზე.

სამკაულების ძუძუს თავებზე კეთება კი დაიწყეს რომაელებმა. რომლებსაც ჰქონდათ მაღალი სამხედრო წოდება. ისინი წარმოადგენდნენ ცეზარის პირად დაცვას. ძუძუსთავებში გაყრილ რგოლებზე მათ დამაგრებული ჰქონდათ მოკლე მოსაცმელები.

პირსინგის სახეები

ყურის, წარბის, ცხვირის, ტუჩის, ენის, ლოყის, ძუძუსთავების, ჭიპის, სასქესო ორგანოების და უბრალო კანის ადგილები. ხშირად აქვთ კითხვა. რისთვის არის ინტიმური პირსინგი? მე გეტყვით: ინტიმური პირსინგი არ არის უბრალოდ სამკაულით შემკობა. ეს ამძაფრებს სექსუალურ შეგრძნებებს საპირისპირო სქესის პარტნიორთან მიმართებაში. მათი სხვადასხვა ადგილმდებარეობით პარტნიორებს შეუძლიათ განიცადონ ბევრი უცხო სასიამოვნო შეგრძნება.

როგორ კეთდება პირსინგი?

პირსინგის პროცედურა არც თუ ისე რთული და მტკივნეულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ მთავარია მიმართოთ გამოცდილ პროფესიონალს.

უპირველეს ყოვლისა პროცედურა უნდა ჩატარდეს სტერილიზაციის ნორმების დაცვით. პირსერი(პირსინგის სპეციალისტი) ჯერ კარგად წმენდს გასახვრეტ ადგილს სპირტით ან სხვა სადეზინფექციო ხსნარით, შემდეგ ინიშნება გასახვრეტი 2 წერტილი და კეთდება ნახვრეტი ერთჯერადი სტერილური კათეტერით.

არსებობს უამრავი ფორმის სამკაული, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ადგილის პირსინგისათვის. არის ადგილები რომლებიც იხვრიტება ადგილობრივი გაყუჩებით.

თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და გინდათ პირსინგის გაკეთება, ჯობია ამის შესახებ წინასწარ გაესაუბროთ თქვენს პირად ექიმს და მხოლოდ შემდეგ მიმართოთ პირსერს.

პირსინგის გაკეთების და მოვლის წესები

პირველ რიგში, თუ გადაწყვიტეთ გაიკეთოთ პირსინგი, მიმართეთ მხოლოდ კარგ, სანდო სალონს(კვალიფიცირებული სპეციალისტით. პირსინგი არის უსაფრთხო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აკეთებს პროფესიონალი პირსერი. ამ პატარა ოპერაციების შესრულებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული სტერილიზაციის ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში არის დიდი შანსი რომ თქვენს სხეულს სავალალო ზიანი მიაყენოთ

მოვლა

(ენის გარდა) არ უნდა დაგავიწყდეს რომ პირსინგის გაკეთების შემდგომ მოგიწევს მისი მოვლა მოშუშებამდე. ზუსტად უნდა დაიცვათ პირსერის მიერ მოწოდებული მოვლის წესები. ნებისმიერი ნახვრეტის გაკეთების შემდეგ 2 კვირა თავი უნდა შეიკავოთ: აუზის, საუნის, ტბის, მდინარის წყლისგან. დღეში 2-3 ჯერ უნდა დაიმუშავოთ მირამისტინის ხსნარით, შემდგომ მოიბანოთ ნელთბილი წყლით, შეიმშრალოთ სუფთა სალფეთქით და წაისვათ ლევომიკოლოს მალამო. მოვლა ხელს შეუწყობს თქვენს ნახვრეტს, მოშუშდეს გართულების გარეშე. მოშუშებული ნახვრეტი არ უნდა გაწუხებდეთ. თუ გრზნობთ რომ რაღაც გაწუხებთ,აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს . გართულების პირველი სიმპტომია სიწითლე ნახვრეტის გარშემო.ხდება ისეც რომ სამკაული ბეზრდება ან ვეღარ იტანთ.ამდროს უბრალოდ მოიხსენით სამკაული და ნახვრეტი დროთაგანმავლობაში დავიწროვდება,მის ადგილას კი შეუმჩნეველი წერტილის ზომის შრამი დარჩება. ენის პირსინგის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ მირამისტინის ხსნარი გაზავებული წყალში.1/3 მირამისტინის ხსნარს დავასხათ 2/3 წყალი და გამოვივლოთ ყოველი ჭამის,სიგარეტის მოწევის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში.ენის გახვრეტვისას იკრძალება ცივი, ცხელი, ცხარე, ძნელად საღეჭი საკვების მიღება. არარის რეკომენდირებული კოფეინის შემცველი სასმელის მიღება. იკრძალება ალკოჰოლური სასმელი, იგი ხელს უშლის ნახვრეტის მალე მოშუშებას,თან ერთვის არასასიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნება ნახვრეტში. არ აწვალოთ საყურე ხელით. იმისათვის რომ თქვენი პირსინგი არ გაღიზიანდეს, ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად სამკაულის მეტალის სახეობას. არ შეიძლება ახალ ნახვრეტზე ვერცხლის ან უბრალო მეტალის საყურის გაკეთება, ეს გამოიწვევს გაღიზიანებას და შეიძლება გართულდეს. პროფესიონალები იყენებენ: ქირურგიულ მეტალს, ტიტანს, ოქროს, აკრილის და შუშის სამკაულებს.

პირსინგი ინტიმურ ადგილებში

 

პირსინგი იმტიმურ ადგილებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებშიც და მამაკაცებშიც. პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც გაიკეთეს პირსინგი ინტიმურ ადგილებში, ამ საკითხთან დაკავშრებული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლეშიც ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას და მამაკაცებიც. მონაწილეებს შორის 43% პირსინგი გაიკეთა სარძევე ჯირკვლის დვრილებზე, 25% გენიტალიებზე, 32% კი ორივე ადგილაზე ერთდროულად გაიკეთა პირსინგი.

პირსინგისათვის შექმნილი აქსესუარები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი შერჩევა შეიძლებაფორმის, ფერის, ზომისა და მასალის მიხედვით.

ინტიმურ ადგილებში პირსინგი ქალების შემთხვევაში რამდენიმე სახის შესაძლოა იყოს:

  • Inner labia: პირსინგის ყველაზე ადვილი და მარტივი ფორმა. საყურე კეთდება მცირე სასირცხვო ბაგეებზე;
  • Outer labia: საყურე კეთდება დიდ სასირცხვო ბაგეებზე;
  • Hood: კლიტორის ზემო ნაოჭზე კეთდება საყურე;
  • Clitoris: საყურეს კეთდება კლიტორზევე.

რაც შეეხება მამაკაცებში ინტიმურ ადგილებში პირსინგის ნაირსახეობებს:

  • Prince albert: პრინცი ალბერტი ატარებდა აქსესუარს, რომელიც გატარებული იყო პენისის თავზე ურეთრიდან ვერტიკალურად;
  • Ampallang: აქსესუარი კეთდება პენისის თავზე ჰორიზონტალურად;
  • Apadravya: ესეც ვერტიკალური პირსინგია, აქსესუარის ერთი ბურთულა პენისის თავის ერთ მხარესაა, მეორე კი – მის საპირისპირო მხარეს;
  • Dydoes: აკეთებენ წყვილ ნახვრეტს პენისის თავის ორივე მხარეს და შიგ გაატარებენ პატარა მეტალის ჩხირებს.
  • Frenum: აქსესუარი გატარდება პენისის თავის ფუძესთან;
  • Hafada: აქსესუარი სათესლე პარკის კანზე კეთდება;
  • Guiche: შორისის გახვრეტა ანუსსა და სათესლე პარკს შორის.

ინტიმურ პირსინგს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

ზოგიერთ ქალს იგი განსაკუთრებულ ქალად აგრძნობინებს თავს. იმის გაცნობიერება კი, რომ პარტნიორმა თავი რაღაც არაორდინალურით გაილამაზა, იმაზე ნაკლებად არ აღაგზნებს ადამიანს, ვიდრე სექსუალური ქვედა საცვლები, ან განსაკუთრებული არომატი. ხშირად ინტიმური ადგილების ასეთი აქსესუარი დამატებითი გამღიზიანებელია ხოლმე სექსის დროს.

მართალია, დადებითი მხარეები აქვს ინტიმურ პირსინგს, მაგრამ უარყოფითი გაცილებით მეტია. ვინაიდან ინტიმურ ადგილებში კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამასთან სხეულის ეს ნაწილი დაფარულია ტანსაცმლით, ამიტომ აქ ჭრილობა ძალიან ნელა ხორცდება.

ძუძუს დვრილებზე გაკეთებული პირსინგის ყველაზე ხშირი გართულება მათი მგრძნობელობის დაქვეითებაა (37%), აგრეთვე კენის გაღიზიანება და ინფექციები (21%). რაც შეეხება მამაკაცებს, რომლებმაც პენისზე გაიკეთეს პირსინგი, ხშირათ აღენიშნებათ შარდვის გაძნელება (39%) და მგრძნობელობის დაქვეითება (31%).

Пирсинг (англ. piercing — «прокол») — одна из форм модификаций тела, создание прокола, в котором носят украшения. Само понятие «пирсинг» может относиться как процессу прокалывания, так и к отверстиям, сделанным посредством прокалывания.

Причины того, чтобы делать или не делать пирсинг, могут быть самыми разнообразными. Некоторые делают проколы из религиозных или духовных соображений, другие руководствуются потребностью в самовыражении, эстетической ценностью, желанием улучшить сексуальные переживания, подтвердить свою принадлежность к культуре или выразить протест против неё. Некоторые разновидности пирсинга остаются спорными, особенно в отношении молодёжи. Образовательные учреждения, работодатели и религиозные сообщества обычно ограничивают ношение пирсинга. Некоторые практикуют экстремальные виды пирсинга. Среди рекордсменов Гиннеса встречаются обладатели сотен и даже тысяч постоянных и временных проколов. В современной практике пирсинга делается отдельный упор на использование безопасных материалов для украшений, зачастую для прокалывания применяются одноразовые утилизируемые инструменты. По сути пирсинг — инвазивная процедура, в процессе которой возможно возникновение аллергических реакций, занесение инфекции, появление рубцов и шрамов, непредвиденные реакции организма. Используемые на сегодняшний день нормы предосторожности и санитарные меры, в сочетании с аккуратной обработкой после создания прокола, призваны свести риск возникновения перечисленных осложнений к минимуму. Время заживления пирсинга существенно зависит от места расположения прокола, так заживление генитального пирсинга может занять менее месяца, а полное заживление пупка в некоторых случаях занимает до двух лет.