EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-10-28 20:41:34
-
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
-
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
-
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
-
არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
-
არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.
-
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.
-
ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! -
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
-
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
-
განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
-
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
-
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.
-
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
-
დგომა მგზავრისა ცთომაა.
-
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. -
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა. -
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. -
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! -
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
-
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
-
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
-
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
-
თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“
-
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
-
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
-
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
-
კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, ცუდი რა საკვირველია!
-
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
-
კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!
-
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.
-
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
-
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
-
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. -
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!
-
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
-
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!
-
მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
-
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
-
მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.
-
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.
-
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
-
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
-
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.
-
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!
-
რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
-
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
-
რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?
-
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
-
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. -
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა! -
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.
-
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.
-
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
-
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.
-
სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
-
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
-
უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
-
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
-
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
-
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.
-
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. -
ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.
-
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. -
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.