EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ო) »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2013-10-29 16:38:34
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ო)
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ოანაშვილი (1740 წ.), საკ. სახ. ოანა (დოკ., I, 62); მირზა და ზურაბა ოანაშვილი მოიხსენებიან ენაგეთს 1740 წ. მამულისა და სანყიდობის წიგნში, რომელსაც პაპა შიოშვილი აძლევს ქაიხოსრო და სხვა ზაალიშვილებს (დოკ., I, 289).
ობოლაშვილი, ევფემისტური (ევფემიზმ-ი ბერძ. სიტყვა ან გამოთქმა, რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი, უხერხული სიტყვა ან გამოთქმა (მაგ., „ფეხმძიმე’’ – „ორსულის’’ ნაცვლად , „საპირფარეშო’’ ფეხისადგილის ნაცვლად); საკუთარი სახელი ობოლა. ობოლა (მთიულეთი, ფასანაური; თიანეთი, ღულელები; გვარში ობოლაძე.)
ამავე ძირისაა: ობოლაშვილი, ობლიაშვილი, ობლაძე, ობოლაძე.
ობგაიძე // ოგბაიძე (1774 წ.) საკ. სახ. ობგა (სვანეთი, 13, მესტია ალ. ღლ., 172; ობგაიძეები მოხსენებულნი არიან 1774 წ. არაგვის აღწერის მასალებში.
ოდიშვილი (1818 წ.), საკ. სახელი ოდი, წარმართული ხანის ღვთაების სახელია. მას უკავშირდება მეგრული სიმღერა „ოდია“ აგრეთვე ცა-ღრუბლის ღვთაების სვანური სიმღერა „ოდოიას“ საკითხისათვის (მაცნე 1970, N6).ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
ამავე ძირისაა: ოდიკაძე, ოდილავაძე, ოდიაშვილი, ოდოსაშვილი, ოდოშაშვილი, ოდოჭაშვილი (დიდი თონეთი).
ოთანასშვილი (1817 წ.), საკ. სახ. ოთანა. „1707-1710... ბიჭვინთისა ღვთის მშობლის ყმამა ბურჯანაძენმა, სეხნიასა და ოთანას შვილებმა, გიორგის შვილებმა...“ (ფიცის წიგნი, საქართველოს სიძველენი, I, 47) (კოდა).
ოთარაშვილი (1823 წ.), საკ. სახ. ოთარ ქართულში გავრცელებული სახელია, „შესაძლოა უკავშირდებოდეს ციური ცდომილის სახელს - ოტარიდს, რომელსაც შეესატყვისება ბერძნული ჰერმესი და წარმოდგენილი ჰყავდათ ულამაზესი ყმაწვილის სახით; ოთარის მოფერებითი ფორმაა, ოთო, ოთია“ (ზ. ჭუმბურიძე, 160).
ოთიაშვილი (1721 წ.) საკ. სახ. ოთია (საქართველოს სიძველენი, 1, 31).
ამავე ძირისაა: ოთიაური, ოთონაშვილი, ოთიურაძე (ასურეთი, მირტაშენი, მონასტერი).
ოლოდაშვილი (1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოლოდა.
ოლქიაშვილი (1721 წ), ოლქე, ულქე (თურქულად ქვეყანა, მხარე)
ომანაშვილი - საკუთარი სახელი ომან (საქართველოს სიძველენი, 3, 36).
ომაშვილი - საკუთარი სახელი ომა.
ამავე ძირისაა: ომაძე, ომიაძე, ომაშვილი, ომანაძე, ომანაშვილი...
ონიაშვილი - საკუთარი სახელი ონა, ონი, ონია.
ორალუტაშვილი (1817 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ორალუტა. შდრ. ორგულა, ორთავა, ორკბილა, ორკოდა, ორჟანა...
ორბელაშვილი // ორბელიშვილი // ორბელიანი. ორბელიანები (იგივე ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები, XIX ს. I ნახევარში ჯამბაკურ ორბელიანებადაც იხსენიებოდნენ), ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX სს. საქართველოში. ქაჩიბაძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო. გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წ. გაეყარა თავის სახლისკაცს ორბელ ბარათაშვილს, ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ, ლოქის მთის ნახევარი, ფატარეთისა და დმანისის ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა). ორბელაშვილები იყვნენ ყმა გლეხებიც.
ორბელი, საკ. სახელი ორბელ . ორბელ (კოხნარი, ჩოხატაურის რ.)
ორბელები, აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII – XIII სს-ში.
ოსეხანაშვილი (1843 წ.) სავარ. რთული შედგ. სახელი ოსე, ოსია, ოსო +ხანა . ოსე (ძვ. ებრ. ცხოვრება , შველა შემწეობა, ხან-ა ამ შემთხვევაში ჟამთ გამოვლანი (საბა).
ოსიტაშვილი - ძველი ქართული საკ. სახელი, ოსიტა (საქ. სიძვ. 1, 65 ) ალ. ღლ, (ალექსანდრე ღლონტი)
ოსიფაშვილი / ოსეფაშვილი / კაკოლაშვილი (1843 წ.) საკუთარი სახელი იოსებ (ებრ.) „გამრავლება“, „მატება“, იოსების მოფერებითი ფორმებია: ოსება, ოსეფა, ოსია, ოსიკა, ოსიკო, სოსო, სოსია, სოსიკო.
ოსიყმაშვილი (1721წ.), საკ. სახ. ოსიყმა, ოსიყმე (საქ. სიძვ., 1, 292); ძველი წყაროების მიხედვით: ოსეყმა, ოვსეყმა „შესაძლებელია აქ ოსიეთნონიმი იყოს თუ იოსების შემოკლებული სახე არ არის) ოსი+ყმა.
ოსიაშვილი (1721წ.), საკუთარი სახელი ოსია, იოსია (შდრ., იოსება); ამავე ძირისაა: ოსაძე, ოსიაური (სამშვილდე)
ოსტატიშვილი - ხელობის აღმნიშვნელი გვარია. ოსტატიშვილი, ძვირფასი ლითონების ოსტატს ოქრომჭედელი ეწოდება. ოსტატმა აწარმოა გვარი ოსტატიშვილი (კახეთი)ოქრომჭედელმა კი ოქრომჭედლიშვილი. შდრ. დალაქიშვილი, ზეინკლიშვილი, კალატოზიშვილი, ხარატიშვილი...
ოქიტაშვილები — (საკ. სახ. ოქიტა) ქართული გვარი. ფიქსირდება 1721 წლის აღწერაში (გვ. 123), გარდა ამისა ქართული სამართლის ძეგლების V-VI ტომებში მოხსენიებულია ოქიტაშვილი მიქელა. აღსანიშნავია, რომ გვარის ფუძე ძირითადად ქართლშია და ადრეულ პერიოდში გავრცელებული იყო გორში, ახალგორსა და გარდაბანში. დღესდღეობით ოქიტაშვილების უმრავლესობა დასახლებულია წყნეთში
იქოჯანაშვილი (1721წ.), საკ. სახ. ოქია (საქ. სიძვ., II, 196); ოქინა (საამილახვრ. დავთ., 17; ალ. ღლ., 174) // ჯანა. შდრ. ველიჯანა, მამაჯანა, ბეგიჯანა და მისტ.
ოქრიაშვილი (1558 წ.) ოქრო, ოქრია, ოქრუა - ოქროპირის შემოკლებული ფორმაა. საკუთარი სახელი ოქრია. ამავე ძირისაა: ოქროპირიძე, ოქროპირაშვილი, ოქრომჭედლიშვილი,ოქრუაშვილი, ოქრუაძე... ერტისში 1558 წ. მოიხსენიება ოქრიასშვილი.
ოქრომელაშვილი (1886 წ.) საკუთარი სახელი ოქრომელი, მელ, მელა ნაწარმოები უნდა იყოს (შდრ. ჯარიმელაშვილი, ურჯუმელაშვილი, სარჩიმელია, დარციმელია. (ჰიდრონიმებია: ჩხერიმელა, ბორიმელა, სხვა სიტყვები: ცუგრუმელა, კორკიმელი... ი. მაისურ., 129); შდრ. ოქრობელა, ოქროენა, ოქროკვერცხა // ოქროკვერცხ-ი, გვარში: ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირ, ოქროპირა, ოქროცვარი... (ალ. ღლ., 174); თომა და გიორგი ოქრომელაშვილები მოიხსენებიან დიდ თონეთში 1886 წ.
ოქროპირაშვილი // ოქროპირიშვილი (1438 წ.), ოქროპირ - ქართული სახელია. თავდაპირველად იყო ზედწოდება მჭერმეტყველი ადამიანისა, კარგი ორატორისა (თარგმნილია ბერძნულიდან) შემდეგ დამოუკიდებელ სახელად იქცა. მისი შემოკლებული ფორმაა ოქრო.
ოქროპირიძე, საკუთარი სახელი ოქროპირი. ზოგადი მნიშვნელობით მჭერმეტყველი, შდრ. ოქრობილაშვილი, ოქრობილა, იმავე ძირისაა: ოქროპირაშვილი (ი. მაისურაძე 129).
ოქრუაშვილი (1700 წ.), საკ. სახ. ოქრუა. ოქროპირის შემოკლებული ფორმაა.
ოღობაშვილი (1713 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოღობა, გვარში: ოღობაშვილი.
ოღულაშვილი (1721 წ.), ოღულ (თურქულად) შვილი, ძე ვაჟი, შდრ. მეგრული ბერე. სავარაუდოდ საკუთარი სახელი ოღულა შდრ. ოღქუზა (თურქ.) - ხარი ( შდრ., ხარაძე).
შდრ. ოღიაშვილი, ოღმლიშვილი, ოღუზაშვილი, ოღომაშვილი (ენაგეთი).
ოძელაშვილი (1721 წ.), საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვა ოძელა, სოფლის სახელისაგან ოძისი (დუშეთის, ხაშურის რაიონი) (ილ. მაის., 130); ზემო და ქვემო ოძისი იყო გარისის რაიონშიც.
ოხანაშვილი // ოჰანაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. ოხანა, გვარში: ოხანაშვილი (ი. მაისურაძე130); შდრ; ოხია ( ისტორ. საბ., 67). ოჰანაშვილი მოგვიანებით ოგანოვი. (ზოგან ადრინდელი გვარი ნიკოლაიშვილი, გურიიდან გადმოსულნი). ამავე ძირისაა: ოხანაშვილი, ოჰანაშვილი. შდრ. ოჰანა ოხანა.
ოჰანეზაშვილი // ოსიყმაშვილი // ბეგლარიშვილი, რუსული გაფორმებით ოგანეზოვი (1817 წ.), საკუთარი სახელი ოჰანეზა, 1781 წ.