EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: Nisa

თარიღი: 2013-11-01 21:19:34

სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები

სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ფიქრობს და ოცნებობს თანამშრომელთან სექსზე. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანამშრომელთან სექსზე რეგულარულად ფიქრობენ მამაკაცების 60 და ქალების 40 პროცენტი. 

შევთანხმდეთ იმაზე, რომ იზოლირებულ სივრცეში საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული ინტიმური ფიქრები სრულიად ნორმალური, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სურვილების რეალიზებას მოახდენთ. წარმოგიდგენთ ინგლისელი კვლევის ავტორების რეკომენდაციებს თემაზე - სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები

პლუსებით დავიწყოთ: ცხადია, სამსახური ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გარემოა სექსისთვის. თუ თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ გქონდეთ საკუთარი კაბინეტი, ამის მოხერხებას დიდი არაფერი უნდა, მაგრამ ეს თუ ასე არ არის, მაშინ მიზნის მიღწევა დიდ ძალისხმევას იმსახურებს. შესაბამისად, სექსი სამსახურში ერთგვარი ექსტრემია. 

ექსტრიმი არ არის ერთადერთი პლუსი; თანამშრომელთან სექსი დაძაბული დღის ფონზე ხომ არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ განტვირთვის იდეალური საშუალებაც არის.

რაც შეეხება მინუსებს,

მთავარი მინუსი: ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ფავორიტ თანამსრომელთან სექსით დაკავდეთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ურთიერთობა კრახით დასრულდება; ცხადია, ეს სამომავლოდ დაძაბავს თქვენს დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და მუდმივად იქნება კონფლიქების პროვოცირების მთავარი ფაქტორი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სამსახურში საყვარელის ყოლა მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს კონცენტრირებას სამუშაოზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ პრობლემებს შეგიქმნით.

დაბოლოს, სექსი კოლეგასთან - არაფერია უკეთესი "ლუკმა" ყბედი თანამშრომლებისათვის. თქვენ და თქვენი პარტნიორი აუცილებლად გახდებით ჭორის ობიექტები, რაც გვერწმუნეთ, აუცილებლად დააზარალებს თქვენს რეპუტაციას.