EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი პოტენციალი სიბერემდე »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2013-11-01 21:25:03

როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი პოტენციალი სიბერემდე

როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი პოტენციალი სიბერემდე

ყველა კაცი ფიქრობს  იმაზე, თუ რა გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს სქესობრივი ფუნქცია. გაჰყვება თუ არა მას სქესობრივი ძალა სიბერემდე. სინამდვილეში კი ბუნებამ ყველაფერი მისცა მამაკაცს იმისთვის, რომ ამ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე სანერვიულო არაფერი ჰქონდეს. ჯანსაღ მოზარდს უკვე ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ჰქონდეს ბედნიერი სქესობრივი ცხოვრება სიბერემდე. ასე რომ, ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვავნოთ ჩვენს სქესობრივ ცხოვრებას.


 

 

Adamiსაკვები 
ჯანსაღი კვება ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია! არსებობს უამრავი მითი იმის შესახებ, რომ პოტენციის ასამაღლებლად საკმარისია მხოლოდ თხილის, კაკლის ან არაჟნის მიღება. დაივიწყეთ, ეს მითია. მხოლოდ არაჟანი და თხილი არ არის საკმარისი ბედნიერი სქესობრივი ცხოვრებისთვის. იმისთვის, რომ გქონდეთ ხანგრძლივი აქტიური სქესობრივი ცხოვრება, პირველ რიგში უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე, რაც იწვევს სიმსუქნის განვითარებას. სიმსუქნე კი ერექციული დისფუნქციის ძირითადი რისკ ფაქტორია და ის მნიშვნელოვნად ამცირებს სექსუალურ სურვილებს. მაქსიმალურად შეეცადეთ შეზღუდოთ ცხიმიანი საჭმელი, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტელინს და დაუმეგობრდით ბოსტნეულსა და ხილეულს. 
ჩვენს შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ამცირებს სექსუალურ სურვილებს და აგრეთვე,  უფრო დეტალურად ვისაუბრებთ საკვებზე, რომლის მიღების შემთხვევაში თქვენი სქესობრივი ცხორების ხანგრძლივობა ძალიან დიდხანს შენარჩუნდება.

ფიზიკური უმოქმედობა

Adamiფიზიკური უმოქმედობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივებას. მნიშვნელობა არ აქვს თქვენი ფიზიკური უმოქმედობა იმით არის გამოწვეული, რომ არ მუშაობთ და მთელი დღე სახლში კოტრიალობთ, თუ პირიქით - გამოწვეულია იმით, რომ მუშაობთ და სრული დღის გატარება ოფისში გამოკეტილს გიწევთ. თუ სამსახურში მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა გიწევთ, შეეცადეთ ყოველ 2 საათში 5-7 წუთით მოწყდეთ სამუშაო მაგიდას და ცოტა გაისეირნოთ. შეეცადეთ სახლში მისვლისას აღარ გამოიყენოთ კომპიუტერი და სოციალური ქსელები, რაც ამ მოწყობილობასთან მეტ მიჯაჭულობას უწყობს ხელს, ან გამოიყენეთ მცირე დროის განმავლობაში. შეეცადეთ, რომ რეგულარულად ეწვიოთ სავარჯიშო დარბაზებს.

 

მოწევა 

Adami


სიგარეტის მოწევა ერექციის ერთ-ერთი "წონიანი მეტოქეა". აქედან გამომდინარე დასკვნა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - თამბაქოზე უარის თქმა სექსუალური პოტენციის სიბერემდე შენარჩუნების სანაცვლოდ. არჩევანი თავად გააკეთეთ ;) 
ამასთან, შეეცადეთ დასვენების დღეებში დატოვოთ ქალაქი და მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ ბუნებაში. 


სტრესი

Adamiქრონიკული სტრესი პირად ცხოვრებაში თუ სამსახურში ასევე ზრდის სექსუალური დისფუნქციის რისკებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საღამოს სტრესს "ალკოჰოლის რევოლვერს" უმიზნებთ! გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი დამატებით უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ორგანოების ნერვულ ბოჭკოებზე. უნდა შეძლოთ გადაწყვეტილებების უმტკივნეულოდ მიღება და სტრესის მაქსიმალურად თავიდან აცილება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ნორმალურად გამოძინება, რაც 8 საათიან ძილს გულისხმობს.


ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც თანამედროვე მედიცინა იძლევა.  არჩევანის გაკეთება ხანგრძლივ, ბედნიერ სქესობრივ ცხოვრებასა და მის "მეტოქეებს" შორის, რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ, ვფიქრობთ, რომ ძალიან მარტივია.