EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქათამი გოგრით და ქამა სოკოთი (რეცეპტი) »

კატეგორია: გურმანი

ავტორი:

თარიღი: 2013-11-05 00:49:32

ქათამი გოგრით და ქამა სოკოთი

ქათმის ფილე - 1 კგ
გოგრა - 350 გრ
ქამა სოკო - 300 გრ
ხახვი - 1 თავი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
ნაღები - 200 მლ (20%)


მომზადება
ამ კერძს ძალიან უხდება გოგრა, ის ხდება წვნიანი და მოტკბო გემო დაკრავს. ამასთანავე გოგრა ძალიან მარგებელია.
გავასუფთავოთ სოკო
გოგრა დავჭრათ კუბიკებად დაახლოებით 2 სმ ზომაზე.
დავჭრათ გოგრა
ქამა სოკო დავჭრათ ოთხად.
დავჭრათ სოკო
ხახვი დავჭრათ წვრილად.
დავჭრათ ხახვი
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
დავჭრათ ქათმის ფილე
ქათამი შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში, გადავდოთ ცალკე თეფშზე.
შევწვათ ქათმის ფილე
იმავე ტაფაზე შევწვათ ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში.
მოვშუშოთ ხახვი
მოშუშულ ხახვში ჩავდოთ ქამა სოკო, გოგრა და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში.
შევწვათ ქათმის ფილე
10 წუთის შემდეგ დავამატოთ შემწვარი ქათმის ფილე , ლიმონის წვენი და ნაღები, დავაყაროთ მარილი გემოვნებით. მივიყვანოთ ადუღებამდე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით სანამ გოგრა არ დარბილდება.
შევწვათ ქათმის ფილე
მირთმევის წინ დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!