EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-15 18:09:29

როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი

ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს არასაკმარისი სიმაღლე, რა თქმა უნდა უფრო მაღალ ადამიანს მეტი უპირატესობა გააჩნია, პრაქტიკულიდან დაწყებული ფსიქოლოგიური ასპექტის ჩათვლით.

სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც ადამიანი ამთავრებს ზრდას, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი სიმაღლეში მომატება, თუმცა არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რაც ამაში შეიძლება დაგეხმაროთ.

მაგალითად სპეციალური ვარჯიშები, რომლის სტაბილურად და მონდომებით შესრულების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ სიმაღლეში მოიმატოთ. თუმცა ამის გაკეთებას დიდი ნებისყოფა და მიზანდასახულობა სჭირდება

არსებობს  სიმაღლეში მომატება ქირურგიული ჩარევის მეთოდით. ოპერაციის დროს ხდება ფეხის ძვლების გადატეხა და სპეციალური გასაწელი მექანიზმების ჩადგმა, რომ თქვენმა ძვლებმა ზრდა განაგრძონ. მაგრამ ეს მეთოდი ძალიან ძვირი და მტკივნეულია.

ამიტომ მათთვის (და არა მარტო მათთვის), ვისაც არც ნებისყოფა გააჩნია და არც ოპერაციის შესაძლებლობა, უკეთესია სწორად გამოიყენოს ის სიმაღლე, რომელიც ბუნებამ  მიანიჭა.

 

პრაქტიკული რჩევები:

 

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - ეს თქვენი აღნაგობაა. მოხრილი ზურგი ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ვიზუალურად გაიზარდოთ. გასწორდით და თავი მაღლა დაიჭირეთ, უფრო მაღალი გამოჩნდებით.
  • ფეხსაცმელი სქელ ლანჩზე მშვენიერია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი პლატფორმაზე, თორემ პატარა და სასაცილო გამოჩნდებით.
  • ჩაიცვით ერთი ფერის ტანსაცმელი. ზედა და ქვედა, სხვადასხვა ფერის სამოსი თქვენს ტანს ორ ნაწილად გაყოფს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქამარს, ის აუცილებლად შარვლის ფერი უნდა იყოს, მაგრამ თუ მაინც სხვადასხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმა გიწევთ, ეცადეთ ზედა ფერი გადადიოდეს ქვედა სამოსის ფერში. კონტრასტი ყოფს ფიგურას და ამოკლებს მას. მონოტონური ფერთა გამა კი უფრო მაღალს და გამხდარს გამოგაჩენთ.
  • ჩაიცვით ისეთი პერანგი და შარვალი, რომელიც ერთმანეთს ფერით შეესაბამება და კარგად გაქვთ ტანზე მომდგარი. ის, რაც ფართოდ გაზით ტანზე - გასუქებთ. კარგად მომდგარი ტანსაცმელი ტანადობის ეფექტს შექმნის და მაღალს გამოგაჩენთ.
  • მოგწონთ ზოლიანი ტანსაცმელი? - შეეცადეთ ჩაიცვათ ისეთი, რომელსაც ვერტიკალური ზოლები აქვს, ისინი უფრო აგრძელებენ  ფიგურას და მაღალს, ლამაზს აჩენენ თქვენს აღნაგობას. ნებისმიერი სწორხაზოვანი, ვერტიკალურ ნაკეციანი, ვერტიკალურ ნაკერიანი სამოსი დააგრძელებს თქვენს კიდურებს, ჰორიზონტალური ფერთა გამა კი უფრო ფართოს და დაბალს გამოგაჩენთ.
  • ჩაიცვით შარვლები ქვემოთ შემოკეცვის (აბშლაგის) გარეშე, რათა თქვენი ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდეს. შეარჩიეთ ნაკლებად ფართო, შეიძლება ვიწროც (ძალიან არა) ტანზე კარგად მომდგარი შარვლები. ფართო შარვალი ცუდ ბალანსს შექმნის თქვენი ტანის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. მანდილოსნებისთვის კარგია გრძელი, კლასიკური შარვალი, რომელიც მაღალ ქუსლს დაგიფარავთ. ქუსლი დასაშვებია 8 სმ-მდე, უფრო მაღალი ქუსლი სხეულის  პროპორციებს არღვევს.
  • მანდილოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ აქსესუარების შერჩევაზე.უმჯობესია მომცრო ზომის, ერიდეთ დიდი ზომის ჩანთებს (თუნდაც ის მოდაში იყოს), დიდი ზომის საყურეებს. არ დაგავიწყდეთ ელვარე დეტალები, მაგალითად პიჯაკზე ელვარე აბრეშუმის ყელსახვევი ან ბზინვარე გულსაბნევი ყურადღებას თავის თავზე გადაიტანს. მოერიდეთ ძალიან დიდ ნახატებს და ორნამენტებს.
  • ზემოთ ავარცხნილი თმები რამდენიმე სანტიმეტრს მოგიმატებთ, თუმცა საერთოდ ეცადეთ მოკლე ვარცხნილობა ატაროთ. გრძელი თმები კისერს  და მხრებს დაგიფარავთ და უფრო დაბალი გამოჩნდებით.