EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« პროდუქტები, რომლებიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: nisa

თარიღი: 2013-11-18 18:25:11

პროდუქტები, რომლებიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს

პროდუქტები, რომლებიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს

ალბათ, არაერთხელ გაგიგონიათ ეგზოტიკური სიტყვა "აფროდიზიაკი". რას ნიშნავს ის?

ამ სახელით მოიხსენიებენ პროდუქტების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლია დადებითად იმოქმედოს ადამიანის სქესობრივ უნარებზე. უცნაური სახელწოდება კი მან ვნებისა და სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს პატივსაცემად მიიღო. 

დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები აფროდიზიაკ-პროდუქტებს მხოლოდ იმათ მიაკუთვნებდნენ, რომლებიც გარეგნულად, მოყვანილობით ჰგავდა ადამიანის სასქესო ორგანოებს. გარდა ამისა, აღმგზნებ პროდუქტებს მიაკუთვნებდნენ ყველაზე საშიში და აგრესიული ცხოველების სქესობრივ ორგანოებს. 

თანამედროვე მეცნიერებამ გამოარკვია – აუცილებელი არ არის ეძიოთ ეგზოტიკური პროვიანტები იმისათვის, რომ აიმაღლოთ სექსუალური აქტივობა. მთავარია, რომ საკვები პროდუქტები შეიცავდეს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებსა და ცილებს. ასე რომ, ძალიან ბევრი აფროდიზიაკი-პროდუქტი, შესაძლოა, თქვენს მაცივარშიც მოიძებნებოდეს. 
 
 

13 აფროდიზიაკი-პროდუქტი

1. მარწყვი

ეს არომატული კენკრა შეიცავს თუთიას, რომელიც სექსუალურ ჰორმონს, ტესტოსტერონს გამოჰყოფს. სასარგებლოა დღეში 100-200 გრ მარწყვის მიღება.

2. ავოკადო

ავოკადო შეიცავს ფიტოსტერონებს, რომლებიც სურვილს აღძრავს და სექსუალურად აქტიურს ხდის ადამიანს. კალციუმითა და ცილებით მდიდარი ავოკადო არ ჩამოუვარდება ხორცპროდუქტებს, მაგრამ ხორცისგან განსხვავებით, ავოკადო ადვილად და მალე გადამუშავდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაგიზოგავთ ძვირფას დროს და ძალებს სექსუალური გმირობების ჩასადენად. 

გარდა ამისა, წვნიანი ავოკადო შეგიძლიათ ლოგინში, რაუნდებს შორისაც მიირთვათ. 

3. ინდისხურმა (ფინიკი)

ფინიკი თავისი სასწაულმოქმედი თვისებებით ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტეში იყო ცნობილი. ის ასუფთავებს სისხლს და აძლიერებს სპერმის გამოყოფას. ფინიკი ასევე სასარგებლოა იმით, რომ ახანგრძლივებს სექსუალურ აქტს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას. 

4. თაფლი

თაფლი – ყველაზე გემრიელი და ტკბილი აფროდიზიაკია. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სექსუალური ენერგიის ბუნებრივი აღმდგენი საშუალება. დიდი რაოდენობით ენერგეტიკული ნივთიერებების შემცველ თაფლს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად აღადგინოს სექსუალური ენერგია. ძალიან სასარგებლოა თაფლის ყოველდღიურად მიღება, ოღონდ ზომიერად – ერთი ჩაის კოვზი დღეში ცხელ ჩაისთან ერთად.

5. მზესუმზირა და თხილი

თხილი და მზესუმზირა ასევე არაჩვეულებრივი ბუნებრივი აფროდიზიაკია. დიდი რაოდენობით B და E ვიტამინების შემცველი თხილი და მზესუმზირა დადებით გავლენას ახდენს პოტენციაზე. უძველესი დროიდან პოტენციის ასამაღლებლად ინდოეთში თაფლში არეულ მოხალულ მზესუმზირას იყენებდნენ. 

ყველანაირი თხილეული აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და მოქმედებს პოტენციაზე. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიგოზი, თხილი და ნუში. ისინი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე და თაფლთან ერთად. 

6. შოკოლადი

ცნობილია, რომ შოკოლადი გუნება-განწყობილებას ამაღლებს, ენერგიით გვავსებს, ითვლება აქტიურ აღმგზნებ საშუალებად, განსაკუთრებით ქალებისთვის. შოკოლადი სიამოვნების ჰორმონის – სეროტონინის – გამოყოფას უწყობს ხელს.

დღეში 50-30 გრ შოკოლადის მიღება აამაღლებს თქვენს სექსუალურ ენერგიას და განწყობას. 

7. ნიახური

ნიახური მადამ დე პომპადურის საყვარელი სალათების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი იყო. ეს ქალბატონი ისე, როგორც არავინ, ერკვეოდა სიამოვნების მიღებაში. ნიახური მდიდარია C ვიტამინით, კალციუმით, კალიუმითა და ფოსფორით. 

8. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ინტიმური ქსოვილები მოჰყავს ტონუსში. ის სასარგებლოა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. 

ჯანჯაფილის მიღება შეგიძლიათ:

ჩაის დანამატის სახით. შეურიეთ ჯანჯაფილის ფხვნილი თაფლს და მიირთვით ჩაისთან ერთად. 

სასმელი. დაასხით 1 ჩაის კოვზ გამომშრალ და დანაყილ ჯანჯაფილს ერთ ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და მიირთვით. 

ნაყენი. 100 გრ ჯანჯაფილის ფესვს დაასხით 300 გრ სპირტი. გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 10-10 წვეთი ნაყენი ყოველ საღამოს. 

9. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც სასქესო ორგანოების მუშაობაზე მოქმედებს. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია დღეში 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება (შესაძლებელია ამ ზეთით სალათის შენელება). ის აუმჯობესებს ერექციას. 

10. კვერცხი

ძველი არაბული ტრაქტატის ავტორი შეიხი ალ-ნაფზანი მამაკაცებს პოტენციის ასამაღლებლად კვერცხის მიღებას ურჩევდა: "მამაკაცმა ცხიმში უნდა შეწვას დიდი რაოდენობით კვერცხი, მოასხას დიდი რაოდენობით თაფლი და კარგად აურიოს. მომზადებულ კერძს უნდა მიაყოლოს დიდი რაოდენობით პური – და მაშინ დარწმუნებული იყოს, რომ მისი სასქესო ორგანო მას მთელი ღამე არ მისცემს მოსვენებას."

საქმე ისაა, რომ კვერცხს, ისე, როგორც არცერთ სხვა პროდუქტს, შეუძლია შეავსოს მამაკაცის ორგანო პროტეინის აუცილებელი მარაგით, A და B1 ვიტამინებით და ორგანიზმი მზად არის ახალი გმირობების ჩასადენად. 

11. ნიორი

სამწუხაროდ, ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება წავიდეთ რომანტიკულ პაემანზე ნივრის მიღების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიორი მაინც შესანიშნავ აფროდიზიაკად ითვლება. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში და გავლენას ახდენს აღგზნებადობაზე. 

12. ზღვის პროდუქტები

ზღვის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და ადვილად შესათვისებელ ცილებს. ყველა ამ პროდუქტიდან საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ხიზილალა და ხამანწკები. ხიზილალა მდიდარია სხვადასხვა პროტეინითა და ფოლიუმის მჟავით, რომელიც ასეთი აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ორსულობას გეგმავს. 

ხამანწკები შეიცავს ჰორმონს დოპომინს, რომელიც ლიბიდოს განვითარებას უწყობს ხელს. მასში შემავალი თუთია ამაღლებს ტესტოსტერონისა და რკინის დონეს, რაც ორგანიზმის ქსოვილებს ჟანგბადით ავსებს. 

13. ხორცი

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხორციც არაჩვეულებრივი აფროდიზიაკია, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. დიახ, ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ხორცის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის, თუმცა მისი ზომიერად გამოყენების შემთხვევაში მამაკაცის პოტენცია საგრძნობლად მაღლდება. 

ხორცეულ აფროდიზიაკებს შეიძლება მივაკუთვნოთ საქონლის, ქათმის და კურდღლის ხორცი. ღორისა და იხვის ხორცი, სჯობს, ფრთხილად მიიღოთ და ცოტა რაოდენობით, რადგან ისინი ძალიან ცხიმიანია და დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს. 

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხორცის სარგებლიანობა დამოკიდებულია მის მომზადებაზე. მაგალითად, მოხარშული და ღუმელში გამომცხვარი ხორცი მარტივად შეითვისება ორგანიზმის მიერ და სქესობრივი სფეროს მუშაობასაც ხელს უწყობს. 

ხოლო შემწვარი და დამარილებულ ხორცს სჯობს მოერიდოთ – ეს უკვე არ ითვლება აფროდიზიაკად. სხვათა შორის, არ უნდა დაგავიწყდეთ ხორცთან ბოსტნეულის გარნირიც, რადგან სქესობრივი ჯირკვლების მუშაობა და პოტენციის ამაღლება ასე უფრო ეფექტურად ხდება.