EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« რომელია სხეულის ყველაზე არასექსუალური ნაწილი? »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: admin
თარიღი: 2013-11-18 19:33:07
რომელია სხეულის ყველაზე არასექსუალური ნაწილი?
ბანგორის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა სექსის თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მათ გამოავლინეს მამაკაცისა და ქალის ეროგენული ზონები და დაასახელეს სხეულის ყველაზე არამიმზიდველი ნაწილი.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მამაკაცები და ქალები სხეულის ყველაზე არასექსუალურ ნაწილად ფეხის ტერფებს თვლიან. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ ის მოსაზრება, თითქოს ფეხის ტერფი ბევრი ადამიანის ეროგენული ზონა იყოს – ტყუილია.
ასევე, სპეციალისტებმა გააქარწყლეს მითი იმის შესახებ, რომ ქალებს სხეულზე ბევრი ეროგენული ზონა აქვთ, ხოლო მამაკაცებს – მხოლოდ ერთი. სინამდვილეში მგრძნობიარე ადგილები სხეულზე ორივე სქესს მრავლად აქვს, უბრალოდ, ქალებს ისინი ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
"ბევრი თვლის, რომ ქალების სხეული მთლიანად ეროგენული ზონებით არის დაფარული, როცა მამაკაცებს ის მხოლოდ ერთი აქვთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, ქალებს ასეთი ადგილები ბევრად მეტი აქვთ", - ამბობს ბანგორის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში ოლივერ ტერნბული.
რაც შეეხება სხეულის პოპულარულ ნაწილებს, პირველ ადგილზე სასქესო ორგანოები გავიდა, შემდეგ ტუჩები, ყურები და თეძოს შიდა ნაწილი.
აქვე დადგინდა, რომ ქალის სხეულის ყველაზე არასექსუალური ნაწილი ფეხის ტერფებია.