EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ეტიკეტი / Etiquette »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-11-18 20:20:11

ეტიკეტი / Etiquette

ეტიკეტი / Etiquette

10/11/2011

  • სტუმრად ან სამსახურში ქოლგის გაშლილ მდგომარეობაში გაშრობა არ შეიძლება. ის უნდა დავკეცოთ და ჩავდოთ ან დავკიდოთ სპეციალურ სადგამზე
  • რესტორანში, სუფრასთან, ჩანთის მუხლებზე ან გვერდით სკამზე დადება არ შეიძლება. პატარა, საფულის სტილის ხელჩანთა შეიძლება დავდოთ მაგიდაზე, უფო დიდი ზომის ჩანთა შეიძლება გადავკიდოთ სკამის საზურგეზე ან დავდოთ იატაკზე. რესტორანში ამისთვის სპეციალური პატარა სკამიც უნდა მოგართვან.
  • სუპერმარკეტის ან ბუტიკების ცელოფნისა და ქაღალდის პარკები მხოლოდ მაღაზიიდან სახლამდე ნაყიდების მისატანად გამოიყენება. მათი შემდგომი ჩანთასავით ტარება ცუდ ტონად ითვლება.
  • თუ თქვენ სახლში ხალათში ან პიჟამოში ხართ, ესე იგი ან აბაზანაში მიდიხართ, ან ახლახანს გამოხვედით აბაზანიდან. სხვა შემთხვევაში უნდა გეცვათ სუფთა, მოწესრიგებული საშიანო ტანსაცმელი.
  • .როდესაც ბავშვს ცალკე ოთახში გადაიყვანთ, კარის შეღებამდე აუცილებლად დააკაკუნეთ ხოლმე.
  • შენობაში ქალს შეუძლია არ მოიხსნას შლაპა და თხელი ხელთათმანები, განსხვავაებით ქუდისა და ნაქსოვი ხელთათმანებისგან.
  • სამკაულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. ამ რიცხვში შედის ძვირფასი ღილებიც. ხელთათმანზე სამაჯურის გაკეთება შეიძლება, ბეჭდის არა. რაც უფრო ბნელა გარეთ, მით უფრო ძვირფასი სამკაულის გაკეთება შეიძლება.
  • .თუ თქვენ ამბობთ ფრაზას: ” მინდა დაგპატიჟო აქ და აქ”, ეს ნიშნავს რომ დანახარჯს მთლიანად თქვენ იხდით. თუ ქალი ეპატიჟება პარტნიორ მამაკაცს საქმიან სადილზე, ჩვეულებრივ იხდის ქალი. თუ ითქვა “მოდი, წავიდეთ კინოში, ან რესტორანში” – ამ შემთხვევაში იხდის ყველა, ვინც მიდის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცს შეუძლია თავად გადაიხადოს ყველაფერი, თუ ამის სურვილი ექნება.
  • მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ პირველი გამოდის ის, ვინც კართან ახლოს დგას.
  • მანქანაში ქალი ჯდება მძღოლის უკანა სავარძელზე, თანმხლები მამაკაცი კი მის გვერდით. თუ თავად მამაკაცი მართავს მანქანას, ქალი მაინც მის უკან უნდა დაჯდეს, და არა გვერდით. აუცილებელია, რომ მამაკაცმა გაუღოს კარი ნებისმიერ ქალბატონს და აქ არ მუშაობს ის ფრაზა, რომ “ბიზნესში სქესი არ არსებობს”
  • თუ სახლში სუფრაზე ხართ დაპატიჟებული, განსაკუთრებით პირველად, ცუდ ტონად ითვლება ხმამაღლა გამოცხადება, რომ დიეტაზე ხართ. აუცილებელია კერძების გასინჯვა. იგივე ეხება ალკოჰოლსაც. როგორი მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, ოდნავ მაინც უნდა მოსვათ.
  • კულტურულ-ელიტურ საზოგადოებაში არ(!) უნდა ილაპარაკოთ პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ჯანმრთელობასა და ფულზე. თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა გადაიხადეთ ტანსაცმელში, ან სამკაულში და ა.შ, უთხარით რომ საჩუქარია. არ დაასახელოთ კონკრეტული თანხა.
  • 13 წლის ზევით ყველას მიმართეთ თქვენობით, მეგობრების და ახლო ნათესავების გარდა. დაუშვებელია ‘შენობით” მიმართოთ მომსახურე პერსონალს, მძღოლებს, ხელოსნებს. თუნდაც ვინმემ უკვე მოგმართათ ‘შენობით”, პასუხი მაინც “თქვენობით” დაუბრუნეთ
  • არ შეიძლება უარყოფითად განიხილოთ ის ადამიანები, რომლებიც საუბარს არ ესწრებიან, მითუმეტეს ახლობლები და ოჯახის წევრები.
  • thai-social-etiquette01