EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოჯახისათვის დოვლათის შემმატებელი ოთახის მცენარეები »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-11-24 13:57:01
რუსული საიტი „komnatniecveti.ru“ „ფენ-შუის“ დაოსური პრაქტიკის მიხედვით იძლევა ინფორმაციებს და განმარტებებს მცენარეების და იმ ქოთნის ყვავილების შესახებ, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ოჯახის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით მატერიალური თვალსაზრისით. ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინება კი ალბათ არ აწყენს საქართველოს მოქალაქეებსაც, რადგან ადამიანის დაპირებული და შეუსრულებელი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისაგან განსხვავებით, მცენარისგან დაპირებული დოვლათის მიუღწევლობა სავარაუდოდ არ გამოიწვევს საპასუხო გაღიზიანებას:
კრასულა (Crassula) - ხალხში მას „ფულის ხესაც“ კი ეძახიან. ეს სამხრეთ-აფრიკული კოხტა მცენარე მატერიალური სახსრების მატების სიმბოლოდ იქცა. კარგი მოვლის პირობებში პატრონს სთავაზობს სტაბილურ შემოსავალს. ამიტომ პატრონი უნდა ეცადოს, არ გაახმოს იგი. თუ კრასულა გაიფურჩქნა, ვინძლო გაიფურჩქნოს პატრონის ცხოვრებაც. კრასულა კარგად ეწყობა მწვანე ქოთანს, მთლად უკეთესად გრძნობს თავს წითელ ქოთანში. და არავითარ შემთხვევაში მას თავად ადამიანის ხელით არ უნდა მოსწყდეს გამხმარი ფოთლები, ვიდრე თავისით არ გასცვივა.
მეორე ადგილი აქვს ნემსიწვერას (Geranium) - ოღონდ მთელ თავის პოტენციალს ეს ყვავილი ავლენს მხოლოდ აზალიებთან (Azalea) მეზობლობაში.
მესამე ადგილზეა კაქტუსი (Cactaceae), მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლიან მცენარეს გარკვეულ ნეგატიურ თვისებებსაც მიაწერენ ხოლმე. მთავარია მას არ მოაკლდეს მზის სხივები და და იშვიათი მორწყვა. ის კი, თავის მხრივ, დოვლათის მატებასთან ერთად პატრონს დაიცავს მძარცველებისგანაც.
სამეულს ოდნავ ჩამორჩება ოთახის ბამბუკი (Dracaena sanderiana), რომელიც ოდითგან ითვლება ფინანსური წარმატების და ბიზნესის განვითარების სიმბოლოდ და არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობით - ხელს უწყობს თვით სიცოცხლის გახანგრძლივებასაც. ენერგეტიკის გასაძლიერებლად ბამბუკი უნდა მოთავსდეს ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
გვიმრა (Pteridaceae) - კეთილდღეობის კიდევ ერთი მწვანე გენერატორია. მას უყვარს ტენი, ანუ ხშირი მორწყვა და პასუხობს სიუხვითა და დოვლათით. მდიდარი მემკვიდრეობის მფლობელები იტყობინებიან, რომ მათ მიერ მემკვიდრეობის მიღებას წინ უსწრებდა ოჯახში გვიმრის გახარება.
პიტნის (Méntha) ჯადოსნური თავისებურებები ცნობილია ყველა საფინანსო მოღვაწისათვის.ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ვაჭრები პიტნით რთავდნენ თავიანთ დახლებს. ითვლებოდა, რომ ეს იზიდავს მყიდველს. დღეისათვის, საკმარისია ეს მცენარე დაიდგას ოფისის კაბინეტში, რომ კლიენტებისაგან აღარ იქნება მოსვენება, ხოლო ჰაერი გაიჟღინთება კეთილსურნელოვანი არომატით.