EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩინეთის კულტურა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი:
თარიღი: 2013-12-03 21:37:26
ჩინური კულტურა და ჩინეთის ძველი ტრადიციები გახლავთ ჩინელი ერის სული. ჩინეთი გამოირჩევა თავისი კულტურის უნიკალურობითა და განუმეორებლობით. მან, არა მარტო უდიდესი გავლენა მოახდინა მეზობელ ქვეყნებზე, არამედ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სხვა ხალხთა კულტურებში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველობას ახორციელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგკონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.
ჩინეთის ისტორია.
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, მოიფიქრეს საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ასევე ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფეიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.
ღირსშესანიშნაობები: პეკინი - ცის ტაძარი (XV ს.), მინის და ცინის დინასტიების სამეფო სასახლეები, ზაფხულის სასახლე და საიმპერიო ბაღი;
შანხაი - ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი, XVI ს-ის ბაღი, ტაძრები;
ლჰასა - დალაი-ლამას სასახლე პოტალა (XVII ს.);
სიანი - ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი;
სხვა - ჩინეთის დიდი კედელი; ტაიშანის წმინდა მთა შანდუნის პროვინციაში, კონფუცის ტაძარი და სასაფლაო კუფუში; მოგაოს მღვიმეები, ლუშანის ეროვნული პარკი და უამრავი სხვა.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.
დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის და ჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდება ტურფანის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობს ალაშანის, გობის და თაკლამაკანის უდაბნოები.