EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩაის ცერემონია (იაპონია) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი:
თარიღი: 2013-12-03 22:11:04
ჩაის ცერემონია ( cha no yu (茶の湯) ან chadō (茶道)) იაპონიაში მეცხრე საუკუნეში შემოიტანა ბუდისტმა ბერმა ეიჩუმ. თავიდან ის მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ევოლუცია განიცადა და მეთექვსმეტე საუკუნეში ყველა საზოგადოებრივ ფენაში გავრცელდა.
ჩაის ცერემონიალი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჩატარდეს, თუმცა ძირითადად ისინი სპეციალურად ამ მიზნით მოწყობილ ”ჩაის ოთახებში” ტარდება. მათ ძირითადად აშენებენ სახლისაგან განცალკევებით, სუკიიას სტილში. შესასვლელი შეიძლება იყოს ძალიან პატარაც და ჩვეულებრივი ზომისაც.
ადამიანი რომელიც ჩაის ამზადებს კიმონოშია ჩაცმული და ტრადიციულ იაპონურ სტილში სტლში ზის. ჩაის მომზადების პროცესს ტემაე ეწოდება. ტემაე სეზონურად განსხვავდება, ისევე როგორც ჩაის მოსამზადებელი აღჭურვილობა. ცერემონიაში გამოიყენება ”მაჩჩა”, იაპონური მწვანე ჩაი. მაჩჩას მომზადებას ორი სტილი არსებობს. კოიჩა (სქელი) უსუჩა (თხელი). უსუჩას ყველა სტუმარი ცალცალკე თასებით სვამენ, ხოლო კოიჩას სმის დროს კი ერთ თასს იყოფენ. ცერემონიაში ასევე გამოიყენება კალიგრაფია და იკებანა.