EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იცით თუ არა, რომ? »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-12-06 20:48:50
1. ნაპოლეონ ბონაპარტის მომხრეებს შორის გამორჩეული და ცნობილი მეომარი ქალი გახლდათ წარმომავლობით ბელგიელი ქალი – მარია შელინკი.მან მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის თორმეტ საომარ კამპანიაში,რა დროსაც რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.17 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ,1806 წელს მარიას მიანიჭეს სუბლეიტენანტის წოდება.იგი ასევე დაჯილდოებულ იქნა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით.აღნიშნული ჯილდოს გადაცემისას ნაპოლეონმა საჯაროდ განაცხადა: “მუხლი მოიყარეთ,ბატონებო,ამ გამორჩეული ქალის წინაშე.ის იმპერიის დიდების ცოცხალი ხატებაა”.
2. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ სასამართლო პროცესად ანასტასია რომანოვას საქმე მიიჩნევა.ანა ტშინკოვსკაია ცდილობდა დაემტკიცებინა,რომ იგი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მეოთხე ქალიშვილი,ანასტასია რომანოვა იყო,რომელიც 1918 წელს ეკატერინებურგში რომანოვების ოჯახის დახვრეტისასა გადარჩა.სასამართლო სხდომა ბერლინში მიმდინარეობდა.პროცესი დაიწყო 1920-იან წლებში და დასრულდა 1970-იანი წლების ბოლოს.აღნიშნული სასამართლო პროცესი “გინესის რეკორდების” წიგნშიც მოხვდა,როგორც ყველაზე ხანგრძლივი სასამართო პროცესი მართლმსაჯულების ისტორიაში.
3. ცხენზე ამხედრებული გენერლის ძეგლის მიხედვით შესაძლებელია,მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა: თუ ცხენს ოთხივე ფეხი მიწაზე უდგას,ეს იმას ნისნავს,რომ გენერალი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა,თუ ცხენს წინა ფეხი აქვს აწეული,მისი პატრონი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით არის გარდაცვლილი,ხოლო თუ ცხენი ყალყზე დგას,მისი პატრონი ბრძოლის ველზეა დაცემული.
4. სიტყვა “მატრიარქატი” ორი ბერძნული სიტყვის ფესვისაგან წარმოიშვა: “დედა’ და “ძალაუფლება”.
5. 1870 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს დედაქალაქი.მანამდე აღნიშნულ ფუნქციას ტურინი ასრულებდა.
6. სულ ქართულ ჭიდაობაში რვა წონითი კატეგორია არსებობს: უმჩატესი,მჩატე,ქვემსუბუქი,მსუბუქი,ქვესაშუალო,საშუალო,ქვემძიმე და მძიმე.
7. გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო რუის ი პიკასოს ყველაზე ადრეულ სურათებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია,რადგან მხატვარს შეშის ფული როდესაც არ ჰქონდა,გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.
8. 1315 წლის 6 ნოემბერს,გენიალურ იტალიელ პოეტს – დანტე ალიგიერს,ფლორენციის ხელისუფლებამ და სასამართლომ სასიკვდილო განაცენი გამოუტანეს,თუმცა საბედნიეროდ იგი ვერ შეიპყრეს.
10. “თავისუფლების ქანდაკების” საძირკველს ამშვენებს ბარელიეფი,სადაც ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები: “ამ ადგილას 1884 წლის 5 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა თავისუფლების ქანდაკებას,რომელიც ადიდებს მსოფლიოს” და იქვე მითითებულია,რომ აღნიშნული ცერემონია შედგა მასონთა ლოჟის გრანდმასონის უილიამ ა.ბროუდის მონაწილეობით!