EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ციფრი 7-ის შესახებ… »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-12-07 22:28:33

ციფრი 7-ის შესახებ

ციფრი 7-ის შესახებ…

10/03/2014

ამერიკის შეერთებული შტატებში მდებარე,კალიფორნიის შტატის ინსტიტუტის - Bio Circuits Institute at the University of California,Institute for Nonlinear Science-ს მეცნიერები,გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ “ციფრი 7″ შეიცავს მაგიურ ძალას,ადამიანის თავის ტვინზე ზემოქმედებისა.ექსპერტთა დასკვნით ციფრი 7 გახლავთ ერთგვარი ეკვივალენტი,მაქსიმალური მოცულობის – “ტვინის ოპერატიული მახსოვრობისა”.მათივე დასკვნით ციფრი – 7 ერთ-ერთი საოცარი ციფრია.  სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენების მიხედვით, იგი მართავს დროსა და სივრცეს. ისტორიულად უამრავი ერი,ყოველ ეპოქაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ამ ციფრის მიმართ.მეცნიერთა მხრიდან დაასახელებულ იქნა ზოგიერთი ფაქტი ამ საოცარი ციფრის შესახებ, რომელთაც აქვე შემოგთავაზებთ:

1. ეგვიპტეში – ციფრი 7 წარმოადგენდა “მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს” და იგი განეკუთვნოდა ძველეგვიპტურ ღმერთს – “ოსირისს”.გარდა ამისა, აღნიშნული ციფრი ძველ ეგვიპტეში,ხელოვნების სიმბოლოდაც მიიჩნეოდა.

2. ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წელს,შუმერთა მეფე – ლუგულანნემუნდუმუმ, ქალაქ ადაბაში ააგო ტაძარი ღმერთ “ნინტუს” სახელზე, რომელსაც ჰქონდა შვიდი შესასვლელი, შვიდი დიდი კარით.ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ,ტაძარს მეფემ მსხვერპლად შეწირა – 7 ცხვარი და 7 ხარი.

3. ძველ საბერძნეთში ციფრი 7 ითვლებოდა, სიმბოლოდ ზევსის ვაჟის – აპოლონისა, რომელიც დაიბადა თვის მეშვიდე დღეს და მის ლირასაც მითოლოგიურად შვიდი სიმი ჰქონდა.

4. “ისლამში” საუბრობენ სამოთხის 7 კარზე და ჯოჯოხეთის 7 საფეხურზე. ლოცვის დროს მორწმუნე მუსულმანები მათ წმინდა ქალაქ მექაში 7 წრეს ურტყამენ მათ უწმინდესს – “ქააბის ქვას”.

5. “ქრისტიანულ რელიგიაში” – არსებობს 7 უპატიებელი ცოდვა: ამპარტავნება, სიხარბე, შური, მრისხანება, ავხორცობა, ეგოიზმი და სიზარმაცე.

6. მსოფლიო ისტორიაში არსებობდა 7 ცნობილი საგანძური,7 ოქროთი მდიდარი ქალაქი და მსოფლიოს 7 საოცრება. ძველი რომაელები ყოველ მეშვიდე დღეს აღნიშნავდნენ, როგორც “მზის დღესასწაულს”.

7. მთვარის ციკლი შედგება ოთხი ფაზისაგან და თითოეული ფაზა იყოფა 7 დღეზე. გალაქტიკაში დღემდე აღმოჩენილია 7 პლანეტა; ერთ კვირაში 7 დღეა; სპექტრის სულ 7 ფერია; ოკულტისტები ციფრ 7-ს ახასიათებენ,როგორც “ცხოვრების საიდუმლო რიცხვს”.