EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სოკრატე ამბობდა… »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: Demien

თარიღი: 2013-12-09 20:08:13

სოკრატე ამბობდა

“მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის,ისე სახელმწიფოსთვისაც,როგორც ჩანს,მეტისმეტ მონობად იქცევა.ტირანია რომელიმე სხვა წყობილებიდან კი არა,დემოკრატიიდან იღებს დასაბამს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,უკიდურესი თავისუფლებიდან იბადება უმძიმესი და უსასტიკესი მონობა”. 

***

“მამაცად არ ვთვლი არც მხეცს და არც სხვა არსს,რომელსაც თავისი უმეცრების გამო არ ეშინია იმისი,რაც საშიშია; არა,მამაცად კი არა ვთვლი,არამედ უშიშრად და უგუნურად.ნუთუ მართლა გგონიათ,რომ მე მამაცებად მივიჩნევ ბავშვებს,რომლებსაც,თავიანთი უმეცრებით,არაფრის არ ეშინიათ? სიმამაცე და უშიშრობა,ჩემის აზრით,სულ სხვადასხვა თვისებებია.მე ვფიქრობ,რომ სიმამაცე და წინდახედულება ნიშნეულია მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულთათვის,მაშინ როდესაც წინდაუხედაობით განპირობებული გამბედაობა,შეუპოვრობა და გულუშიშობა ურიცხვ არსებას – კაცსაც და ქალსაც,ბავშვსაც და ცხოველსაც – ახასიათებს.ამრიგად,ისინი,ვისაც თქვენ მამაცებად თვლით,ჩემის აზრით,მხოლოდ გამბედავები არიან; სიმამაცე კი მხოლოდ გონიერთა თვისებაა”.