EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მარსული რეალითი-შოუ: პირველად ოპერატორი გაფრინდება »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2013-12-12 23:22:23
პროგრამა ”მარსი ერთის” მიხედვით, წითელ პლანეტაზე ჯერ რობოტი გაფრინდება(The Guardian), რომელიც შეამოწმებს, როგორი იქნება 24 საათიანი ტელეტრანსლაცია.
ჰოლანდიური მარს ერთი და საპლანეტათშორისო მედია ჯგუფი, რომელიც მარსზე მოყვარული ასტრონავტების უკან დაუბრუნებლად გაგზავნას აპირებს, სხვა კომპანიებს შეუამხანაგდა და მათი დამხარებით ავტომატური სადგურის შექმნაზე იმუშავებს. მისი საშუალებით 2018 წელს გამოიცდება ტექნოლოგია, რომელიც შემდგომ, მოხალისეებმა უნდა გამოიყენონ. თუ ისინი მარსამდე ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფნი მიაღწევენ, პირველი მარსული კოლონიის შექმნისთვის საჭირო ძალებიც ექნებათ.
ვინ არიან ეს პარტნიორები? პირველ რიგში, Lockheed Martin – ამერიკული აეროკოსმოსური გიგანტი, მონაწილე ნასას ათეულობით პროექტში. ის დასაშევები აპარატის შექმნზე იმუშავებს, 2008 წელს მარსზე დამჯდარი ”სფინქსის” ბაზაზე.
მასთან ერთად კავშირგაბმულობის თანამგზავრს გაუშვებენ, რომელიც მარსის ორბიტიდან ვიდეოსა და სხვა მონაცემების დედამიწისკენ გადმოცემას უზრუნველყოფს. მის აგებაზე კონტრაქტი ბრიტანულ Surrey Satellites(SSTL)-თან დაიდო. ესეც მეორე.
თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ”მარს ერთი” პირველი პროექტი იქნება, რომელმაც სხვა პლანეტის საკვლევად დაფინანსება კერძო წყაროებიდან მიიღო.
”მარს ერთის” გენერალური დირექტორი ბას ლანდსდორფი აცხადებს, რომ რობოტიზირებული მისია თავიდანვე, პირველ ნაბიჯად იყო მიჩნული, მარსზე დასახლებული პუნქტის მოწყობის საქმეში.
ლანდსდორფის აზრით პროექტი 6 მილიარდი დოლარი დაჯდება, ხოლო კოსმოსური უფლებების ექსპერტი მაიკლ ლისთერნი დარწმუნებულია, რომ დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. გეგმის მიხედვით, პროექტის ძირითად ნაწილს ქველმოქმედები, სპონსორები და ტელეტრანსლაციაზე უფლების მყიდველები დაფარავენ: ”მარს ერთი” ნამდვილად საშიში ტელეშოუ იქნება.
თუ პირველი ეკიპაჟი სიძნელეებს გადალახავს, ადამიანთა შემდეგი პარტიები ყოველ ორ წელიწაში ერთხელ გაიგზავნება. არცერთი მათგანი, როგორც ჩანს, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება. ყველანი სამუდამოდ მარსზე დარჩებიან და პირველ არამიწიერ კოლონიას შექმნიან, ან ვერ შექმნიან. ლანდსდორფი ირწმუნება, რომ მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია, მისიაში მონაწილეობის მისაღებად 200 ათასზე მეტმა ადამიანმა 75 დოლარი გადაიხადა. შემდეგ ეტაპზე გადასულების სახელებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.
დავუბრუნდეთ დასაშვებ აპარატს. ის ვიდეოკამერებს 24 საათიანი გადაღებებით შეამოწმებს. ჩაატარებს ექსპერიმენტს იქ არსებული ნაერთებიდან წყლის მისაღებად, დაადგენს, რა რაოდენობით ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა თხელი ლენტური მზის ბატარეები.
ზემოთ ხსენებული SSTL-ს დამაარსებელმა მარტინ სვითინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კომპანია GPS-ის ევროპული ანალოგის – სანავიგაციო თანამგზავრები ”გალილეო”, ტექნოლოგიას გამოიყენებს. ”ჩვენ რაღაც ამდაგვარზე ყოველთვის ვოცნებობდით, ასევე კოსმოსური კვლევების გაიაფებასა და კვლევათა ტემპის ზრდაზე” – ამბობს სვითინგი.
”მარს ერთი” კონკურსს სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც ჩაატარებას, რომლის მიზანი დასაშვებ მოდულზე ადგილის დაკავება იქნება – ექსპერიმენტების ჩასატარებლად, წითელ პლანეტაზე რაიმე ნივთებისა და მოხალისეებისთვის წერილების გასაგზავნად.
მარსისკენ გაფრენა და მარსზე ყოფნა ადამიანისთვის უკიდურესად საშიშია. თუ რადიაციას გადაურჩით, იმისთვის უნდა მოემზადოთ, რომ დაბალი გრავიტაცია თქვენი ორგანიზმის რადიკალურ გადაკეთებას ”მოგთხოვთ”. უკან დაბრუნებაზე ვერც მაშინ იოცნებებთ, როცა მსგავსი ფრენები ჩვეულებრივ ამბავად იქცევა, რადგან თქვენი ძვლები და კუნთები გადაგვარებული იქნება. ყველაზე უფრო ძნელი კი ფსიქოლოგიური გამოცდაა – სპეცილურად გაწვრთნილ ასტრონავტებსაც კი აღენიშნებათ დარღვევები, დაკავშირებული უძილობსთან და სტრესთან, როცა ისინი ჩაკეტილ ოთახში დიდი ხნით ყოფნის ტესტებს გადიან. 1999 წელს ერთი ასეთი ექსპერიმენტი სექსუალური აგრესიით, ჩხუბითა და სისხლით გასვრილი კედლებით დასრულდა(კიდევ ასტრონავტებზე).
თუმცა, ბატონი ლანდსდორფი ოპტიმიზმით არის სავსე: ”გზა ძნელი და ეკლიანია, მაგრამ მთელი მსოფლიოს ხალხთა დახმარებით ჩვენ დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებით, მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა”(პილოტირებული მისია მარსისკენ, ნასას გარეშე ვერ განხორციელდება; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).
მარსის პანორამა „სფინქსიდან“
რას დავინახავდით მარსზე მოხვედრის შემთხვევაში? რობოტიზირებულმა აპარატმა „სფინქსმა“, რომელიც მარსზე 2008 წელს დაეშვა, შეძლო ამ სანახაობის ჩვენთვის წარმოდგენა. სინამდვილეში ეს სურათი 100-ზე მეტი ფოტოს ციფრული კომბინაციებით არის შექმნილი, რომლებიც მთელი 360 გრადუსით გვაჩვენებენ რობოტის გარემომცველ ხედებს.
დააკლიკეთ სურათს სრული ზომით სანახავად.
გამოსახულების წინა პლანზე ჩანს გაშლილი, მრგვალი მზის ბატარეები და აპარატის სხვა ინსტრუმენტები. ჟანგისფერი ქვები, აპარატის სინჯების ასაღებად ამოთხრილი ორმო, ტალახიანი ყინულის ვაკეები, შორს ჩანს მარსის მომწვანო ელფერის მქონე ატმოსფერო. „სფინქსმა“ გამოიყენა მოწინავე ტექნოლოგია იმ კვალის დასაფიქსირებლად, რომელიც შეიძლებოდა დაეტოვებინათ ჰიპოთეტურ ცოცხალ არსებებს პლანეტის წარსულიდან. ანალიზმა დაადასტურა ყინულის არსებობა და პერქლორატების მოულოდნელად მაღალი შემცველობა. შეძლბდა კი მარსული სიცოცხლე ასეთ პირობებში განვითარებას – ეს თემა შემდგომი კვლევების საგანია.