EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« როგორ გავარკვიოთ ქალის ხასიათი მისი სახლის ინტერიერის მიხედვით? »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი:

თარიღი: 2014-01-04 00:36:53

როგორ გავარკვიოთ ქალის ხასიათი მისი სახლის ინტერიერის მიხედვით?

როგორ გავარკვიოთ ქალის ხასიათი მისი სახლის ინტერიერის მიხედვით?

პირველად მოხვდი ქალთან სახლში? მაშინ ყურადღებით იყავი, აქ უამრავი ფაქტია, რომლებიც შეტყობინებას მოგცემს, უნდა დარჩე მასთან თუ რაც შეიძლება შორს გაიქცე მისგან. 
დღეს შენზე იმუშავებენ საუკეთესო ექსპერტები: ფბრ-ის აგენტები, ფსიქოლოგები და არავერბალური კომუნიკაციების სპეციალისტები. 

ჩამოთვლილი სამხილები ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ სხვა ფაქტებთან ერთად, უფრო სწრაფად და მარტივად მიხვალთ ჭეშმარიტებამდე. 

ექსპერტები
ჯო ნავარო: ავტორი წიგნისა "რაზე მოგვითხრობს სხეული";
ინგრიდ კოლინზი: ფსიქოლოგი;
დევიდ გივენსი: ავტორი წიგნისა "სიყვარულის სიგნალები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სხეულის ენის დასაუფლებლად"
სემ გოსლინგი: ავტორი წიგნისა "რას ამბობენ შენზე შენი ნივთები"

1. არ გაიხსნება
"მის სახლში საკეტების სიმრავლე ნიშნავს იმას, რომ ამ ქალს რაღაც ემოციური შოკი აქვს გადატანილი, ან უბრალოდ, მისი ფსიქიკა ხუმრობს", - გაფრთხილებთ ფბრ-ის ყოფილი აგენტი ჯო ნავარო. საერთოდ, ქალს საკეტები მხოლოდ ტუალეტსა და აბაზანაში უნდა ჰქონდეს. და თუ ქალი მარტო ცხოვრობს, მაგრამ მას მაინც უამრავი საკეტი აქვს სახლში (საძინებელში, სამზარეულოში, მაცივარზე და საპურეზეც კი), მაშინ მასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება. 

2. თვალისმომჭრელი
"მის სახლში არსებული სარკეები არა მარტო ვარცხნილობის შესასწორებლად გამოგადგება, - სარკეების მდებარეობა შეგატყობინებს, როგორი ადამიანია ის, - ამბობს ფსიქოლოგი ინგრიდ კოლინზი. - თუ სარკე სახლში ისეა განთავსებული, რომ თავისუფალ სივრცეს ირეკლავს, მაშინ მისი მფლობელი პოზიტიურად არის განწყობილი და ენერგიით სავსეა. თუ სახლის პატრონს სარკე ისე უკიდია, რომ მასში ძველმანები ირეკლება, ეს ცუდი სიმპტომია: ქალი არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და არა მარტო არ ცდილობს ამ პრობლემის გამოსწორებას, არამედ ქვეცნობიერად თავსაც ითრგუნავს, თავის საცხოვრებელში ნეგატიურის სარკის მეშვეობით არეკვლით". 

3. სვამს – ესე იგი, უყვარს
ნუ შეგაშინებს შესამჩნევ ადგილას დადებული დაცლილი ღვინის ბოკალი. ფლორენციის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა, რომელშიც 800 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა: ისინი, ვინც დღეში 1-2 ბოკალ წითელ ღვინოს სვამენ, მეტად გახსნილები, სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილები არიან, უფრო ძლიერად იღგზნებიან და უფრო ხშირად აღწევენ ორგაზმს. ხოლო ალკოჰოლური კოქტეილებისგან დარჩენილი რკინის ქილები – ეს უკვე შეშფოთების მიზეზია. 

4. ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული
თუ მისი სახლი ისტორიული მუზეუმის საცავს ჰგავს – ეს უკვე იმის მიზეზია, რომ სხვა მეგობარი ქალი ეძებო. ინგრიდ კოლინზის სიტყვებით: "ქალი, რომელსაც ძველი ნივთები, წიგნები, გაზეთები და ჟურნალები აქვს სახლში, ფსიქოლოგიურად არ არის მზად, გაუშვას წარსული, რაც ხელს უშლის აწმყოსთან ურთიერთობის აწყობაში". 

5. შიშველი კედელი
ქალს კედლებზე არ აქვს გაკრული დედის და დაქალების ფოტოები? ნუ აჩქარდები და წინასწარ ნუ გაგიხარდება, რომ არ გაარჩევს თქვენს ურთიერთობებს სხვა ქალებთან. არავერბალური კომუნიკაციის სპეციალისტი დევიდ გივენსი ამბობს: "ძალიან ცუდია, თუ სახლის კედელზე არანაირი სურათი ან კალენდარიც არ არის გაკრული. გამოქვაბულის ხალხიც კი ხატავდა კედლებზე იმისათვის, რომ სახლის სიმყუდროვე შეეგრძნო".

6. მზითევი
ყურადღება! თუ მის საწოლზე შენიშნეთ: ბალიშების პირამიდები და საბნების მთები, სპონტანურ სიახლოვეზე ნურც კი იოცნებებთ. "ბალიშების სიმრავლე სექსის მიმართ უინტერესობის ნიშანია – ისინი თითქოს შენსა და მას შორის ბარიერს ქმნის", - ირწმუნება ჯუდი ჯეიმსი. 

7. გახსნილი ქალი
გადაწეული ფარდები ქალიშვილის საძინებელში – კარგია მხოლოდ წინა სადარბაზოში მცხოვრები მოზარდი ბიჭებისთვის, რომელთაც ბინოკლები აქვთ მომარჯვებული... და არა შენთვის. " ადამიანები, რომელთაც უყვართ ფანჯრებისა და კარის ღიად დატოვება, ბუნებითაც გახსნილები არიან და მზად არიან სიახლეებისთვის, - ამტკიცებს ნავარო. – თუ ქალს ყველაფერი ჩაკეტილი და დაფარული აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ყველასგან და ყველაფრისგან უნდა დამალვა. განსაკუთრებით კი, ცვლილებების ეშინია"...

8. ტრიუმფალური მარკა
ზოგიერთი ადამიანი საქვეყნოდ გამოფენს ხოლმე ძველ მისალოც ბარათებს. ახლა შეცვალე წინა წინადადებაში სიტყვები "ზოგიერთი ადამიანი" სიტყვით "ნევრასთენიკი" და შენ მიხვდები, რატომ სჯობს ასეთი ქალისგან თავი შორს დაიჭირო. ფსიქოლოგიის პროფესორი სემ გოსლინგი თვლის, რომ ასეთი კორესპონდენცია – სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის გამხნევების მცდელობა: "ასე იქცევიან საკუთარ თავში რწმენის არმქონე ადამიანები."

9. ფეხსაცმელები კარებისკენ მიგითითებთ
თუ ნახე, რომ ქალის სახლში ყველგან ფეხსაცმელები ყრია, სასწრაფოდ გაეცალე იქაურობას, გირჩევთ ჯუდი ჯეიმსი: "როცა კაპრიზული, ზედაპირული ქალი დიდი მოთხოვნილებებით, ცუდ ხასიათზეა – ის ფეხსაცმელსა და ჩანთებს ყიდულობს. სინამდვილეში კი მისი პრობლემა დაბალ თვითშეფასებაშია ან ხასიათის ავადმყოფურ ცვლილებებში, რასაც მკურნალობა სჭირდება". სხვა საქმეა, თუ ის მოდური ჟურნალის რედაქტორია.