EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მკურნალი ხეები »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-01-08 16:31:43

მკურნალი ხეები

ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. აბა, ერთი წუთით დავფიქრდეთ: ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მაცივარი, მტვერსასრუტი და ათასგვარი სხვა საოჯახო ტექნიკა, საღებავები, ლაქი, ავტომობილი - ყოველივე ის, რითაც არის გარემოცული თანამედროვე ადამიანი, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს. ყოველი მათგანი ცალკე აღებული საკმაოდ მავნეა, ერთად კი ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველ კოქტეილს ქმნის. ასეთი მოწამვლის შედეგად ადამიანი ითენთება, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, ხშირად სტკივა თავი, ღიზიანდება...

როგორ მოვიქცეთ?
დახმარებისთვის ისევ ბუნებას უნდა მივმართოთ, საცხოვრებელ სახლებთან ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები, რომლებიც გაანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს, გამოიმუშავებენ ჟანგბადს და თავიანთი ბიოველით დადებით გავლენას მოახდენენ ჩვენზე, უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხისათვის და ისინი მოჭრას გადავარჩინოთ. პრაქტიკულად ყველა ხემცენარე (გარდა ალვისა, თხმელისა და ველური იასამნისა) ადამიანზე მაკურნებელ გავლენას ახდენს, კურნავს ფსიქიკურ აშლილობას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის სტრესსა და თავის ტკივილს, თუმცა მაინც ჯობს, ვიცოდეთ თითოეული მათგანის გამაჯანსაღებელი თვისებები და თავისებურებები: არყი ხელს უწყობს ძალებისა და ყურადღების კონცენტრირებას, ენერგიის გადანაწილებას ორგანიზმში, ახდენს ჰაერის იონიზებას, ახალისებს და ხელს უწყობს შინაგანი წონასწორობის აღდგენას. მისი წვენი საუკეთესო ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევა.

  • წიფელი - ამაღლებს გამძლეობას სტრესების მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • მუხა - ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს, ეხმარება ადამიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და ავსებს მას ენერგიით.
  • წაბლის ხე - კურნავს რევმატიზმს და უძილობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფანტავს შიშს.
  • ფიჭვი - ამშვიდებს, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას, ხოლო ფიჭვნარში სეირნობა კურნავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ფიჭვს მძიმე, მკვრივი ბიოენერგია აქვს, ამიტომ მათთვის, ვისაც გულის ან თავის ტკივილი აწუხებს, ფიჭვნარში სეირნობა რეკომენდებული არ არის.
  • ცაცხვი - ამ ხის დადებითი ენერგია გულჩათხრობილ ადამიანებს გულისნადების გამხელაში ეხმარება. ცაცხვს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც კონცენტრირებულია ყვავილებსა და ყვავილის ფოთლებში. ყვავილებში თავმოყრილია პოლიფენოლები (ფლავონოიდები), ლორწოვანი ნივთიერებები და მცირე რაოდენობით ეთეროვანი ზეთი, არომატული მჟავები და ტანინები.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია ცაცხვის ჩაი, რომელიც დაბლა სწევს ტემპერატურას და აცხრობს ხველას. ცაცხვის ნახარში შესანიშნავად ასუფთავებს ფილტვებს მიკრობებისგან. ცაცხვს ხშირად რთავენ სააფთიაქო ფიტონარევების შემადგენლობაში როგორც გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებას. ცაცხვის ჩაი შეიძლება მიიღოთ ასევე ორგანიზმის მოსამაგრებლად. ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილებისა და ფესვებისგან არის დამზადებული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. თუ ანთება გაქვთ, გირჩევთ, ვერხვს ან ალვის ხეს ჩაეხუტოთ. აკაციის ბიოენერგია ადამიანს ახალისებს და სიმსუბუქეს მატებს. აკაცია უნივერსალური დონორია. იგი ყველას სჭირდება.

  • ცირცელს აკაციის მსგავსი ბიოენერგია აქვს, მაგრამ გაცილებით სუსტი.
  • ბროწეული - კარგი იქნება, თუ მას სახლში ან სახლის ახლოს გაახარებთ. ის ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სტიმულს აძლევს მას.
  • ლიმონის ხე - წმენდს ჰაერს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, გვეხმარება არასასურველი გარეგანი ფაქტორების შედეგად დასუსტებული ბიოველის აღდგენაში.
  • კაქტუსი - რაც მეტია ეს მცენარე ჩვენ ირგვლივ, მით უკეთესი. კაქტუსი ანეიტრალებს რადიაციულ ზემოქმედებას. გარდა ამისა, მისი ბიოველი სტიმულს აძლევს ეროგენულ ზონებს. კაქტუსი უმჯობესია ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს განვათავსოთ.

გაზაფხული ხეებთან "ურთიერთობისთვის" საუკეთესო დროა. წლის ამ პერიოდში ხეები იღვიძებენ და კარგად ითვისებენ პათოგენურ ენერგიას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. შეეხეთ ხეს, როგორც ძველ მეგობარს, რომელსაც ყველა ფიქრსა და დარდს უზიარებთ, ან, უბრალოდ, დასხედით ხის ძირას და დააკვირდით მისი ტოტების თანაბარ მოძრაობას. თქვენი აღელვებული, აფორიაქებული გული აუცილებლად დამშვიდდება.

Medicinal-trees

Medicinal-trees

Medicinal-trees