EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ორგანიზმის გაწმენდა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-01-15 18:51:47

გაახალგაზრდავების რეცეპტი მოძებნილია

გაახალგაზრდავების რეცეპტი მოძებნილია

ეს უნიკალური რეცეპტი აღმოჩენილია იუნესკოს ექსპედიციის მიერ 1971 წელს ტიბეტურ მონასტერში თიხის ფირფიტებზე. შედგენილია 4-5 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე. თავისი სიმარტივისა და ეფექტურობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.

მოქმედება და შედეგი: მკვეთრად აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი ისპობა გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

დამზადება: გავრეცხოთ და გავწმინდოთ 350 გ ნიორი, დავჭრათ წვრილად და დავსრისოთ ჭურჭელში ხის ან ფაიფურის კოვზით. ავიღოთ ამ მასის 200 გ ქვემო ფენიდან (სადაც წვენი მეტია). მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, დავასხათ 200 გ 96+-იანი სამედიცინო სპირტი და ჭურჭელი მჭიდროდ დავხუროთ. გავაჩეროთ ბნელ, გრილ ადგილას 10 დღე, შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გავფილტროთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში ან მკვრივ ქსოვილში და გავწუროთ. ჩავასხათ ისევ მინის სუფთა ჭურჭელში და გავაჩეროთ ასე 2-3 დღე ბნელ, გრილ ადგილას, რის შემდეგაც იგი მზად იქნება გამოსაყენებლად.

მკურნალობის კურსი: ნაყენი დავლიოთ ცივ რძესთან (50 გ რძე ერთ მიღებაზე) 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე შემდეგი სქემით: მე-11 დღიდან მივიღოთ 25 წვეთი ყოველ მიღებაზე. მიღება გავაგრძელოთ მანამ, სანამ მთელი ნაყენი არ დამთავრდება. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ. ნაყენი უნდა დამზადდეს შემოდგომაზე. მიღების ბოლო ვადაა იანვრის ბოლო. უფრო გვიან იგი არაეფექტურია.

გავიწმინდოთ ორგანიზმი

გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ნერვული, ენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადებების ვერანაირი მკურნალობა ვერ მოგვცემს სრული განკურნების გარანტიას, თუკი არ მოხდა გაწმენდის გზით ორგანიზმის გათავისუფლება ყოველგვარი იმ მავნე ნივთიერებისაგან, რაც როგორც ჯართი, ისე დაგროვდა მასში წლების განმავლობაში.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გაწმენდა აუცილებლად უნდა დავიწყოთ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ წმენდა ყოველგვარ აზრს კარგავს. გავწმენდთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, მაგრამ ცოტა ხანში გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავიდან წამოსული ჭუჭყი სწრაფად დაანაგვიანებს ისევ მათ. ამიტომ ჯერ შემოგთავაზებთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ორ მარტივ მეთოდს:

გაწმენდა ვაშლის საშუალებით. ყოველდღე 1 თვის განმავლობაში გავხეხოთ და შევჭამოთ უზმოზე 2-3 ვაშლი. მეორე თვეს იგივე გავიმეოროთ დღეგამოშვებით. ყველა შემთხვევაში საკვები უნდა მივირთვათ ვაშლის მიღებიდან 3 საათის გავლის შემდეგ.

გაწმენდა ასკილით. ასკილის გამშრალ ნაყოფს კარგად დავფქვავთ, შემდეგ დავაორთქლებთ და ვღებულობთ ღამით, ვახშმიდან 2-3 საათის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით. წმენდის ხანგრძლივობაა ერთი თვე.

***

ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა

თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი წესრიგში ჰქონდეს. ამის ნიშნებია: ადამიანი გაღიზიანებულია, ხშირად აქვს თავის ტკივილები, წნევა, წარმოიქმნება სტენოკარდია, ტკივილი მუხლის სახსრებში, წელში და სასქესო ორგანოებში, თვალები ჩქარა ეღლება, აქვს უძლურების შეგრძნება, ხშირი თავბრუხვევა, გრძნობს ფეხების და კუნთების სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის მუშაობა დარღვეულია, საჭმლის გადამუშავების უნარი დაქვეითებული, გულისრევის შეგრძნება, კანის სიფერმკრთალე და სხვა.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების გაწმენდის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მათში დაგროვილი “სიმდიდრე” გადავდენოთ ნაწლავებში, საიდანაც შემდეგ გარეთ გამოიყოფა.

 

მეთოდი #1 – ე. წ. “სწრაფი მეთოდი”.

გაწმენდამდე 10 დღით ადრე გადავდივართ ვეგეტარიანულ (უხორცო) კვებაზე, სასურველია, გაწმენდამდე 3-4 დღით ადრე დავლიოთ დიდი ოდენობით ახალგაწურული წვენები (ჭარხალი + ვაშლი 1:5 თანაფარდობით).

გაწმენდის პროცედურას შევუდგეთ საღამოს 19-20 საათიდან. იმ დღეს, დილით, ტუალეტის შემდეგ გავიკეთოთ გამწმენდი ოყნა. მთელი დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ ახალგამზადებული სტაფილოს წვენი, ან სტაფილო-ვაშლის წვენი ან ჭარხალი-სტაფილოს წვენი. თუ შიმშილმა შეგაწუხათ – შეიძლება მსუბუქად უხორცო საუზმის მიღება. საუზმის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ღვიძლის არეში დავიდოთ თბილი “გრელკა” და ამ სათბუნებლით ვიაროთ 19-20 საათამდე.

19-20 საათზე 200 გ ზეითუნის ზეთი და 200 გ ლიმონის წვენი შევათბოთ 40 გრადუს ტემპერატურამდე. დავლიოთ ყლუპებით: ვსვამთ 1-2 ყლუპ ზეითუნის ზეთს და ვაყოლებთ იგივე რაოდენობის ლიმონის წვენს, ასე ბოლომდე. თუ გულისრევა გვაქვს, შევისვენოთ 15-20 წუთი და შემდეგ გავაგრძელოთ პროცედურა. ზეთის და წვენის მიღების შემდეგ შეგვიძლია დავიძინოთ მარცხენა გვერდზე. სასურველია, თუ მთელი ღამის განმავლობაში ღვიძლის არეზე თბილი “გრელკა” გვექნება დადებული.

მოსალოდნელი შედეგები: დაახლოებით ღამის 11 საათზე ან უფრო გვიან (შეიძლება მეორე საღამომდე) იწყება ე. წ. ქვების, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში დაგროვილი მთელი ჭუჭყის გამოსვლა ორგანიზმიდან. განავალთან ერთად გამოდის პლასტელინის მსგავსი მწვანე და შავი ქვები, ქოლესტერინის წარმონაქმნები, მკვდარი ლორწოვანა, მაზუთის მსგავსი ნაღველი და სხვა მრავალი პათოლოგიური წარმონაქმნები. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაწმენდით კრიზისულ მოვლენებს (საერთო სისუსტე, თავბრუხვევა და ა. შ.), რაც კანონზომიერია. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ცოტა ხანში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

მეორე დღეს, დილით, ტუალეტის შემდეგ გავიკეთოთ გამწმენდი ოყნა. პირველი საკვები, სასურველია, შედგებოდეს წვენებისაგან (სტაფილოს, ჭარხალი-ვაშლის 1:5). როცა მოგვშივდება, შეგვიძლია მივიღოთ სალათები, მოშუშული ბოსტნეული, ფაფები წყალზე. ასე ვიკვებოთ 2-3 დღე.

თუკი მე-3, მე-4 დღეს ღვიძლის არეში შევიგრძნობთ სიმძიმეს, ეს ნიშნავს, რომ ჭუჭყი მხოლოდ “დაიძრა” ადგილიდან, მაგრამ გარეთ არ გამოვიდა. ამიტომ 2 კვირა დავისვენოთ და წმენდა ისევ გავიმეოროთ. საერთოდ, ღვიძლი საჭიროებს წელიწადში რამდენჯერმე (4-6) წმენდას.

არ შეიძლება გაწმენდა შიმშილობის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. უნდა დავისვენოთ 3-5 დღე და აღვიდგინოთ ძალები. ზოგიერთ ადამიანში წმენდის შემდეგ აღინიშნება პირღებინება. ამონაღებ მასაში კი ლორწო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წვენმა და ზეთმა იმოქმედა კუჭზე და გაწმინდა ის ჭუჭყისაგან. გაწმენდის დროს ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ.

მეთოდი #2.

მეთოდის არსი მდგომარეობს მცენარეული ზეთების (უმჯობესია მზესუმზირის ზეთი) წოვის აქტში. თავს ვხრით და 1 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთს ვიგუბებთ პირის ღრუს წინა ნაწილში. შემდგომ 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ვწოვოთ ეს ზეთი, ისევე როგორც საწოვარა ან კანფეტი.

ზეთის ჩაყლაპვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

წოვის პროცედურა უნდა ხდებოდეს დაძაბვის გარეშე. დასაწყისში პირის ღრუში მოთავსებული ზეთი ხდება ბლანტი, სქელი, შემდგომ კი თხევადი როგორც წყალი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადმოვაფურთხოთ. გადმოფურთხებული სითხე უნდა იყოს რძესავით თეთრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წოვის პროცესი ბოლომდეა მიყვანილი. შემდეგ პირში გამოვივლოთ წყალი და ეს წყალიც აგრეთვე გამოვაფურთხოთ.

ეს მეთოდი ხანგრძლივი მეთოდია. ტარდება მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიშვას გამწვავება, კერძოდ, ავადმყოფის გუნება-განწყობილების გაუარესება. ამ დროსაც არ უნდა შევწყვიტოთ მკურნალობა. ეს რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრუნდება.

რატომ არის აუცილებელი სისხლძარღვების გაწმენდა?

ოფიციალური მედიცინა აღიარებს ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის 40 ჯირკვლის არსებობას, იოგა – 400 ჯირკვლის, ხალხური მედიცინა – უფრო მეტის. ჯირკვლების ძირითადი ფუნქციაა გამოჰყოს სისხლში ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებას, და ანტისხეულები, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებებს.

როცა თვით “პრაქტიკულად ჯანმრთელი” ადამიანის სისხლძარღვების კედლები და მასთან ერთად ჯირკვლების სადინარები გაგლესილია ათასგვარი ნადებით, შლამით – ცხადია, სისხლში ჰორმონების და ანტისხეულების გამოყოფა შემცირებულია. რის გამოც დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ეცემა. ამასთან ერთად დაგროვილი შხამების გავლენით სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობა მცირდება. რის გამოც, გულის კუნთის ინფარქტის, თავის ტვინში სისხლჩაქცევის წარმოშობის შესაძლებლობა იზრდება.

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან თავიდან ავიცილებთ სისხლძარღვების გაწმენდით: მკვეთრად უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლა, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი გულის კუნთი ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა ისპობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

გაწმენდის მეთოდი #1:

დიდ თერმოსში ჩავყაროთ 1 ჩაის ჭიქა დანაყილი კამის თესლი და 2 სუფრის კოვზი დაფქული ვალერიანის ფესვები. დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. დავასხათ მდუღარე წყალი 2 ლიტრის შევსებამდე და გავაჩეროთ 1 დღე.

მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მანამ, სანამ მთელი ნარევი არ გათავდება.

გაწმენდის მეთოდი #2

350 გ. ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ 24 ცალი ლიმონისაგან გამოწურულ წვენს და გავაჩეროთ 24 დღე, ბნელ, გრილ ადგილას. მიღების წინ შევანჯღრიოთ.

მივიღოთ ერთჯერ დღეში, ძილის წინ 1 ჩაის კოვზი ნარევი ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი.

გაწმენდის მეთოდი #3

სისხლძარღვების გაწმენდის ტიბეტური მეთოდი ითვლება ყველაზე საუკეთესოდ, სრულდება 6 წელიწადში ერთჯერ და მაღალი ეფექტურობის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს რეცეპტად. სისხლძარღვების გასაწმენდად სპეციალური წესით მზადდება ნიორის სპირტხსნარით.

გულის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი გულის გაწმენდა: დროთა განმავლობაში გულის კუნთში გროვდება დაუძლურებული უჯრედები, ლორწო, ჭარბი მარილები და სხვა. ამასთანავე თუკი მსხვილი ნაწლავის ფუნქციები დარღვეულია, იმის გამო, რომ ვენური სისხლი სწორი ნაწლავის ქვემოთა ნაწილიდან ღვიძლში გავლის გარეშე, გაუსუფთავებელი სახით პირდაპირ გულში ხვდება – ეს დამატებით აჭუჭყიანებს გულს და საჭირო ხდება მისი გაწმენდა წელიწადში ორჯერ.

გაწმენდის შედეგად უმჯობესდება გულის მუშაობა, გულის კუნთი განახლდება და ინფარქტის წარმოშობის შესაძლებლობა მცირდება.

გაწმენდის მეთოდი:

ავიღოთ 1 ლიტრი რძე და 3 ცალი ლიმონი. დილით 1/3 ლ. რძეში ჩავწუროთ 1 ცალი ლიმონი და დავლიოთ. 12 საათზე იგივე გავიმეოროთ. ბოლოს ძილის წინ იგივე ნარევი მივიღოთ. მთელი დღის განმავლობაში სასურველია ვეგეტარიანული (უხორცო) კვება. გაწმენდის კურსი 2 კვირა გრძელდება, ე.ი. გვაქვს ჩასატარებელი სულ 14 პროცედურა.

ცხვირის გაწმენდა

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან ავიცილებთ ცხვირის გაწმენდით: მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი, რინიტი, ჰაიმორიტი, გლაუკომის საწყისი ფორმა და თვალის ისეთი დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მტკივნეულობა, ქათმის სიბრმავე, მხედველობის დაქვეითება; დადებითად მოქმედებს თვალის ფსკერზე და სმენაზე. შესანიშნავი საშუალებაა შაკიკის, უძილობის ან პირიქით, ძილიანობისაკენ მიდრეკილების, მეხსიერების დაქვეითების დროს, ხელს უწყობს ინტელექტის განვითარებას, აფერხებს გამელოტებას და თმის ცვენას, ეფექტურია ტუბერკულოზის, რევმატიზმის სამკურნალოდ. ცხვირის ძგიდეზე არსებული რეცეპტორები ძლიერ რეფლექსურ ზემოქმედებას ახდენენ გულზე, ფილტვზე, კუჭზე და ა. შ. – მთელ ორგანიზმზე, ამიტომაც ქვემოთ მოყვანილი ცხვირის გაწმენდის ინდური მეთოდი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ თითქმის ყველა დაავადების მკურნალობის პროცესში.

გაწმენდის მეთოდიკა:

1) გაწმენდა იოგას მეთოდით. 0,5 ლ ბოთლს ან ჩაის დასაყენებელ ჩაიდანს ვავსებთ 37-38 გრადუსი ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ვარგებთ ბავშვის საწოვარას, 3-5 მილიმეტრის სიდიდის ხვრელით. ვხსნით წყალში 1 ჩაის კოვზ სუფრის მარილს. ვიდგამთ მუხლზე ან ვდებთ იატაკზე თასს, ვიღებთ ჩაიდანს ან ბოთლს და მასზე მორგებულ საწოვარას ჩავიდგამთ მარჯვენა ნესტოში (შეგვიძლია მარცხენითაც დავიწყოთ). ამასთანავე თავს ვაბრუნებთ მარცხნივ ისე, რომ მარცხენა ყური მიქცეული იყოს იატაკისაკენ. ოდნავ წინ ვიხრებით. დინჯად ვსუნთქავთ პირით. 1-2 წამის შემდეგ წყალი შევა მარჯვენა ნესტოში და მარცხენა ნესტოთი გადმოიღვრება, ისე რომ არ მოხდვება პირის ღრუში. როცა ბოთლი სანახევროდ დაიცლება, ვიღებთ საწოვარას ცხვირიდან, ვიხრებით წინ და ცხვირით ვაკეთებთ რამოდენიმეჯერ მკვეთრ ამოსუნთქვას. შემდეგ არ ვსწორდებით და ამ მდგომარეობაში ვაბრუნებთ თავს მარცხნივ. შემდეგ მარჯვნივ და ვიმეორებთ მკვეთრ ამოსუნთქვას ცხვირით. ამასთანავე არ უნდა დავაცემინოთ ან ცხვირი არ მოვიხოცოთ – წყალი შეიძლება მოხვდეს შუა ყურში. ამის შემდეგ პროცედურას ვიმეორებთ მეორე ნესტოსათვის.

წმენდისას მოსალოდნელი მოვლენები: პროცედურის ჩატარებისას ცხვირი სრულიად პასიურია. ცხვირით არავითარი სუნთქვა და წყლის შეწოვა არ ხორციელდება, ხსნარი თვითონ შედის და გამოდის. შეიძლება წყლის ნაწილი მოხვდეს პირის ღრუში, არაფერია საგანგაშო. თუკი ერთი წუთის შემდეგ წყალი თავისით არ გადის ნესტოებში, ცხვირის გზები შეიძლება შეწოვით გავწმინდოთ. ამისათვის დავრჩეთ თავდახრილ მდგომარეობაში, თავისუფალ ნესტოს მივაჭიროთ თითი და მეორე ნესტოთი ნელა შევისრუტოთ ხსნარი. წყალი უნდა გადადინდეს ცხვირიდან პირში. როგორც კი პირი წყლით აგვევსება, გამოვიღოთ საწოვარა, გავათავისუფლოთ ის ნესტო, რომელიც ადრე თითით გვქონდა მიჭერილი, ამოვისუნთქოთ იმ ნესტოთი და გავაღოთ პირი. ასეთივე გზით გავიწმინდოთ მეორე ნესტო. ამის შემდეგ წყალი ერთი ნესტოდან თავისუფლად გადადის მეორეში. გავიწმენდთ რა ამ მეთოდით ცხვირს, აუცილებელია დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით წინ დავიხაროთ, მოვკიდოთ წვივებს ხელი და ამ მდგომარეობაში რამოდენიმეჯერ ჩავისუნთქოთ პირით და ამოვისუნთქოთ ცხვირით, თან თავი ვაბრუნოთ მარცხნივ და მარჯვნივ. ყველაფერი ეს საჭიროა ცხვირის გამოსარეცხი წყლისაგან სრულად გასათავისუფლებლად.

2) გაწმენდა ურინით: ცხვირის გაწმენდა შემდეგნაირადაც შეიძლება – ძველი აღმოსავლური ურინოთერაპიის მეთოდის მიხედვით ვიღებთ დილის თბილ საკუთარ შარდს მარჯვენა ხელში და შევიწოვთ მარცხენა ნესტოთი (მეორე ნესტო ამ დროს უნდა დავხუროთ მარცხენა ხელის თითით). შემდეგ იგივე პროცედურას ვიმეორებთ მარჯვენა ნესტოსათვის მარცხენა ხელით. ამგვარი მეთოდით ცხვირის გაწმენდის ეფექტი – მყისიერია.

შ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი. ტ. III. თბილისი, 1997