EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თოვლის ბაბუ, სანტა კლაუსი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2012-12-31 16:09:50

თოვლის ბაბუ, სანტა კლაუსი

თოვლის ბაბუ, სანტა კლაუსი

ახალი წელი, რა ახალი წელია თუ მას თოვლის ბაბუა არ ახლავს. საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის, წითელი – სანტა-კლაუსის შემთხვევაში), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღდელთმსახური): “თოვლის ბაბუ” ასეთი პერსონაჟი ან პიროვნება, ეკლესიაში ცნობილი არ არის.

“ნოე ბაბა”, “დედ-მაროზი” თუ “თოვლის პაპა” ერქმევა, ეს არის უბრალოდ, ხალხური, გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც მოდის და ახალ წელს გვილოცავს და გვასაჩუქრებს. მაგრამ, როგორც ქრისტიანებმა ვიცით, რომ ყველანაირი სიკეთის მომნიჭებელი არის უფალი. ასე რომ, თუ რაღაც მოგვეცემა და გვეძლევა, მხოლოდ და მხოლოდ უფლისგან. მხოლოდ ღმერთია ჩვენი გამხარებელი და მასაზრდოებელი. მეტი წყარო სიხარულისა არ არსებობს.

ბავშვის ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ღმერთი კი არა, მას რაღაც უცნაური არსება ასაჩუქრებს, რომელიც ხან ეტლით, ხან მარხილით მოგზაურობს, არასწორია. ბავშვის ცნობიერებაში ეს იწვევს გაორებას და იმ სამყაროს დარღვევას, რაც თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ პიროვნებაში.

ღმერთი არის ყველაფრის წყარო, თუ რამეს ვთხოვთ და წერილს ვუწერთ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და არა თოვლის ბაბუას. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაღაც გვეკუთვნის, ის აუცილებლად მოგვეცემა და არ დაგვიგვიანდება. “თოვლის პაპის” არსებობას ეკლესია იწყნარებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება არ არსებობს, არც დარღვევა არ არის. ამის საჭიროება არ დგება. თოვლის პაპა, არსად არ გამხდარა დაპირისპირების საგანი.
“თოვლის პაპას”, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ამერიკასა და ინგლისში – სანტა კლაუსს ეძახიან, ნორვეგიაში ულებუქსს, ესპანეთში – პაპა ნოელს, რუსეთში – დედ მაროზს და ა.შ.

“თოვლის პაპა”, ყველა ქვეყანაში საჩუქრებს სხვადასხვაგვარად არიგებს. რუსეთში – ნაძვის ხის ქვეშ აწყობს, ინგლისსა და ირლანდიაში – წინდებში, მექსიკაში – ფეხსაცმელში, საფრანგეთში – საკვამურის მილში, ესპანეთში – აივანზე”.

ვინ არის სანტა კლაუსი?

შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.

19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.

განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში – VI საუკუნიდან, რომში კი – VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.

როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.

სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს “საეპისკოპოსო” თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე “წმიდა ნიკოლოზი” არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ “გამოცდის” შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.

თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია “კოკა-კოლას” სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე “სანტას” ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში “საშობაო პაპა” სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში “საშობაო პაპის სტუმრობა”.

სამწუხაროდ  თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.