EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ ვუმკურნალოთ გრიპს (გაციებას) (ხალხური მეთოდები) »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: natasha
თარიღი: 2014-02-07 23:16:59
ზამთარია, ცივა და ბევრს აწუხებს გრიპისა და გაციების პრობლემა. (და არა მხოლოდ ზამთრში)იმისათვის, რომ მარტივად შეძლოთ ამ პრობლემის მოგვარება გაეცანით გრიპის სამკურნალო რვა ხალხურ მეთოდს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
რეცეპტი 1
1 ჭიქა ადუღებული წყალი
1 კბილი ნიორი
1/4 ლიმნის წვენი
1 ჩაის კოვზი პიტნა
თაფლი
----------------------------------------
რეცეპტი 2
არაყი
----------------------------------------
რეცეპტი 3
შავი მოცხარი
დაშაქრული მურაბა
----------------------------------------
რეცეპტი 4
სოჭის ზეთი
----------------------------------------
რეცეპტი 5
სოდა
მარილი
----------------------------------------
რეცეპტი 6
ხახვი
ზეთი
----------------------------------------
რეცეპტი 7
ლიმონი
----------------------------------------
რეცეპტი 8
იოდი
წალი
საფეხურები
1. რეცეპტი
მოამზადეთ სასმელი: 1 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაჭერით 1 კბილი ნიორი წვრილად, ჩაყარეთ ჭიქაში და გასრისეთ კოვზით, დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. დახურეთ და ხარშეთ 3-5 წუთი.(სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი). ჩაწექით ლოგინში და სამი დღე ნუ მიიღებთ საკვებს. თუ შიმშილობა არ გინდათ, გამოჯანმრთელებამდე რაციონიდან გამორიცხეთ რძის პროდუქტები.
2. რეცეპტი
ყველაზე ცნობილი ხალხური მეთოდი არაყია. თუ გრიპის შეყრიდან 3-5 საათის განმავლობაში (ან უფრო ადრე პროფილაქტიკის მიზნით) 100-150 გრამ არაყს გადაჰკრავთ, გრიპის ვირუსები ვეღარაფერს დაგაკლებენ. თუ არაყს შავ პილპილს და წიწაკას დაამატებთ. მაშინ ნებისმიერი გაციებას 2-3 დღეში მოირცენთ.
3. რეცეპტი
ეფექტური საშუალებაა შავი მოცხარი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახით გაქვთ ის (დაშაქრული მურაბა, გამხმარი ფოთლები, ნაყოფი). მოცხარი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დალიეთ ჩაის სახით დღეში 3-4 ჭიქა.
4. რეცეპტი
ავადმყოფს შეუზილეთ სოჭის ზეთი (არა უმეტეს 6 გრამისა) მკერდზე, ზურგზე, ხელებზე, ფეხებზე ყოველ 5-6 საათში. ამავე დროს ჩააწვეთეთ ცხირში თითო წვეთი.
5. რეცეპტი
გრიპის დროს ცხვირის მოხოცვა საკმაოდ ხშირად გვიხდება. თუ სურდო ძლიერია, შეიძლება ყნოსვაც კი დავკარგოთ (დროებით!). ხალხური მედიცინა ამ შემთვევაშიც გამოგვადგება. სოდა და მარილი (თითო ჩაის კოვზი) ჩავყაროთ 200 გრამიან ჭიქაში, დავასხათ თბილი წყალი და თითეული ნესტოთი ცალ-ცალკე შევისრუტოთ. ნუ შეგეშინდებათ, ეს არც ისე რთული გასაკეთებელია, სითხე უკანვე გადმოიღვრება.
6. რეცეპტი
უმი ხახვი გავხეხოთ, მიღებული ფენა მოვათავსოთ დოლბანდზე და ეს კომპრესი დავიდოთ ცხვირის მიდამოებში 10 წუთით. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია წავისვათ ზეთი ცხვირის მიდამოებში.
7. რეცეპტი
აიღეთ 2 ლიმონი (გააცალეთ კურკები) და გახეხეთ. გაჭყლიტეთ 2 თავი ნიორი. მიღებული ფაფა შეურიეთ 1 ლიტრა ადუღებულ წყალს, გააჩერეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ნაყენი გადაწურეთ, დადგით მაცივარში და მიიღეთ უზმოზე, სუფრის კოვზით.
8. რეცეპტი
გაიკეთეთ ცხვირის გამორეცხვები. თბილი წყალი შევურიოთ იოდის ნაყენს (9-10 წვეთი იოდი ერთ ჭიქა წყალზე). ეს წყალი ცხვირის მეშვეობით რამდენჯერმე შეისუნთქეთ.