EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კიბოს სამკურნალო მცენარე, რომელიც ფარმაცევტების მიერ იბლოკება »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2014-02-18 23:14:06
ხილი, რომელიც კურნავს კიბოს და მისი ზემოქმედება 10 ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიოთერაპიის.
,,მათ არ უნდა, რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცოდეთ, რადგან სამედიცინო პრეპარატების მსხვილი მწარმოებლები ვერ გაყიდიან თავიანთ პროდუქციას“ , - სტატიას ამ თემაზე აქვეყნებს ინტერნეტ ჟურნალი ,,МЕМО“.
გუანაბანა ითვლება ყველაზე ძლიერ ანტიკანცეროგენად პლანეტაზე, რომელიც შექმნა ღმერთმა. გრავიოლას ხის ნაყოფი ეს არის სასწაული, რომელიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ახლობელ ადამიანებს და მოუყვეთ, რომ აუცილებელია გუანაბანას წვენის დალევა, რათა თავი ავარიდოთ დაავადებას. ის სასიამოვნო დასალევია და არ აქვს გვერდითი მოვლენები, ისეთი, როგორიც აქვს ქიმიოთერაპიას.
გუანაბანა არის დაბალი სიმაღლის ხე და იკავებს ნაკლებ ადგილს. ის ცნობილია ბრაზილიაში გრავიოლას სახელით, ლათინურ ამერიკაში გუანაბანა და soursop ინგლისურ ენაზე. მას აქვს მსხვილი და ტკბილი ნაყოფი, საკვებად მიიღება ნედლი სახით და გამოიყენება წვენების დასამზადებლად. ამ მცენარის მიმართ ინტერესი გამოწვეულია მისი კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით. გარდა ამისა, მას აქვს უამრავი სხვა თვისებაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მისი სიმსივნეზე ზემოქმედება.
ეს მცენარე შემოწმებულია და ამტკიცებენ, რომ სასარგებლოა ყველა ტიპისა და ფორმის კიბოს წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
აგრეთვე ითვლება, რომ მცენარე არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. ფლობს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტულ თვისებებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და არის ანტიდეპრესანტი.
ამ ინფორმაციის წყარო არის წამლების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. 1970 წელს იყო ჩატარებული 20-ზე მეტი ლაბორატორიული ტესტი, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ექსტრაქტი ანადგურებს ავთვისებებიანი სიმსივნის 12 ტიპს - მსხვილი ნაწლავის, ძუძუს ჯირკვლების, პროსტატის, ფილტვის და პანკრიასის.
მცენარე კიბოს უჯრედების ზრდას 10 ათასჯერ უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე ადრიამიცინი (ცნობილი ქიმიოთერაპიული პრეპარატი). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრავიორას ექსტრაქტით თერაპიის შემთხვევაში ნადგურდება მხოლოდ კიბოს უჯრედები და ის არ აყენებს ზიანს ჯანმრთელ უჯრედებს.
მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტი, L.C. 819H.CHARLES STREET BALTIMORE MD1201.
იხ.ლინკი: http://memo.im/guanabana-lechit-rak/