EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ავარჩიოთ ჩვენი სუნამო? (ტესტი) »

კატეგორია: სუნამო-პარფიუმერია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-02-19 18:53:00

როგორ ავარჩიოთ “ჩვენი” სუნამო? (ტესტი)

თუ საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებია, ეს ფრანგული ტესტი გამოიყენეთ. ის იმ სურნელების სამყაროს კარს გახსნის, კონკრეტულად თქვენთვის რომ არის შექმნილი. დაწერეთ მხოლოდ სიმართლე, თორემ სასურველი რეალურად გასაღდება ვერაფერს მოიგებთ და ივლით თქვენთვის “უცხო” სურნელით.

1.მაცდურ ქალად მიგაჩნიათ:
   1 - მადონა 
   2 - უმა თურმანი
   3 - შერონ სტოუნი 
   4 - ნიკოლ კიდმანი
   5 - ანჯელინა ჯოლი

2. მაცდურ მამაკაცად მიგაჩნიათ:
   2 - ბილ კლინტონი
   3 - კვენტინ ტარანტინო
   4 - ჯონ ტრავოლტა
   5 - ლიუკ ბესონი
   1- ჟერარ დეპარდიე

3. წვეულებაზე თქვენ ჩაიცვამთ:
   3 - ვიწრო კაბა, დეკოლტე
   4 - გრძელი ქვედაბოლო და ღია ფერის ზედა სამოსი
   5 - რაც ხელში მომხვდება
   1 - პატარა შავ კაბას
   2 - მდიდრულ კაბა-კოსტიუმს

4. თქვენი საყვარელი თაიგული:
    5 - მზიური, როგორც მზესუმზირას ყვავილები 
    1 - დიდებული, ზამბახი ან გლადიოლუსი
    2 - იაპონური იკებანა
    3 - სიმბოლური, როგორც მაგალითად 15 წითელი ვარდიsimboluri 
    4 - უბრალო გვირილები ან მინვრის ყვავილები

5. მეგობრებისთვის მოამზადებთ:
    1 - ზღვის დელიკატესებს
    5 - პიცას
    2 - შემწვარ კარტოფილს კოტლეტებთან ერთად
    3 - ბარბიქიუს
    4 - ხილის სალათს

6. თქვენი თილისმა - სამკაული არის:
    3 - საყურე ძვირფასი თვლით
    1 - მარგალიტის კოლიე
    5 - ეფექტური გულსაბნევი
    4 - ოქროს წვრილი ჯაჭვი
    2 - ვერცხლის ბეჭედი

7. თქვენი საყვარელი ფერი:
    4 - პასტელის ნაზი ფერები
    5 - იასამნისფერი
    1 - თეთრი
    2 - ყავისფერი, შავი
    3 - წითელი

8. სად შეიძლება შეხვდე შენიოცნების მამაკაცს”:
    1 - ძვირადღირებულ რესტორანში
    2 - ფიტნესკლუბში
    4 - გამოფენაზე, თეატრში, კინოში
    5 - მნიშვნელობა არ აქვს. ბედი გადაწყვეტს
    3 - ღამის კლუბში

9. რას იტყვიან თქვენი თვალები პირველ პაემანზე:
    2 - ბევრს დაპირდებიან, მაგრამ არა დღეს
    3 - ვნებიანნი იქნებიან, მის დასაბნევად
    4 - მორიდებული, ფრთხილი, ფარული მზერა
    5 - მხიარული, ხალისიანი, ეშმაკუნას გამოხედვა
    1 - ყინულის დედოფლის გამყინავი მზერა

10. რას დალევთ პაემანზე:
    3 - პუნში (ზამთრის ძლიერი სასმელი)
    4 - შოკოლადი
    5 - მარგარიტა (ტეკილა-ლიქიორი-ლაიმი)
    1 - შამპანური
    2 - ძვირფასი ღვინო

11. ის თქვენ წაგიყვანთ:
    4 - გრძელი ვარდისფერი კადილაკით 60-იანების სტილში
    5 - ბაიკერულ მოტოციკლზე
    1 - მერსედესი მძღოლით
    2 - თვითმფრინავით
    3 - სპორტული მანქანით

12. თქვენ განსაკუთრებულად მიმზიდველი ხართ:
    1 - მარგალიტისფერ აბრეშუმის თეთრეულში
    2 - თეთრ პერანგში
    3 - მაქმანებიან შავში
    4 - ხელით ნაქარგ თეთრეულში
    5 - გამჭვირვალე პენუარში

13. სიყვარულის პირველი ღამის შემდეგ აჩუქებთ:
    3 - ჩაწერილ თქვენს ხმას
    4 - ხელს და გულს
    5 - დაშიფრულ გზავნილს 
    1 - თქვენი სუნამოს სურნელით გაჟღენთილ ცხვირსახოცს 
    2 - სავიზიტო ბარათს ტელეფონის ნომრით

14. სად უნდა დაგპატიჟოთ მან:
    1 - კამერული მუსიკის კონცერტზე 
    5 - მთის მდინარეზე დასაშვებად, ჯომარდობაზე
    3 - აგარაკის ბრწყინვალების შესაფასებლად
    2 - უქმეებზე კანარებზე
    4 - რომანტიკული ტური, ვთქვათ, ვენეციაში

შედეგები: პასუხების მეტ ნაწილს წითელი 1-იანები შეესაბამება? - წითელი ვარსკვლავი ნახეთ. 2-იანები? - იასამნისფერი. 3-იანები? - მწვანე და ..  

* საოცრება
თქვენი სახე დიდმა კლასიკოსებმა შექმნეს, ზედროული და ზესივრცული არსება ხართ. ელეგანტურობა - თქვენი მეორე ნატურაა. ფრჩხილის ბოლოებამდე უნაკლოდ მოვლილი ბრძანდებით. დევიზი - სრულქმნილება, ჰარმონია, თავშეკავება. სახლში დახვეწილობა მეფობს, განათებიდან დაწყებული ყვავილების თაიგულამდე - ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. თქვენ ყოველთვის ფორმაში ხართ, მაგრამ მოდის დიქტატს ქედს მაინც არ უხრით. გირჩევნიათ საუკეთესო ქსოვილი, ხარისხი, მინიმალური მაკიაჟი და დიდი კლასიკოსების - შანელი, დიორი, გერლენი - არომატები.

უყვარხართ - ფაქიზი, იდუმალი პეწის, ერთგვარი თავისუფლების, კულტურისა და გემოვნებისთვის. 

გსაყვედურობენ - ზედმეტი სიცივის გამო, რომელიც უფრო გამოგონილია, ვიდრე ნამდვილი. 

ადამიანი ხშირად გნახავთ კარგ სტილისტთან, ან გამოფენაზე, თეატრში ან დეკორატიული ნივთების მაღაზიაში.

თქვენი სუნამოებია: Allure de Chanel, Sublime de Jean Patou, First de Van Cleef&Aprels, Caleche Hermes, Mitsouko de Guerlain, J'adore de Dior, Prada de Prada.

* მოღვაწე
თქვენთვის სიახლის შუქ-ჩრდილებია, ისინი თქვენს ხასიათს გამოკვეთენ. თქვენ - ჭკვიანი და საქმიანი – გამუდმებით თავს იმკვიდრებთ, განსაკუთრებით პროფესიულ ასპარეზზე. ენერგიული, გაბედული, სპორტული ხართ. კონკურენცია სტიმულს გაძლევთ, წარმატება კი - გათრობთ. უბრალოება, ბუნებრიობა, სიმკაცრე მოგწონთ. კატეგორიულ უარს უცხადებთ მოუწესრიგებლობას. თქვენი საყვარელი სტილია – კარგი კოსტიუმი მამაკაცისთვის უფრო შესაფერისი ქსოვილებით და ტყავით, დაბალი ქუსლი, ბუნებრივი, მსუბუქი მაკიაჟი, კარგად დავარცხნილი თმა. მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილი: დილის ვარჯიში, ვიტამინები, სასარგებლო პროდუქტები. ცდილობთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. თუ დაგჭირდათ, პლასტიკური ქირურგის ჩარევასაც არ ითაკილებთ. სუნამოს სადღაც მობილური ტელეფონის მეზობლად, პატარა შუშით ატარებთ. სურნელი ძალიან ფაქიზი უნდა იყოს, მაგრამ გამამხნევებელი, მოდური და ქედმაღალი.

გაფასებენ – მიზანდასახულობის, ნათელი გონებისა და ლოიალობისთვის. 

გსაყვედურობენ – ზედმეტად მომთხოვნი და ამბიციური ხასიათის გამო.

თქვენი ნახვა ფიტნეს-კლუბში, ტენისის კორტებზე, ვეგეტარიანული სამზარეულოს რესტორანში, კინოცენტრში – პრემიერაზე შეიძლება.

თქვენი სუნამოებია: Pleasures d'Este Lauder, l'Eau de Rochas, Boss Hugo Boss, Lacoste pour femme, Summer by Kenzo de Kenzo, MaxMara, Angel Schlesser Essential Femme.

* ჯადოქარი
მოსწონდეთ - აი, თქვენი ცხოვრების ამოცანა... მაცდური, გლამურული, ზუსტად იცით, რა არის ქალურობა და ძალიან კარგად იცით, როგორ გაუსვათ ხაზი საუკეთესოს თქვენში: თვისებებს, გარეგნულ დეტალებს, ტანის მიხვეულ-მოხვეულებს... მზერა და გამაოგნებელი დეკოლტე – აი, საბედისწერო ქალის იარაღი. საკუთარ თავს თბილი და სექსუალური არომატებით “ამკობს”. ცდუნების თქვენეულ ხელოვნებას აბაზანაში, რბილ ქაფში, დამარბილებელი ნიღბებით და ზეთებით საათობით ხვეწთ. შოპინგის მოყვარული ხართ და თეძოების მომაჯადოებელ მიხვრა-მოხვრაზე ოცნებობთ: კოსტიუმში Muglet-სგან და ფეხსაცმელში გუჩისგან. შეუძლებელია, საღამოჟამს გარეთ ტუჩის საცხის ან მაკიაჟის გარეშე გახვიდეთ. ჩანთაში პარფიუმერიის მთელი მაღაზიაა. თქვენი ოცნებაა – სილამაზის ინსტიტუტი, სადაც თავიდან ფეხის ფრჩხილამდე, მილიმეტრიდან მილიმეტრამდე მოგხედავენ. სუნამოც ისეთი გირჩევნიათ, გონებას რომ დააკარგვინებს კაცს – აღმოსავლური მოტივები, მგრძნობიარე არომატები მუსკუსის, სანდალოზისა და ამბრის სურნელით.

თქვენი დაუფლების ვნებიანი სურვილი ქარიზმითა და სექსუალური მიზიდულობითაა გამოწვეული.

გსაყვედურობენ პროვოკაციებისა და საკუთარი პერსონის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულისთვის.

თქვენი ნახვა საუკეთესო პარფიუმერულ მაღაზიებში, ქვედა საცვლების ბუტიკში, მოდურ კლუბებსა და პოდიუმზე შეიზლება.

თქვენი სუნამოებია: Insolence de Guerlain, Perles de Lalique, Youth Dew de Estee Lauder, Hypnose de Lancôme, Miracle forever de Lancôme, Organza de Givenchy, Versace Bright Crystal.

* პრინცესა
ნაზი და მგრძნობიარე, მოგწონთ, რომ გიცავენ და ოცნებობთ, გაექცეთ პრობლემებს. თქვენ შთანთქავთ სასიყვარულო რომანებს, საპნის ოპერების გმირებს თანაუგრძნობთ. გრძნობთ, რომ ძლიერი ადამიანი გჭირდებათ, რომ მის მხარს დაეყრდნოთ. მარტოობა გაშინებთ, მონათესავე სულის მოსაძებნად ყველაფერზე მზადა ხართ. უკვე მერამდენედ რისკავთ. ემოციურს, ცოტათი ნერვულს, ცრემლი ადვილად მოგერევათ ხოლმე. კეთილი გული გაქვთ, ძალიან გიყვართ ბავშვები და იცით, როგორ იყოთ მოსიყვარულე, თუმცა ხანდახან შფოთიანი დედა. კეკლუცი ხართ, მოგწონთ, როცა მომხიბვლელად გამოიყურებით. პასტელის ფერები, დავარდნილი ქსოვილები და რბილი სვიტერები გირჩევნიათ. სხეულის სილამაზისთვის ცდილობთ, ერთსა და იმავე დროს ჭამოთ, ხანდახან მარტივ და ხანმოკლე დიეტებს იშველიებთ, რატომღაც გასახდომი ტაბლეტებისაც გჯერათ. არ გიყვართ ხმაურიანი მაღაზიები, სადაც უამრავი ხალხი ირევა და მომსახურე პერსონალიც ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი საყვარელი სუნამო რომანტიკულია: იის, ზამბახის, ვარდის საფუძველზეა შექმნილი. თქვენი ბავშვურად ღია სული ხილის და ატმის, მსხლის და წითელი მოცხარის სურნელისკენაც გიზიდავთ. საკუთარ ხატს ნაზი, ფაქიზი ძაფებით ქსოვთ და ეს ძაფები თავდაჯერებას და საკუთარი თავის რწმენას გჩუქნიან. 

თქვენ სინაზის, ერთგულებისა და მეგობრულობის გამო უყვარხართ.

გსაყვედურობენ მგრძნობიარობის და მიამიტობის გამო. იქნებ სცადოთ და როგორმე ისწავლოთ “არას” თქმა?! 

სად შეგხვდებით? – კაფეში ახალი რომანით ხელში, ატრაქციონებიან პარკში, ჩაის სალონში, ან ტელევიზორის წინ, რბილ დივანზე მოკალათებულს.

თქვენი სუნამოებია: Trezor de Lancome, Angle ou Demon de Givenchy, Rumeor de Lanvin, Happy to Be de Clinique, Euphoria de Calvin Klein, Promesse de Cacharel, Love at first Glow by Jennifer Lopez, Nina de Nina Ricci.

* მომაჯადოებელი
მეექვსე გრძნობას ფლობთ, მეამბოხე ხართ; გარდასახვა, იმპროვიზირება გსურთ. მხიარული და გულღია, ოცნებობთ მოგზაურობაზე. თქვენთან ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაულია. ყველაფერი ორიგინალური და უცხო გიყვართ. შავი მისტიკიდან ინტერნეტ-ტექნოლოგიების ახალ ამბებამდე - ყველაფერი გაინტერესებთ. თქვენი სახლი სტუმართმოყვარე, ცვალებადი, მაგრამ ცოტა უცნაური და უწესრიგოა. ყველაზე დიდი საფრთხობელა თქვენთვის იმედგაცრუება და ძნელად შესამჩნევ სუბიექტად გადაქცევაა. გიჟდებით სტილთა არევაზე, აქსესუარების, შლაპების, ეთნიკური ბიჟუტერიისა და უცნაურნახატებიანი ქსოვილის ყიდვაზე. ნათელი ფერები გირჩევნიათ, თმის ფერზე და ვარცხნილობებზე ექსპერიმენტების მოწყობისაც არ გეშინიათ. ბალახებზე დამზადებულ კოსმეტიკას არჩევთ. სუნამოც თქვენ გგავთ – არაორდინალური, უცნაურ ბოთლებში, მსუბუქი და მხიარული. 

თქვენი ნახვა იუმორის გრძნობის, საუკეთესო განწყობისა და ორიგინალურობის გამო სურთ.

ძირითადად ცვალებადობისა და არასტაბილურობის გამო გსავედურობენ. 

ინტერნეტკაფეს, მეგობრული წვეულების, დიდი ბაზრობის, ინდური რესტორნის და მაგიური სალონის სტუმრად შეიძლება გნახონ.

თქვენი სუნამოებია: Pure Purple de Hugo, Songes de Annick Goutal, KenzoAmour, Escada Pacific Paradise, Weekend de Burberry, Alien de Thieery Mugler.