EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ამერიკელ სამხედროებს პოტენციალს რკინის კაცებით გაუზრდიან (+VIDEO) »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2014-02-22 04:22:53

 მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელი სამხედროები TALOS-ის ტიპის სამხედრო  ეკიპირების გამოცდას დაიწყებენ, რომელსაც ამერიკულმა პრესამ "რკინის კაცი"  შეარქვა. განცხადება ამის შესახებ, აშშ-ის ადმირალმა უილიამ მაკ-რეივენმა  გაავრცელა. პროექტის მიზანი თვითოეული ამერიკელი ჯარისკაცის საბრძოლო  პოტენციალის ზრდაა. ამის მიღწევა ორი კომპონენტის ხარჯზე იგეგმება -  ეგზოჩონჩხი, რომელიც ჯარისკაცის დაცვის და ფიზიკური შესაძლებლობების  გაზრდას მოემსახურება და ელექტრონული სისტემები, რომლებიც "რკინის კაცში"  იქნება ჩამონტაჟებული.

 TALOS-ის შექმნაში 16 სახელმწიფო სააგენტო, 13 უნივერსიტეტი, 10 ნაციონალური  ლაბორატორია და 56 სამრეწველო კორპორაცია მონაწილეობს. "რკინის კაცის" საერთო  დიზაინი მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
 2014 წლის ივნისისთვის საპი პროტოტიპის დამზადება მოესწრება. მთლიანად  ეკიპირებას კი ამერიკის არმია შეიარაღებაში სავარაუდოდ, 2018 წელს მიიღებს. მაკ-  რეივენის განმარტებით, ზაფხულში მხოლოდ TALOS-ის შემადგენლობაში შემავალ ეგზოჩონჩხს გამოცდიან. დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, ის ჯარისკაცს მძიმე ტვირთების გადატანასა და ეკიპირების ტარებაში დაეხმარება.

TALOS-ის შემადგენლობაში სპეციალური ჯავშანჩაფხუტი შევა, რომელიც ინფორმაციის შეგროვებისა და გადამუშავების სისტემით იქნება აღჭურვილი. მისი გამოსახვა ჩაფხუტის დამცავ მინაზე მოხდება.

ფიზიკურთან ერთად, "რკინის კაცი" ჯარისკაცების საბრძოლო შესაძლებლობებსაც გაზრდის. მის კომპლექტში სითბოვიზორი და ღამის ხედვის მოწყობილობაც შევა.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა TALOS-ს "რკინის კაცი" ამაოდ როდი შეარქვეს. ცნობილი ჰოლივუდური ბლოგბასტერის პერსონაჟის მსგავსად, სამხედრო ვარიანტზეც დიდი რაოდენობით სხვადასხვა დეტექტორები და სენსორები იქნება დამონტაჟებული. ისინი ადამიანის გულისცემის რიტმს, სხეულის ტემპერატურას, დაღლილობის დონეს გააკონტოლებენ და მთელს ინფორმაციას სამეთაურო ცენტრში გადასცემენ.
 

იხილეთ ვიდეო