EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან ბიძებს ემსახურებოდნენ »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-03-01 23:59:31

ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან ბიძებს ემსახურებოდნენ

ელიტარული მეძავები

თბილისის ქუჩებისა და სადგურების იაფფასიან მეძავებზე იმდენი დაწერილა, რომ მათზე ახალს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ცოტა რამ იცის მაღალანაზღაურებადი, ე.წ. ელიტარული მეძავების შესახებ და კიდევ უფრო მცირე ნაწილს თუ სმენია რაიმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალების იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომ "პროტოკოლის ქალებზე".

ელიტური მეძავები საზოგადოების რჩეულ, მდიდარ ნაწილს ემსახურებიან. სწორედ გამორჩეული კლიენტებიდან წარმოიშვა მათი საზოგადო სახელი. მათ კლიენტებს შეადგენენ: მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირები, სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოსნები და უბრალოდ, ფულიანი "ბიძები". ელიტური რანგის მეძავებთან დაკავშირება მხოლოდ დილერის, შუამავლის ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, "მამაშას" მეშვეობით არის შესაძლებელი. რამდენიმე მეძავს ერთი "მამაშა" ჰყავს, რომელიც საზოგადოების ელიტურ ნაწილთან ძლიერ დაახლოებულია და მათთან ყოველდღიური სამსახურებრივი კონტაქტები აქვს.

მაჭანკალი-მამაშა შეიძლება სახელმწიფო კანცელარიაში, პარლამენტში ან სხვა სოლიდურ დაწესებულებაში უბრალო თანამდებობაზე – მაგალითად, მდივნად ან ოპერატორად მუშაობდეს, მაგრამ თავისი არაოფიციალური თანამდებობის წყალობით მეტისმეტად გავლენიან და საჭირო პირად ითვლება. თანამშრომლები უბატონოდ ხმასაც ვერ სცემენ და მის სამსახურებრივ მოვალეობასაც ხშირად მისი კოლეგები ასრულებენ. თვითონ კი დროს ყავის სმაში, შეკვეთის მოლოდინში კლავს. შეიძლება "მამაშის" როლში მამაკაციც მოგვევლინოს, მაგრამ ეს იშვიათობაა. ელიტურ მეძავებზე შეკვეთის მიღების შემდეგ, "მამაშა" მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება იმ ქალს, რომელიც კლიენტის მიერ მოთხოვნილი ასაკის, ტან-ფეხის, სიმაღლის და სხვა მონაცემებს აკმაყოფილებს და შემდეგ გადასცემს კლიენტის ვინაობას და შეხვედრის დროსა და ადგილს. ამ მონაცემებს ზოგჯერ კლიენტის ზოგიერთ ჩვევასა და მიდრეკილების შესახებ ინფორმაციასაც ურთავს, რათა "შეყვარებულთა" კონტაქტი იმთავითვე "ჰარმონიული" იყოს.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ელიტურ ქალებს, "მამაშასთან" კავშირისთვის სპეციალურად აქვთ მობილური ტელეფონი და მხოლოდ ამ ნომერზეა შესაძლებელი შეკვეთის გადაცემა. თუ ის გამორთულია, "მამაშასთვის" ნათელია, რომ ქალი დაკავებული ან გადაღლილია. ისიც სათქმელია, რომ ტელეფონის ეს, გასაიდუმლოებული ნომერი, ქალთან ძალიან დაახლოებულმა, იშვიათმა კლიენტმაც იცის, რომელსაც მასთან რამდენიმე წლის ურთიერთობა აქვს და მუდმივი გულუხვი კლიენტის სტატუსით სარგებლობს. თუმცა ასეთ მუდმივ კლიენტებს, რომლებიც კავშირზე პირდაპირ, შუამავლის გარეშე გადიან, "მამაშები" ბუნებრივია, ვერ იტანენ, რადგან ამის გამო თავიანთ წილს კარგავენ...

ელიტური მეძავების ასაკი 22-დან 35 წლამდე მერყეობს. კრიტიკულ ასაკთან მიახლოებისას, ისინი ავტომატურად გამოდიან "ელიტურების" რიგებიდან და თუ მატერიალურად უზრუნველყოფილ მამაკაცზე გათხოვება ვერ მოახერხეს, "საპენსიო" ასაკს მიუახლოვდნენ და დიდი ფულისა და ქონების დაგროვება ვერ მოახერხეს, შესაძლოა, სასტუმროების მეძავების რიგებში გადაინაცვლონ, 2-3 წელიწადში "მარშრუტკის" და ავტობუსის მძღოლების ვნებების დაკმაყოფილებაზე გადავიდნენ, იქიდან კი უკვე ერთი ნაბიჯია ქუჩისა და ვაგზლის მეძავობამდე...

მანამდე კი ისინი უზრუნველად ცხოვრობენ. დაახლოებით შუადღეზე იღვიძებენ. დიდ დროს უთმობენ თავის მოწესრიგებას. ამისათვის თითოეულ მათგანს, სილამაზის სალონებში საკუთარი პარიკმახერი და პედიკიურ-მანიკიურის ოსტატი ჰყავს. ყოველდღიურად დადიან მასაჟისტებთან და დერმატოლოგებთან, იღებენ მზის აბაზანებს. დღის რეჟიმის აუცილებლობას წარმოადგენს ცეკვის გაკვეთილი

 

შეიპინგის დარბაზში და ტრენაჟორებზე ვარჯიში, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჰყვეთ ბუნებისგან ბოძებული სილამაზე და მომხიბლაობა. თვეში ორჯერ, მათ შინ აკითხავთ გამოცდილი ვენეროლოგი და გინეკოლოგი, თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ბევრ ქართველ მამაკაცს არ უყვარს პრეზერვატივის ხმარება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ელიტურ მეძავებზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან "პროტოკოლის ქალები". თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი "ელიტის ელიტაა" და ნებისმიერ მათგანს თამამად შეუძლია, ნებისმიერი სილამაზის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს კიდეც.

"პროტოკოლის ქალების" კლიენტურას სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრები შეადგენენ. ამ წრეს მიეკუთვნებიან აგრეთვე ქართველი ბიზნესმენების უცხოელი სტუმრებიც, საელჩოების და საკონსულოების პერსონალი. დაბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობათა თანამშრომლები.

სახელი "პროტოკოლის ქალები" მეძავებს იმიტომ შეარქვეს, რომ ისინი სახელმწიფოს ოფიციალურ სტუმრებსაც ემსახურებიან...

"ასეა თუ ისე, "პროტოკოლის ქალებს" ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც ელიტურ "მეძავებს" ერგოთ, დამატებით კიდევ ინგლისური ენის ცოდნასაც სთხოვენ. ისინი აგრეთვე მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ერკვეოდნენ მსოფლიო პოლიტიკაში, ბიზნესში, ჰქონდეთ ფსიქოლოგის თვისებები და, რა თქმა უნდა, კლიენტის მრავალფეროვნად გართობის უნარი. თუ საჭირო იქნა, საქართველოს ისტორიის "მოკლე კურსიც" უნდა "წაიკითხონ" და უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესახებაც შეეძლოთ ორიოდე სიტყვის თქმა.

"პროტოკოლის ქალებთან" დაკავშირება იმ სანდო პირის მეშვეობით ხდება, რომელსაც გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს, ვიდრე ნახსენებ "მამაშას".

"ელიტური მეძავების" შრომის ანაზღაურების ტარიფი 200 დოლარიდან იწყება და იშვიათად - 800-მდეც კი აღწევს.

ამ სტატიას არავინ არ დამიბეჭდავდა თუ თქვენი მონა-მორჩილი ვერ შევძლებდი ზემოთ აღნიშნული მეძავების რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას. დასახმარებლად მეგობარ ბიზნესმენს მივმართე, რადგან ჩემი თვალით მქონდა ნანახი, უცხოელი პარტნიორების პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე, მას რამდენიმე "პროტოკოლის ქალი" რომ ჰყავდა მოწვეული.

ჩემი თხოვნა ბიზნესმენმა ბუნებრივად მიიღო. ოღონდ ეს იყო, მკითხა, - ფული თუ გაქვს? ისინი შენ ბორდელის 100 ლარიანი ბოზები არ გეგონოსო. როცა შეხვედრის მიზანი შეიტყო, ჩაბჟირდა და ბარე, 10 წუთი ვერ მოვასულიერე.

- მგონი, მართალია, ჟურნალისტებზე რომ ამბობენ, - იმპოტენტები არიანო.

- მეწყინა ჩემი და კოლეგების აუგად ხსენება და - შენ ფული თქვი, თორემ "იმპოტენტობას" დაგანახვებდი-მეთქი.

(იმედია "გზის" ამ ნომერს ჩემი მეუღლე არ წაიკითხავს, რადგან ჟურნალ-გაზეთებით ოჯახის მომარაგება მე მაკისრია).

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღნიშნული შეხვედრა ქალაქგარეთ მდებარე აგარაკზე – ფეშენებელურ ვილაში შედგა, სადაც ბიზნესმენთან ერთად მივედით. ორი ულამაზესი, გამომწვევად ჩაცმული 25 წლამდე ასაკის გოგონა დაგვხვდა. მეგობარმა ჩემი თავი წარუდგინა, თვითონ კი ორივეს მიუალერსა, თან დამცინავად გადმომხედა. გოგონებმა პირობა შემახსენეს და როცა სრული გარანტია მივეცი, რომ მათ ვინაობას არსად გავამხელდი დაბალ, გაწყობილ მაგიდას შემოვუსხედით და საქმეს შევუდექით.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და როგორ გახდით "პროტოკოლის ქალები"?
-
ორივემ დავამთავრეთ უცხო ენების ინსტიტუტი, პირველ კურსს ვამთავრებდით, როცა ტყუპი ძმები შეგვიყვარდა. ისინიც არ იყვნენ გულგრილები ჩვენ მიმართ. ერთხელ საქეიფოდ და მუსიკის მოსასმენად მიგვიწვიეს. დავთვერით და მაშინ დავკარგეთ ქალიშვილობა. წესიერად არც მახსოვს, რა და როგორ მოხდა. თამუნასაც არაფერი ახსოვდა. უბიწოების დაკარგვა დიდად არ გვინაღვლია. სამი თუ ოთხი დღის შემდეგ ძმებს ისევ შევხვდით. იგივე განმეორდა, ოღონდ ახლა უკვე ფხიზლები ვიყავით. ძალიან ვისიამოვნეთ. მე, მაგალითად, ექსტაზიდან ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, რომ ხანდახან "ვითიშებოდი" კიდეც. თამუნასაც ასე ემართებოდა, ოღონდ ნაკლებად. შემდეგ ტყუპები ავტოავარიაში დაიღუპნენ.

- ძალიან განვიცადეთ, - საუბარი თამუნამ განაგრძო - ეკას მართლა უყვარდა თავისი პირველი პარტნიორი, მე კი მხოლოდ მომწონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათმა დაღუპვამ მეც მატკინა გული. თითქმის ერთი წელი, - არა - ექვსი თვე, არავინ გვყოლია. მერე ერთი ახალგაზრდა ლექტორი გვყავდა, გრამატიკას გვიკითხავდა. დიდი "იაზვა" ვინმე კი იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვეპყრობოდა. ერთხელ, გამოცდის წინ, ორივე თავისთან სახლში დაგვიბარა და პირდაპირ მათთან საქმის დაჭერა შემოგვთავაზა. სამაგიეროდ რექტორატში და, საერთოდ ინსტიტუტში მფარველობას, საგნების "ჩაწყობას", სხვა პრობლემების მოგვარებას და, რაც ყველაზე საინტერესო და მცადუნებელი იყო - ყოველ წელიწადს საზღვარგარეთ პრაქტიკაზე გაშვებას დაგვპირდა. ჩვენ ბევრი არ გვიფიქრია და დავთანხმდით. არც გვინანია, რადგან მან ყველა პირობა "ხუთიანზე" შეასრულა. უფრო მეტიც - სწავლის ბოლოს, ერთი წლით ერთ-ერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მიგვავლინა, სადაც ორ წელზე მეტი ვცხოვრობდით.

- არ გეწყინოთ და, რომელი სპეციალობის პრაქტიკა გაიარეთ საზღვარგარეთ?
-
ორივესი (გულიანად იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და, იქ არა მარტო ინგლისური ენა შევისწავლეთ უმაღლეს დონეზე, არამედ ფრანგულიც, გერმანულიც, ცოტა ესპანურსაც ვახერხებთ. ლიტერატურის, ისტორიის, ფსიქოლოგის ლექციებსაც ვისმენდით, რაც პრაქტიკის პროგრამაში არ შედიოდა, ე.ი. ფული იყო გადასახდელი. ახლა ბინის ქირა, ჭამა-სმა, ჩაცმა, გართობა – მოკლედ, ყველაფერი ფული ღირდა. საიდან მოგვეტანა? სხვა გზა არ იყო - ისევ ჩვენი ლექტორი დაგვეხმარა და ერთ-ერთ ქალბატონთან დაგვაკავშირა. ჩვენთან "მამაშას" რომ ეძახიან. ის კი დროდადრო შეკვეთებს გვაძლევდა. სხვათა შორის, უცხოეთში წასული სტუდენტი გოგონების ნაწილი "პუტანკობით" ირჩენს თავს. აბა, რომელი ინგლისელის ან ჰოლანდიელის ოჯახი მიანდობს 19-20 წლის გოგოს თოთო ბავშვს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არა აქვს და თვითონაა მოსავლელი?! არ დაიჯეროთ. ასე რომ, ბევრი სტუდენტი, რომელსაც ღვთის მადლით მინიჭებული სილამაზე აქვს, ამ ხელობას მისდევს. თუ არა და - სანახევროდ მშიერია და არანაკლებ დამამცირებელ სამუშაოს ასრულებს. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს ისინი, ვისაც საქართველოში ფულიანი მამიკოები ჰყავთ.

- თქვენზე როგორი მოთხოვნა იყო? მე მგონი, არც ერთი მამაკაცი თქვენთან დროსტარებაზე უარს არ იტყვის – გინდ ქართველი იყოს, გინდ ინგლისელი...
-
გმადლობთ კომპლიმენტისთვის, მაგრამ იცით, რაშია საქმე? ქართველი კაცი ქალისგან გახდის და დაწოლის მეტს არაფერს ითხოვს და საწოლშიც ასეთი აზიატი რჩება – ანუ, როგორ გითხრათ – მხოლოდ თვითონ აქტიურობს და პარტნიორისგან ასეთივე აქტიურობა, ხშირად არც მოსწონს. უცხოელი კი, პირიქით, ინიციატივას ქალს უთმობს და მისგან, რაც შეიძლება მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამიტომ თუ შესაბამისი გამოცდილება არა გაქვს, სექსის მთელი საიდუმლოება არ იცი, მარტო სილამაზისა და ტან-ფეხის გამო ფულს არავინ გადაგიხდის. ჩვენც ნელ-ნელა ყველა საიდუმლოს ვეზიარეთ.

- საქართველოში რატომ დაბრუნდით? იქაც ხომ კარგი გამომუშავება გექნებოდათ?
-
ჩვენი მფარველი ქალბატონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ზნეობის პოლიციასთან კი საქმის დაჭერას მტერსაც არ ვუსურვებთ, მით უმეტეს, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ. თან ერთი ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა და მან გაგვიწია რეკომენდაცია, რომ "პროტოკოლის გოგონების" სიაში ჩავერიცხეთ.

- თუ გახსოვთ, ვის მოემსახურეთ პირველად?
-
არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გეტყვით – რუსეთის სათათბიროს დელეგაცია იყო ჩამოსული ოფიციალური ვიზიტით. 60-65 წლის მამაკაცები იყვნენ, არაფრის თავი არ ჰქონდათ - მათი ორგანო "ექვსის ნახევარს" უჩვენებდა ("ექვსის ნახევარი" სრულ იმპოტენციას ნიშნავს), "ვიაგრებით" გაიჭყიპნენ და რაღაც ძლივს მოახერხეს.

- არატრადიციული სექსის მიმდევრები თუ შეგხვედრიათ?
-
უკომენტაროდ...

- საქართველოს უშიშროებასთან თუ ხართ შეკრულები?
-
უკომენტაროდ...

- დაახლოებით რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?
-
ხუთიდან ათი ათას დოლარამდე და საჩუქრები, რომლებიც სტუმრებს ჩვენთვის ჩამოაქვთ: ზოგის ღირებულება საბურთალოზე ოროთახიან ბინას უტოლდება.

- გათხოვებაზე არ გიფიქრიათ?
-
გაჭირვებულს და ღარიბს დღესვე გავყვებით, მერე ისიც ჩვენი შესანახი გახდება - ეგეთი რად გვინდა?! არც მოხუცი და მდიდარი გვაწყობს. ნამდვილი ქართველი ძლიერი მამაკაცი, როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად, ჩვენ არ წაგვიყვანს. აი, თქვენ, მაგალითად, თუ შეგიყვარდებოდით, მომიყვანდით ცოლად?

- მე მუდმივი ფინანსური პრობლემები მაქვს (გავექეცი პირდაპირ პასუხს და ინტერვიუ განვაგრძე), ახლა რომ თავიდან იწყებდეთ ცხოვრებას ისევ ამ გზას დაადგებოდით?
-
არ ვიცი, ალბათ - არა. ამაზე არ გვიფიქრია... მოდით, ამით დავამთავროთ, თორემ უკვე ისეთ შეკითხვებს გვისვამთ, ნაღდად ცუდ გუნებაზე დაგვაყენებთ... ნახვამდის.

- გმადლობთ და კარგად ბრძანდებოდეთ.

ნაცნობი ბიზნესმენი გოგონებთან დარჩა, მე კი, კარში გამოგდებული ძაღლივით, თბილისისკენ ფეხით დავეშვი - იმ იმედით, რომ გზაში რაიმე მნაქანა დამეწეოდა. თან ვფიქრობდი: არა, ნამდვილად უნდა შევიცვალო პროფესია და ბიზნესმენობა
დავიწყო...

ზვიად ჩაკვეტაძე
ჟურნალი "გზა"
14.12.2000